Skip to main content Skip to search

ბუღალტერიის ერთწლიანი კურსი

ბუღალტრის მოსამზადებელი 1-წლიანი პრაქტიკული და თეორიული პროფესიული კურსი


 

ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად ვიწვევთ ყველას:

  • ვისაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ბუღალტერიასთან
  • მათ, ვინც გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა
  • მოქმედ ბუღალტრებს, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება
  • ეკონომისტებს, მომავალ ფინანსურ მენეჯერებს
  • შესაბამისი სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირებს

კურსის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების შესწავლის საფუძველზე სტუდენტს მისცეს კვალიფიციური ბუღალტრისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ბუღალტერია ისწავლება ნულიდან და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს)
  2. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს)
  3.  საგადასახადო კოდექსი
  4. დეკლარაციების შევსების ტექნიკა
  5.  ორისი/სუპერფინი
  6. გაძლიერებული ექსელი
fasi
basi6
basi12
basi
basi3
orisi

ამ კურსის ფარგლებში სტუდენტი:

  • ისწავლის ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ბასს, ფასს) მოთხოვნათა შესაბამისაად. გაკვეთილებზე თეორიული მასალის ათვისება ხდება მრაფალფეროვანი პრაქტიკული მაგალითებით. სასწავლო პრაქტიკის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის გამყარებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში;
  • საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო კოდექსს და კარგად გაერკვევა კოდექსის ცალკეული მუხლის ყველა ნიუანსში. პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოს ყველა მუხლის მოქმედების არეალს, საგადასახადო საკითხებში მიიღებს კვალიფიციურ ცოდნას კვალიფიციურ სპეციალისტისგან, მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას 2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, შეიძენენს თეორიულ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევს. ჩვენი მიზანია თემით გათვალისწინებული საკითხების მსმენელისათვის სრულყოფილად და ამომწურავად მიწოდება;
  • საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკას: საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, აქციზი, მოგების გადასახადის დეკლარაცია, ქონების გადასახადის დეკლარაცია, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), განაცემთა შესახებ ინფორმაცია, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება;ისწავლის საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვას ორის-ის პროგრამაში: ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ ბუღალტრისთვის აუცილებელ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე;
  • ისწავლის მონაცემთა ბაზის შექმნას და დამუშავებას ექსელში. გაეცნობით მათემატიკურ, სტატისტიკურ, ფინანსურ, ძებნის, დახარისხების, გაფილტვრის და მონაცემთა დამუშავების სხვა ფუნქციებს; ისწავლით შემაჯამებელი ცხრილების მართვას, ჰიპერკავშირებს და სხვა;

პრაქტიკული თრენინგ კურსი ინტერაქტიული ფორმატისაა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხდება თქვენთვის ყველა გაუგებარი საკითხის დეტალური განხილვა, ამოცანებისა და სავარჯიშოების დახმარებით მასალის ათვისების შემოწმება.

სწავლის განმავლობაში ტარდება შუალედური ტესტირებები. კურსის ბოლოს კი შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე გაიცემა ევროპული სტანდარტის სერტიფიკატი.

  • კურსის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
  • კურსის ღირებულება: 1450 ლარი. ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით.