Skip to main content Skip to search

დამფუძნებელი

Picture111 წლის წინ, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სივრცეში დამეწყო საქმიანობა, არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად მიღწევადი იქნებოდა ჩემი მიზანი, ხელი შემეწყო სწავლასმოწყურებული ადამიანებისთვის, მიეღოთ ცოდნა პროფესიონალი პედაგოგებისგან, გამხდარიყვნენ კონურენტუნარიანები შრომის ბაზარზე და დაემკვიდრებინათ ღირსეული ადგილი სასურველ სფეროში მომუშავე ადამიანებს შორის.

ამასთანავე, განსაუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვყოფილიყავი მსგავსი პროფილის ორგანზაციებისთვის არა კონკურენტი, არამედ სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორი.

ახლა, წლების შემდეგ, ვაფასებ რა ჩემი გუნდის შრომის შედეგს, შემიძლია ვიყო თავდაჯერებული და ამაყი. ჩვენ წლებმა შეგვძინა გამოცდილება. ჩვენ დრომ გამოგვცადა.

დღეს ჩვენი საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრი გთავაზობთ სასწავლო კურსების ფართო არჩევანს. მაღალკვალიფიციური პედაგოგიური გუნდი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საავტორო და აპრობირებული სასწავლო პროგრამები, სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები, ხელმისაწვდომი ფასები, თქვენი და ჩვენი წარმატების გარანტიაა.

ჩვენი უმთავრესი მიღწევა ჩვენი კურსდამთავრებულების ცოდნის მაღალი დონე და პრაქტიკული უნარ-ჩვევებია. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ კეთილგანწყობილი გარემო და ხარისხიანი სწავლის პირობები. ჩვენს პედაგოგებს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება აქვთ. ისინი არიან თავისი საქმით გატაცებული ადამიანები, რომლებიც მოწადინებით უზიარებენ თვის ცოდნასა და ფასდაუდებელ გამოცდილებას ჩვენს მსმენელებს. ჩვენი მსმენელები კი იღებენ თეორიულ ცოდნას და საკუთარი შრომისმოყვარების ხარჯზე ხდებიან პროფესიონალები.

მადლობა ჩემს გუნდს, თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის; ჩვენს სტუდენტებს – ჩვენი არჩევისთვის და შრომისმოყვარეობისთვის; ჩემს კონკურენტებს – მოტივაციისა და ბრძოლისუნარიანობის გაზრდისთვის; პარტნიორებს – თანადგომისა და საქმიანი რჩევებისთვის.

ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა! ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის!

გახდით ჩვენი პარტნიორები, გაიზიარეთ ჩვენი ცოდნა!

 

საუკეთესო სურვილებით,

ზაირა სანაია, დამფუძნებელი და დირექტორი

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959