ნებისმიერი დონის და ასაკის მსურველებს “აიელსი” გთავაზობთ
ჩარიცხვის წესი და გადახდის პირობები:
ტესტირების >>> და მასწავლებელთან გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში (3-5 მოსწავლე) ან სურვილისამებრ, იმეცადინებთ წყვილში (2 მოსწავლე) ან ინდივიდუალურად.
ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული/სერტიფიცირებული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ და სტაჟირება გავლილი აქვთ საქართველოსა და უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში, ასევე, აქვთ სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებთან პედაგოგიური მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
გიწვევთ გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე: მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, მაგისტრატურაში გამოცდების ჩაბარების მსურველებს, დიპლომირებულ და მომავალ ექიმებს, ეკონომიკის სფეროში დასაქმებულებს. შეისწავლეთ გერმანული ენა სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულებისთვის.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის. სწავლა წარმოებს დონეების მიხედვით:
1. საწყისი დონე:Grundstufe: A1; A2. განკუთვნილია მათთვის ვინც თავიდან იწყებს გერმანულის სწავლას. ამ დონეზე უმოკლეს ვადაში შეიძენთ ზეპირი და წერითი მეტყველების საბაზისო უნარებს.გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისაუბრებთ მარტივ სასაუბრო თემებზე.
2. საშუალო დონე: Mittelstufe: B1; B2. ენის სწავლების ძირითადი საფეხურია. გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკის დიდ ნაწილს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემებზე. შეძლებთ სხვადასხვა სირთულის ლიტერატურის და სტატიების წაკითხვას და აღქმას. ამ დონის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოთ ენის დაუფლება პროფესიული მიმართულებებით.
3. პროფესიული დონე: Oberstufe: C1- C2: ხდება სამეტყველო ენის დახვეწა, შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე გერმანულად საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დაძლევა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა. შეძლებთ სწრაფად საუბარს, რთული და მოცულობითი ტექსტების აღქმა-გაგებას.
ამ დონეზე ენის ფლობა შესაძლებლობას გაძლევთ ჩააბაროთ გამოცდები: KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom), GDS (Großes Deutsches Sprachdiplom), DSH (Deutsch für den Sprachlichen Hochschulzugang), ZOP (Zentrale Oberstufenprüfung).
მათ ვინც, გეგმავს გერმანიაში ხანმოკლე ვიზიტს მუშაობის ან ტურისტული მიზნით, გთავაზობთ ჩვენი მასწავლებლების მიერ შემუშავებული სპეციალურ (2-3 თვიან) კურსს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად აითვისოთ მარტივი საკომუნიკაციო ენა და დაძლიოთ ენის არცოდნასთან დაკავშირებული უხერხულობა.
საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა.
სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.
ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის – ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.
წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას.
დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ გერმანული ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.
ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.