Skip to main content Skip to search
graf

გთავაზობთ ტრენინგ-კურსებს გრაფიკულ პროგრამებში:

ADOBE PHOTOSHOP
ADOBE ILLUSTRATOR
ADOBE INDESIGN
CORELDRAW
3D-MAX
AUTOCAD
ARCHICAD

გრაფიკული დიზაინის კურსზე ვიწვევთ მათ, ვისაც სურს ისწავლოს ფოტოს კომპიუტერული დამუშავება, თემატური ილუსტრაციების შექმნა, სარეკლამო მასალების, ლოგოების, ფლაერებისა და სავიზიტო ბარათების მომზადება, 3დე მოდელირება:

  • დამწყებ დიზაინერებს
  • მოყვარულებს
  • ვებ-გვერდისა და ფეისბუკ-გვერდის ადმინისტრატორებს
  • სარეკლამო და საგამომცემლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს
  • ნებისმიერ დაინტერესებულ პირს

PS

 

ADOBE PHOTOSHOP ძირითადად რასტრულ გამოსახულებებთან სამუშაოდ გამოიყენება. საუკეთესო დამხმარე პროგრამაა დიზაინერებისა და ფოტოგრაფებისთვის. ამ პროგრამის გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ ფოტომონტაჟი, კოლაჟები, სარეკლამო მასალის მაკეტი, დახატოთ და შექნმნათ ინფოგრაფიკა, შეცვალოთ ფოტოს რეზოლუცია და ფერები, დააძველოთ ან მიანიჭოთ პოსტერის ეფექტი. ეს დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და ფანტაზიაზე.

– Photoshop-ის ინტეფეისის განხილვა, მთავარი სამუშაო პანელების გამოტანა ეკრანზე;
– ახალი ფურცლის შექმნა. სურათის ზომები;
– საზომი ერთეულების დაყენება. სახაზავების და ბადის დაყენება;
– დამხმარე სიმეტრიის ხაზები (Guides);
– ინსტრუმენტების პანელის განხილვა;
– ისტორიის მართვის პანელი (History);
– მონიშვნები ფოტოშოპში:Rectangular,Elliptical,Lasso Tool,Polygonal,Magnetic Lasso;
– მსგავსი ფერების მონიშვნა; ფერის შენახვა (Swaches);
– სურათზე ფერის შეცვლა (Hue and Saturation);
– ფერის ბალანსი და განათება (Color Balance, Brighthness and Contrast);
– ობიექტზე ჩრდილის შექმნა, რედაქტირება;
– ფუნჯით და ფანქრით ხატვა, ფუნჯის კატალოგები (Brush Presets);
– საშლელის (Eraser) 3 ტიპი;
– კლონური შტამპი (Clone Stamp), მოზაიკური შტამპი;
– მოზაიკის კატალოგები;
– ფენებთან მუშაობა: შექმნა, დუბლირება, კოპირება;
– მონიშნულ ობიექტში ფერის ჩასხმა ეფექტებით (Edit/Fill);
– სურათის გაშავთეთრება, შავ- თეთრი სურათის გაფერადება;
– სურათის ტრანსფორმაცია, დახრა, სარკისებური არეკვლა (Edit/Transform, Skew, Distort);
– ფენებთან მუშაობა, ფენების დუბლირება, კოპირება;
– ფენის სტილები და ეფექტები (Layer Style);
– ტექსტებთან მუშაობა, ფონტების სტილები, ფერები, ეფექტები;
– სურათი შენახვა გამჭირვალობით, სხვადასხვა ფორმატით:PSD,JPG,GIF,TIFF,BMP,PNG;
– ფაილის დასაბეჭდად მომზადება, ბეჭვდის პარამეტრები.

 

კურსის ხანგრძლივობა: 8 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 160 ლარი

– Photoshop-ის ინტეფეისის განხილვა, მთავარი სამუშაო პანელების გამოტანა ეკრანზე;
– ახალი ფურცლის შექმნა. სურათის ზომები;
– საზომი ერთეულების დაყენება. სახაზავების და ბადის დაყენება;
– დამხმარე სიმეტრიის ხაზები (Guides);
– ინსტრუმენტების პანელის განხილვა;
– ისტორიის მართვის პანელი (History);
– მონიშვნები ფოტოშოპში:Rectangular,Elliptical,Lasso Tool,Polygonal,Magnetic Lasso,
– მსგავსი ფერების მონიშვნა; ფერის შენახვა (Swaches);
– სურათზე ფერის შეცვლა (Hue and Saturation);
– ფერის ბალანსი და განათება (Color Balance, Brighthness and Contrast);
– ფერის მოდელები: Bitmap, Grayscale, Indexed, RGB, CMYK, Lab და მათი გამოყენება;
– მონიშვნისას კიდეების გაბუნდოვნება (Feather), მისი გამოყენება ობიექტის კოპირებისას;
– ობიექტზე ჩრდილის შექმნა, რედაქტირება;
– ფუნჯით და ფანქრით ხატვა, ფუნჯის კატალოგები Brush Presets;
– ფუჯნის შექმნა სურათიდან (Define Brush);
– საშლელის (Eraser) 3 ტიპი;
– კლონური შტამპი (Clone Stamp), მოზაიკური შტამპი;
– მოზაიკის კატალოგები, მოზაიკის შექმნა (Define pattern);
– ფენებთან მუშაობა: შექმნა, დუბლირება, კოპირება;
– ფენის სტილები და ეფექტები (Layer Style), ფენის მასკა (Layer Mask);
– ფენების დაჯგუფება, შეერთება (Flatten Image), გადაადგილება, დაბლოკვა;
– გრადაციების შექმნა (Gradient): წრიული, სწორხაზოვანი;
– მონიშნულ ობიექტში ფერის ჩასხმა ეფექტებით (Edit/Fill);
– სურათის გაშავთეთრება, შავ- თეთრი სურათის გაფერადება;
– სურათის ტრანსფორმაცია, დახრა, სარკისებური არეკვლა (Edit/Transform, Skew, Distort);
– კალამი (Pen Tool);
– ფიგურების შექმნა, მზა მარტივი ფიგურები (Custom Shape) და მათი სტილები;
– ტექსტებთან მუშაობა, ფონტების სტილები, ფერები, ეფექტები;
– ტექსის ფორმის შეცვლა (Warp Text);
– ტექსტში ფერის, გრედიენტის მოზაიკის ჩასხმა;
– ტექსის ფიგურაზე გარშემოვლა;
– Quick Mask- სწრაფი ნიღაბი, მისი გამოყენება;
– ფილტრები (Filter Gallery). მოზაიკის, წყლის ტალღის, ქარის, შუშის ეფექტი, განათების ეფექტები. სურათის ნახატად გადაქცევა, გაბუნდოვნება და ა. შ.
– პრაქტიკული სამუშაო: ფლაერის შექმნა.
– პრაქტიკული სამუშაო: მაკიაჟის გაკეთება.
– სურათი შენახვა გამჭირვალობით, სხვადასხვა ფორმატით:PSD,JPG,GIF,TIFF,BMP,PNG;
– ფაილის დასაბეჭდად მომზადება, ბეჭვდის პარამეტრები.

კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 240 ლარი

ill

ADOBE ILLUSTRATOR ვექტორული გრაფიკის რედაქტორია,  საუკეთესო სამუშაო პროგრამაა გრაფიკული დიზაინერებისთვის. გამოიყენება  ილუსტრაციების, შრიფტების, ლოგოების, სარეკლამო მასალის მაკეტების, შესაფუთი მასალის დიზაინის შესაქმნელად.  რასტრულისგან განსხვავებით, ვექტორული გრაფიკა ზომის ცვლილებისას ხარისხს არ კარგავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბეჭდური პროდუქციის შექმნისას.

– პროგრამის მიმოხილვა, ახალი სამუშაო ფურცლის გამოტანა;
– ფურცლის ზომების დაყენება, ფერის მოდელები RGB, CMYK;
– Artboard, Layers;
– ინსტრუმენტების პანელის მიმოხილვა;
– ფერთა პალიტრა, კონტურის სტილები;
– მარტივი ფიგურები Rectangle, Elipse, Poligon, პრაქტიკული: მარტივი ლოგოები;
– ფაილის შენახვა, შენახვის ტიპები; Jpg, Bmp, Tiff;
– ფიგურების დეფორმაცია, რედაქტირება- Direct Selection Tool;
– Pen Tool- კალმით ფიგურის შექმნა, ლოგოს ხატვა;
– Mash Tool – გრედიენტი მოცულობის ეფექტით;
– Patfinder- ფიგურების შეერთება, გადაკვეთა, მოჭრა;
– Align – Distribute ფიგურების ერთმანეთის მიმართ განლაგება და მანძილი;
– ტექსტის ფონტები, ეფექტები, ვერტიკალური ტექსტი, დეფორმაცია Warp;
– სურათის შემოტანა – Place;
– ფიგურაში სურათის ჩასმა Clipping Mask;
– შემოტანილი სურათის გადაყვანა ვექტორში Image Trace;
– ბიზნეს ქარდის შექმნა, სავიზიტო ბარათის შექმნა;
– დოკუმენტის მომზადება დასაბეჭდად;
– ფაილის შენახვა PDF და EPS ფორმატში.

 

კურსის ხანგრძლივობა 8 საათი.
კურსის ღირებულება: 160 ლარი

– პროგრამის მიმოხილვა, ახალი სამუშაო ფურცლის გამოტანა;
– ფურცლის ზომების დაყენება, ფერის მოდელები RGB, CMYK;
– Artboard, Layers;
– ინსტრუმენტების პანელის მიმოხილვა;
– ფერთა პალიტრა, კონტურის სტილები;
– მარტივი ფიგურები Rectangle, Elipse, Poligon, პრაქტიკული: მარტივი ლოგოები;
– ფაილის შენახვა, შენახვის ტიპები; Jpg, Bmp, Tiff;
– ფიგურების დეფორმაცია, რედაქტირება- Direct Selection Tool;
– Pen Tool- კალმით ფიგურის შექმნა, ლოგოს ხატვა;
– მსგავსი ფერებით ფიგურების მონიშვნები;
– პრაქტიკული სამუშაო-ლოგოს შექმნა;
– გრედიენტის შექმნა და მისი სტილები;
– პრაქტიკული სამუშაო (ლოგო-ყავის ჭიქა);
– Mash Tool – გრედიენტი მოცულობის ეფექტით;
– პრაქტიკული სამუშაო (ბურგერის-ლოგოს შექმნა);
– ხატვა ფუნჯით-Paintbrush, Pencil;
– Patfinder- ფიგურების შეერთება, გადაკვეთა, მოჭრა;
– Align – Distribute ფიგურების ერთმანეთის მიმართ განლაგება და მანძილი;
– ფიგურები სტილები, მათი კატალოგები – Style;
– ფიგურების ეფექტები : Effect Gallery;
– ფიგურის ჩრდილი Drop Shadow;
– დიაგრამების ჩადგმა;
– 3D ფიგურების შექმნა Revolve;
– სიმბოლოები და სტილები;
– ტექსტის ფონტები, ეფექტები, ვერტიკალური ტექსტი, დეფორმაცია Warp;
– ტექსტის გარშემოვლა ფიგურაზე (პრაქტიკული ლოგო გარშემოვლილი ტექსტით);
– სურათის შემოტანა – Place;
– ფიგურაში სურათის ჩასმა Clipping Mask;
– შემოტანილი სურათის გადაყვანა ვექტორში Image Trace;
– პრაქტიკული სამუშაო : ფლაერის შექმნა;
– ბიზნეს ქარდის შექმნა, სავიზიტო ბარათის შექმნა;
– დოკუმენტის მომზადება დასაბეჭდად;
– ფაილის შენახვა PDF და EPS ფორმატში.

კურსის ხანგრძლივობა 12 საათი.
კურსის ღირებულება: 240 ლარი

qoreli

CORELDRAW გრაფიკული რედაქტორია,  ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა გრაფიკული დიზაინერებისთვის. გამოიყენება  ილუსტრაციების, შრიფტების, ლოგოების, სავიზიტო ბარათების, სარეკლამო მასალის მაკეტების, შესაფუთი მასალის დიზაინის შესაქმნელად, აქ შეგიძლიათ რასტრული გამოსახულება გადაიყვანოთ ვექტორებში და დაამუშაოთ სურვილისამებრ.

– პროგრამის მიმოხილვა, ინტერფეისი, პროგრამის დანიშნულება;
– ინსტრუმენტების პანელის მიმოხილვა;
– მარტივი ფიგურები (Rectangle Tool, Ellipse Tool), მათი პარამეტრები, დეფორმაცია;
– ფიგურების გარდაქმნა დეფორმირებად ფიგურად-წირებში (Convert to Curves). ფიგურების ტრანსფორმაცია;
– ინსტრუმენტების განხილვა: Shape tool, Knife, Crop, Eraser;
– პრაქტიკული მაგალითი (ჭიქის შექმნა, Master Card- ის ლოგოს შექმნა);
– ფიგურის ხელით ხატვა-Bazier, Freehand;
– დახატული ფიგურის ბოლოების შეერთება-Join Curves;
– მზა ფიგურების კოლექციები-Artistic Media, მათი ხატვა, დაშლა, ცალკეულ ფიგურებად გამოყენება;
– ფიგურების მოჭრა, შეერთება, გადაფარვა (Shaping;
– Trasperancy – ფიგურების გამჭირვალობა;
– ფიგურაში ფერის ჩასხმა, ფერის შენახვა, ფერების კატალოგები;
– Text Tool- ტექსტების ფორმატირება,ფონტების სტილები;
– ტექსტის დაშლა, ეფექტები, დეფორმაცია, ჩრდილები, კონტურების სტილები – პრაქტიკული მაგალითები;
– სურათის შემოტანა და რედაქტირება- Import- Export;
– ბუკლეტის, ფლაერის, ვიზიტკის შექმნა;
– ფაილის დასაბეჭდად მომზადება, ბეჭვდის პარამეტრები.

 

კურსის ხანგრძლივობა: 8 საათი.
კურსის ღირებულება: 160 ლარი.

– პროგრამის მიმოხილვა, ინტერფეისი, პროგრამის დანიშნულება;
– ინსტრუმენტების პანელის მიმოხილვა;
– მარტივი ფიგურები (Rectangle Tool, Ellipse Tool), მათი პარამეტრები, დეფორმაცია;
– ფიგურების გარდაქმნა დეფორმირებად ფიგურად-წირებში (Convert to Curves). ფიგურების ტრანსფორმაცია;
– ინსტრუმენტების განხილვა: Shape tool, Knife, Crop, Eraser;
– პრაქტიკული მაგალითი (ჭიქის შექმნა, Master Card- ის ლოგოს შექმნა);
– ფიგურის ხელით ხატვა-Bazier, Freehand;
– დახატული ფიგურის ბოლოების შეერთება-Join Curves;
– მზა ფიგურების კოლექციები-Artistic Media, მათი ხატვა, დაშლა, ცალკეულ ფიგურებად გამოყენება;
– 3 Point Curves, ინსტრუმენტის დახმარებით გლობუსის ლოგოს შექმნა;
– Polygon, Star, პოლიგონის ფიგურის პარამეტრები, მისი გამოყენება ლოგოს შექმნის დროს, კიდეების მოგლუვება;
– Graph Paper -ცხრილის შექმნა, მისი გამოყენება ბუკლეტის შექმნისას, კონტურის ფორმის შეცვლა, დაშლა;
– მზა ფიგურები, მათში ფერის, მოზაიკის გრედნიეტის ჩასხმა, რედაქტირება;
– ფიგურების მოჭრა, შეერთება, გადაფარვა (Shaping);
– ფიგურების დაჯგუფება – დაშლა, კომბინირება- გახლეჩვა (Group, Combine);
– ფიგურაში ჩასხმული გრედიენტი -Itneractive Fill, ფერების ჩამატება, სტილების შერჩევა ფიგურაში ფერის ჩასხმა, ფერის შენახვა, ფერების კატალოგები;
– Text Tool- ტექსტების ფორმატირება, დაშლა, ეფექტები, დეფორმაცია, ჩრდილები, ფონტების სტილები, კონტურების სტილები, პრაქტიკული მაგალითები, ტექსტის გარშემოვლა ფიგურაზე;
– Insert Symbol Character- სიმბოლოების ჩასმა, რედაქტირება;
– Bland- ფიგურების გარდამავლობა, გადაქმნა;
– პრაქტიკული მაგალითი: მძივის შექმნა, Windows- ის ლოგოს შექმნა;
– Extrude- ფიგურის გარქმნა 3D ფიგურად, 3D ტექსტი;
– Trasperancy – ფიგურების გამჭირვალობა;
– სურათის შემოტანა და რედაქტირება- Import- Export;
– სურათის ფიგურაში ჩასმა, რედაქტირება- Power Clip;
– ფურცლის პარამეტრები, ზომის ერთეულები, სახაზავი, ბუკლეტის ზომები;
– ბუკლეტის, ფლაერის, ვიზიტკის შექმნა;
– ფაილის დასაბეჭდად მომზადება, ბეჭვდის პარამეტრები.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი.
კურსის ღირებულება: 240 ლარი.

3d

3Ds MAX პირველ რიგში არის სამგანზომილებიანი გრაფიკის შესაქმნელი პროგრამა. სამგანზომილებიანი გრაფიკული პროგრამები ერთ-ერთი საინტერესოა თავისი შესაძლებლობებით, ასათვისებლად კი თავისებური სირთულეები ახასიათებს. უნიკალური შესაძლებლობების გამო ამ პროგრამას უამრავი მომხმარებელი ჰყავს როგორც მოყვარულებში, ასევე პროფესიონალებში. ადამიანის მოღვაწეობის ძალიან ცოტა სფეროა დარჩენილი, სადაც ეს პროგრამა არ გამოიყენება. მას აქტიურად იყენებენ ფილმების და თამაშების შესაქმნელად, არქიტექტურაში და მშენებლობაში, მედიცინაში და ფიზიკაში, ფოტორეალისტური სურათების ან ავეჯის მოდელების შესაქმნელად.

გაკვეთილი 1. ობიექტების აგება, რედაქტირება, სივრცეში გადაადგილება: ახალი ფაილის შექმნა; სამუშაო საზომი ერთეულების დაყენება. სტანდარტული ობიექტები, აგება და რედაქტირება: ტანდარტული ობიექტების აგება: კუბიკი, სფერო, პირამიდა და სხვა; ამ ობიექტების რედაქტირება: ზომის, ფერის და სხვ.; ობიექტების სივრცეში გადაადგილება, ტრიალი და მასშტაბირება; ურთიერთ სწორება, ობიექტის საკუთარი ცენტრის (Pivot point-იგივე ბრუნვის წერტილი) ცენტრიდან სივრცეში სხვა ადგილას გადატანა; ობიექტის ცენტრის (ბრუნვის წერტილის) გადაადგილების მნიშვნელობა მასშტაბირებისას ან დატრიალებისას.

გაკვეთილი 2. ფორმები (Shapes) და მათი აგება: ხაზი, ელიფსი, მართკუთხედი, ვარსკვლავი, ტექსტი; მათი ზომების რედაქტირება, ტრიალი და სხვ; ფორმის გადაქცევა წირებად (Spline), ბადედ(Mesh), Poly; სეგმენტების(Edge), სამართავი წერტილების (Vertex) და ზედაპირის (Polygon) რედაქტირება; სამართავი წერტილის (Vertex) სახეობის შეცვლა: რკალად/მონაკვეთად ან შერეულად; ფორმების გაერთიანება, დაყოფა.

გაკვეთილი 3. ფორმის რედაქტირება: ფორმის რედაქტირება წერტილი, სეგმენტი, ფორმა; ფორმის სეგმენტებზე სამართავი წერტილების დამატება/წაშლა; ფორმაში სეგმენტების დამატება/წაშლა, სეგმენტის ფორმის შეცვლა; მთლიანი ფორმის დეფორმირება სხვა ფორმებით გაჭრა, გაერთიანება, სარკისებრი შებრუნება და სხვა.

გაკვეთილი 4. ობიექტების ურთიერთგანლაგების ინსტრუმენტები: ერთსახოვანი ობიექტისგან/ობიექტებისგან მათი განმეორების გზით ამ ობიექტთა მასივის მიღება: გადაადგილებით, ტრიალით და სხვ.; ობიექტის გამრავლება და მოცემულ წირზე (ვექტორზე) თანაბარი ინტერვალებით განლაგება; სარკისებრი არეკვლა.

გაკვეთილი 5. ფორმისთვის მოდიფიკატორების განსაზღვრა: ფორმისთვის სხვადასხვა მოდიფიკატორის განსაზღვრა: ამობურცვა, მოღუნვა, ტრიალი, ზედაპირის გადაკვრა; ორი ფორმისგან ახალი (Loft) ფორმების ამოღება; მოდიფილატორების გამოყენებით რთული მოცულობითი ფიგურების შექმნა; მოდიფიკატორების გამორთვა და ჩართვა (რაც ფორმას მნიშვნელოვნად უცვლის ვიზუალურ მხარეს).

გაკვეთილი 6. დეფორმატორები: ლოფტ(Loft)ობიექტზე სხვადასხვა დეფორმატორების გამოყენება; დეფორმატორების ფანჯარა, ინსტრუმენტები, ობიექტის დეფორმციის გზები.

გაკვეთილი 7. რთული ობიექტები აგება და რედაქტირება: რთული ობიექტების შექმნა-რედაქტირება; მათზე Boolean ოპერაციის გამოყენება: ორი ობიექტის გამთლიანება, ურთიერთჩამოჭრა; ობიექტისთვის სეგმენტების დამატება; სეგმენტების შემდგომი გამოყენება.

გაკვეთილი 8. განათება: განათების წყაროს შერჩევა, მათ შორის განსხვავებები; განათების/განათებების დაყენება სცენაში; განათების პარამეტრების დაყენება; განათებიდან სცენის ობიექტის ან ობიექტების გამორიცხვა/აღდგენა (გამორიცხულ ობიექტებს სინათლე აღარ დაეცემა); განათების წყაროსთვის გრაფიკული რუქის დაყენება (მივიღებთ პროექტორის ეფექტს მაგალითად: სახლის ნაწილზე გამოჩნდეს ოდნავი სიმუქე(ღრუბლის ჩრდილი ან ხის ფოთლების ჩრდილი).

გაკვეთილი 9. ჩრდილი: ჩრდილის ჩართვა/გამორთვა, ჩრდილის პარამეტრები: სიმუქე, სიმკვეთრე და სხვ.; ჩრდილის რუქა: კონკრეტული ობიექტის არასტანდარტული ჩრდილი (მსგავსი ღრუბლების ჩრდილისა).

გაკვეთილი 10. კამერები: კამერების დაყენება სცენაში; მათი სახეობები, განსხვავებები; ლინზის ზომის და სხვა პარამეტრების დაყენება; კამერის ჩართვა/გამორთვა; კამერის სწორება ხედის(Viewport) მიმართ.

გაკვეთილი 11. ობიექტების მონიშვნა: მონიშვნის ინსტრუმენტები; მონიშვნა სხვადასხვა საშუალებით; მონიშნულ ობიექტთა ჯგუფის შენახვა სახელით; მოსანიშნ ობიექტთა ფილტრაცია მათი ტიპიების მიხედვით.

გაკვეთილი 12. მატერიალები: ობიექტზე მატერიალების (ტექსტურების) დადება; Material Editor ფანჯრის განხილვა; მატერიალის ამორჩევა, მისთვის ზომისა და განმეორებლობის მიმართულების მიცემა; მატერიალის მიხედვით ობიექტისთვის ბარელიეფის, სიპრიალი, არეკვლის და სხვა მიცემა; მომხმარებლის მიერ დახატული ატერიალის ან ფოტორ შემოტანა და ობიექტზე გადაკვრა; დამხმარე მატერიალები (ასრულებენ ტექნიკურ ნაწილა, ვიზუალურად არ ჩანან).

გაკვეთილი 13. Loft ობიექტზე მატერიალის დადება: ლოფტ ობიეტებზე მატერიალის გადაკვრა; მატერიალის ზომისა და განმეორებადობის მართვა; ლოფტ ობიექტზე მატერიალის დატრიალება სასურველი კუთხით.

გაკვეთილი 14. ანიმაციის საფუძვლები მოკლე მიმოხილვა: ანიმაციის ძირითადი ასპექტები; დროის შკალის რედაქტირება (ანიმაციის ხანგძლივობის შეცვლა); საკვანძო კადრების დაფიქსირება Key Frames; ამ კადრების რედაქტირება: გადაადგილება, კოპირება, წაშლა და სხვ.; 2 ან მეტი ობიექტის ერთმანეთზე მიბმა/განცალკევება.

გაკვეთილი 15. რენდერი. ანიმაციის ჩაწერა ან სცენისთვის ფოტოსურათის გადაღება: რენდერის ფანჯარის განხილვა; დასარანდერებელი ხედის (Viewport) შერჩევა, ანიმაციის დასარენდებელი დროის მითითება, კადრის ზომის, ფორმატის, სარენდერო ძრავის, ფაილის შენახვის ადგილის და სხვა მითითება.

ანიმაციის ნაწილი შეისწავლება მხოლოდ საწყის დონეზე.

კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 375 ლარი.

(მოკლე კურსი 8  გაკვეთილი 200 ლარი)

ID

InDESIGN საგამომცემლო სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა,  რომელიც გამოიყენება ნებისმიერი მოცულობის წიგების დასაკაბადონებლად. ასევე, წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სავიზიტო ბარათების და სხვა სარეკლამო მასალის მაკეტის შესაქმნელად. ამ პროგრამაშივე შეგიძლიათ დაამუშაოთ ილუსტრატორში აწყობილი ვექტორული გრაფიკა ან აქვე შექმნათ წიგნის ყდის დიზაინი. 

