Skip to main content Skip to search

უცხო ენები

რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა?

enebi

უცხო ენის ცოდნა პროფესიული წარმატების მიღწევაში გეხმარება, გიადვილებს საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას, საშუალებას გაძლევს იგრძნო თავი “შენიანად” უცხოენოვან გარემოში, ხელმისაწვდომი ხდება უახლესი ინფორმაცია თქვენთვის საიტერესო სფეროში, ახალი ენის სწავლით, სწავლობ სამყაროს აღქმას ახალი ხედვით და ეს ყველაფერი არ არის. ახალი ენის შესწავლისას იზრდება თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ვითარდება აზროვნება, ვარჯიშდება გონება, უმჯობესდება რეაქცია.

უცხო სიტყვების ასათვისებლად გიწევს მშობლიური ენის სიღრმეებს ჩაწვდე, შედეგად, საკუთარ ენასაც მეტად აფასებ და  უცხოს პატივისცემასაც სწავლობ.  ხვდები, რამდენად გიმარტივებს  საკუთარი ენის კარგად ცოდნა ახალი ენის შესწავლას. ახალ ენას მოაქვს ემოციების მრავალფეროვნება, თავდაჯერებულობა, თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობები.

რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა “აიელსიში”?

ამ სფეროში 15-წლიანი გამოცდილების შედეგად ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს

♦ განათლების მქონე, მაგრამ გამოუცდელი მასწავლებლი
♦ არადიპლომირებული ენის მცოდნე მოყვარული მასწავლებელი
♦ დიპლომირებული და გამოცდილი, მაგრამ არაორგანიზებული მასწავლებელი
♦ უბრალოდ ძალიან კარგი მასწავლებელი

ჩვენ ვუფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას, ვიცით, როგორ შევარჩიოთ საჭირო კადრი, ჩვენი მიზანია გაგიმარტივოთ კარგი მასწავლებლის მოძებნის რთული პროცესი.

სწორედ ამიტომ, ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული და სერტიფიცირებული მასწავლებლები.

სწორედ ამიტომ, ჩვენთან მოსწავლეს უმეტესად საშუალება აქვს აირჩიოს მასწავლებელი, ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, გაგვიზიაროს სურვილები და მოლოდინი.

britain
Russian
Turkey
GERM0001
Italy
Spain
France
United Arab Emirates
Georgia

ჰოდა, ჯერი შენზეა!

აირჩიე სასურველი ენა და გვეწვიე.
ჩვენთან ენას ასწავლიან პროფესიონალი გამოცდილი <<< მასწავლებლები >>>

სწორედ ამიტომ, ჩვენთან ენის სწავლა აზარტული, სახალისო და, რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულია.