Skip to main content Skip to search

საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტერია

ბუღალტრული აღრიცხვა ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისთვის


კურსი განკუთვნილია საჯარო მოსამსახურეებისთვის, რომელთაც აბარიათ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბიღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება. ამ კურსის ფარგლებში გაერკვევით საბიუჯეტო ორგანიზაციის საბუღალტრო აღრიცხვის  ნიუანსებში, ისწავლით დოკუმენტების აღრიცხვას კანონით მოთხოვნილი წესების დაცვით, შეძლებთ საანგარიშგებო დოკუმენტების მომზადებას.

კურსს უძღვება, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის კათედრის ასისტენტ-პროფესორი. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში დასაქმებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა კავშირის ტრენერი, მთავრ ბუღალტრად, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ექსპერტად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ბატონი ელგუჯა აკობია.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

თემა N1. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესავალი – 3 სთ.
თემა N2. ფინანსური აქტივების, მოთხოვნების და ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა – 4 სთ.
თემა N3. არაფინანსური აქტივების ოპერაციების აღრიცხვა – 5 სთ.
თემა N4. დაფინანსების, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა – 5 სთ.
თემა N5. არასაოპერაციო შემოსავლებისა და არასაოპერაციო ხარჯების აღრიცხვა – 3 სთ.
თემა N6. კაპიტალის აღრიცხვა – 5 სთ.
თემა N7. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგება – 15 სთ.

კურსის ხანგრძლივობა: 34 სთ.
კურსის ღირებულება: 550 ლარი