1. შესავალი, ახალი დოკუმენტის (სამუშაო ფაილის) შექმნა.
2. სამუშაო სივრცის შესწავლა/ათვისება.
3. გვერდების დალაგება (დაკაბადონება) – პირველი ნაბიჯები.
4. ტექსტთან მუშაობის ძირითადი პრინციპები.
5. გრაფიკული ელემენტების შექმნა – შემოტანა.
6. ტექსტის და გრაფიკის ეფეკტურად შეთავსების სხვადასხვა მეთოდები .
7. ტექსტური და გრაფიკული ეფეკტების გამოყენება.
8. გამჭირვალობა, ობიექტების ერთმანეთზე გადადებით მხატვრულუ ეფეკტების მიღება.
9. ტექსტთან მუშაობის მე-2 ეტაპი (პროფესიონალურ დონეზე).
10. Import/Export (სხვა Adobe-ს პროგრამებთან ინფორმაციის გაცვლის სისტემა).
11. მიღებული ცოდნით მინი ბროშურის დამზადება.
12. საბოლოო კორექტივების შეტანა და ფაილის საბეჭდად გამზადება.

კურსის ხანგრძლივობა 10 საათი.
კურსის გადასახადი შეადგენს: 200 ლარი 

archi

ARCHICAD გამოიყენება ორ და სამგანზომილებიანი არქიტექტურულ-სამშენებლო კონსტრუქციების პროექტირებისთვის მასშტაბირებისა და პანორამირების შესაძლებლობით, ასევე შესაძლებელია ლანდშაფტის დიზანი და  ავეჯის მაკეტის კონსტრუირება. აქ შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური შენობა ნატურალური ზომით და საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ შენობის ცალკეული ელემენტის ზუსტი მათემატიკური პარამეტრები.

1. ფაილის და სამუშაო გარემოს შექმნა, სახაზავი ინსტრუმენტები გამოყენება: ახალი ფაილის შექმნა;სამუშაო გარემოს მოწყობა: ბადის უჯრედების ზომის, დახრილობის კუთხის, ხაზების ფერის, ფონის ფერის და სხვა დაყენება; სახაზავი ინსტრუმენტის (მაგ: კალმის) სისქის და ფერის განსაზღვრა; ხაზების სახეობები: მომხმარებლის მიერ ახალი ვარიანტის შექმნა/წაშლა.

2. სახაზავი ინსტრუმენტები და ხაზვა: სახაზავი ინსტრუმენტები: ხაზი, მართკუთხედი, ელიფსი, მრავალკუთხედი, სპლაინი; ამ ინსტრუმენტთა პარამეტრების შეცვლა, მათი დამატებითი ფუნქციების გამოყენება, მათი მასშტაბირება.

3. პროექტის მოცულობითი ელემენტების ასაგები ინსტრუმენტები ArchiCAD-ის ელემენტების ასაგები ინსტრუმენტები, მათი თავისებურებანი და გამოყენების სფეროები; კედლების ასაგები ინსტრუმენტი, ფანჯრის, კოლონის, კარის, კიბის სახურავის და სხვა ასაგები ინსტრუმენტები.

4. ტექსტურები: პროექტის სხვადასხვა იბიექტებისთვის მატერიალების (ტექსტურების) დადება; მომხმარებლის მიერ შექმნილი ტექსტურის ArchiCAD-ში შემოტანა და პროექტის ანათუიმ ობიექტზე დადება; ტექსტურის რედაქტირება.

5. პროექტის 3-განზომილებიან (3d) ხედში გადატანა და იქ რედაქტირება: ArchCAD-ის 3-განზომილებიანი ფანჯარა; ამ ფანჯარაში არსებული ინსტრუმენტების დანიშნულება; პროექტის რედაქტირება პირდაპირ 3-განზომილებიან ხედში; მზერის წერტილის, განათების და სხვა შეცვლა; ამ ფანჯრიდან ფოტოსურათის (ფოტორენდერის) გადაღება და შენახვა, სხვა 3-განზომილებიანი (3d’s max, AutoCAD) პროგრამებისთვის გაექსპორტება.

6. GDL ობიექტების შექმნა: GDL ობიექტის, ანუ მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ფორმის შექმნა; უკვე შექმნილი GDL ობიექტის პროექტში შემოტანა და მასშტაბირება; GDL ობიექტის სხვა 3-განზომილებიანი პროგრამისთვისშენახვა.

7. სხვა ინსტრუმენტები: იატაკის, დაშტრიხვის, ტერასის ასაგები ინსტრუმენტები;ფართობის გამოთვლის ინსტრუმენტი;ინტერიერში საყოფაცხოვრებო ნივთების ჩასასმელი ინსტრუმენტი, განათების (ნათურა, ჭაღი….), ავეჯის და ა.შ.;ნახაზში ფოტოს შემოტანა.

8. სართულები: პროექტში სართულების დამაება; სართულთა შორის ობიექტების გადატანა-დაკოპირება; სართულის წაშლა.

9. ობიექტთა სამანიპულაციო საშუალებები: ობიექტების გადაადგილება, აწევა, დატრიალება, სარკისებრი არეკვლა, გამრავლება.

10. გადახურვა: სახურავის სახეობის შერჩევა; რთული და მარტივი გადახურვები.

11. ზომები: ნახაზზე ზომების დატანა; ზომების გამოსახვის ფორმატების შეცვლა; ზომის ერთეულის შერჩევა.

12. დაბეჭდვა: პროექტის საბეჭდად მომზადება (Layout)-ზე დასმა; პლოტერი ან პრინტერის ამორჩევა; PDF ან PostScript ფორმატში შენახვა ან დაბეჭდვა.

კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვ. 
ღირებულება: 250 ლარი

autocadi

AUTOCAD არის  ავტომატური ორ და სამგანზომილებიანი ელექტრონული დაპროექტების სისტემა, რომელიც გამოიყენება  არქიტექტურული პროექტებისა და ორგანზომილებიანი ნახაზების შესაქმნელად, პროგრამა საშუალებას იძლევა შეიქმნას პროექტის სრული ელექტრონული დოკუმენტაცია. აქტიურად იყენებენ მანქანათმშენებლობაშიც.

1. პროგრამის ინტერფეისი
2. სამუშაო დაფის ფერის შეცვლა, ერთეულის შერჩევა
3. საკუთარი შაბლონის შექმნა
4. დამატებითი ბრაძანებების ჩასმა ძირითად მენიუში More Commands
5. ბადე და მისი ზომების რეგულირება
6. მიბმები – Object Snap და მისი თვისებები
7. ინსტრუმენტების დეტალური განხილვა Line, Polyline,Rectangle, Move, Mirror, Copy, Scale, Offset და ა.შ
8. ხაზის ფერები, სტილები, სისქეები
9. დაშტრიხვა – Hatch
10. Array – სიმეტრიული გადამრავლება
11. ფენები – Layers
2. ტექსტის სტილების შექმნა – Text Style
13. ზომის სტილების შექმნა – Dimension Style
14. Leaders და მისი სტილების შექმნა
15. Tables -ცხრილები და მისი სტილების შექმნა
16. ჩარჩოსა და შტამპის შექმნა
17. გეომეტრიული დეტალის ხაზვა
18. მრავალსართულიანი შენობის გეგმის დახაზვა
19. სამზარეულოს კარადის დახაზვა
20. ფასადის დახაზვა
21. Block – ბლოკები
22. Tool Palites და მასში არსებული ბლოკების გამოყენება
23. Designcenter და მისი საშუალებით ბლოკების, ტექსტისა და ზომის სტილების შემოტანა გარედან
24. Layout და მასზე ნახაზის განლაგება მასშტაბით
25. Model განყოფილებაში ნახაზის გამზადება ამოსაბეჭდად
26. დინამიური ბლოკები
27. Define Attributes ატრიბუტები და მათი გამოყენება ბლოკებში
28. ანოტაციური ობიექტები და მასშტაბები
29. 3დ ინსტრუმენტების სრული განხილვა
30. 3დ ინსტრუმენტებით რთული ობიექტების შექმნა
31. მრავალსართულიანი შენობის ამოწევა მოცულობაში
32. 3დ ჭრილები
33. ახალი ხედების შექმნა – Camera
34. ტექსტურის დადება ობიექტებზე
35. განათების შემოტანა
36. რენდერი
37. Mesh, Surface

კურსის ხანგრძლივობა 10 გაკვ.
კურსის ღირებულება 250 ლარი

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959