Skip to main content Skip to search

ერთწლიანი კურსები

გამოიყენე დრო ახალი პროფესიის დასაუფლებლად! 

განსაზღვრე შენი ინტერესების სფერო და მოგვმართე. სასწავლო ცენტრი აიელსი გთავაზობთ ერთწლიან კურსებს:

  • ბუღალტრის მოსამზადებელი 1-წლიანი თეორიული და ორაქტიკული კურსი
  • კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი 1-წლიანი/6-თვიანი კურსი
  • საოფისე საქმისწარმოების 1-წლიანი პრაქტიკული ტრენინგ-კურსი

ბუღალტრის მოსამზადებელი 1-წლიანი პრაქტიკული და თეორიული კურსი

ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად ვიწვევთ ყველას:

  • ვისაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ბუღალტერიასთან
  • მათ, ვინც გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა
  • მოქმედ ბუღალტრებს, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება
  • ეკონომისტებს, მომავალ ფინანსურ მენეჯერებს
  • შესაბამისი სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირებს

კურსის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების შესწავლის საფუძველზე სტუდენტს მისცეს კვალიფიციური ბუღალტრისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

კურსის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
ღირებულება: 1430 ლარი
(ანგარიშსწორება ეტაპობრივად).

ბუღალტერია ისწავლება ნულიდან და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს)
  • ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს)
  • საგადასახადო კოდექსი
  • დეკლარაციების შევსების ტექნიკა
  • ორისი/სუპერფინი
  • გაძლიერებული ექსელი

ამ კურსის ფარგლებში სტუდენტი:

ისწავლის ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ბასს, ფასს) მოთხოვნათა შესაბამისაად.

გაკვეთილებზე თეორიული მასალის ათვისება ხდება მრაფალფეროვანი პრაქტიკული მაგალითებით. სასწავლო პრაქტიკის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის გამყარებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში;

საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო კოდექსს

კარგად გაერკვევა კოდექსის ცალკეული მუხლის ყველა ნიუანსში. პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოს ყველა მუხლის მოქმედების არეალს, საგადასახადო საკითხებში მიიღებს კვალიფიციურ ცოდნას კვალიფიციურ სპეციალისტისგან, მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას 2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, შეიძენენს თეორიულ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევს. ჩვენი მიზანია თემით გათვალისწინებული საკითხების მსმენელისათვის სრულყოფილად და ამომწურავად მიწოდება; პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში;

საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკას:

საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, აქციზი, მოგების გადასახადის დეკლარაცია, ქონების გადასახადის დეკლარაცია, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), განაცემთა შესახებ ინფორმაცია, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება;ისწავლის საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვას ორის-ის პროგრამაში: ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ ბუღალტრისთვის აუცილებელ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე;

ისწავლის მონაცემთა ბაზის შექმნას და დამუშავებას ექსელში.

გაეცნობით მათემატიკურ, სტატისტიკურ, ფინანსურ, ძებნის, დახარისხების, გაფილტვრის და მონაცემთა დამუშავების სხვა ფუნქციებს; ისწავლით შემაჯამებელი ცხრილების მართვას, ჰიპერკავშირებს და სხვა;

აქტიურად ჩაერთვება სასწავლო პროცესში

პრაქტიკული თრენინგ კურსი ინტერაქტიული ფორმატისაა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხდება თქვენთვის ყველა გაუგებარი საკითხის დეტალური განხილვა, ამოცანებისა და სავარჯიშოების დახმარებით მასალის ათვისების შემოწმება.

გადაეცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი

სწავლის განმავლობაში ტარდება შუალედური ტესტირებები. კურსის ბოლოს კი შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე გაიცემა ევროპული სტანდარტის სერტიფიკატი.

კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი  6-თვიანი/1-წლიანი პრაქტიკული ტრენინგ-კურსი

კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე ოფისის თანამშრომელს გაუჭირდება სრულყოფილად და პროფესიონალურად გაუმკლავდეს დაკისრებულ ვალდებულებებს. აიელსი გთავაზობთ 6-თვიან და 1-წლიან კომპიუტერულ კურსებს. კურსები მოიცავს როგორც საოფისე პროგრამებს, ასევე სადიზაინერო და ვებ-დიზაინის მიმართულებებს

თავად შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი სასწავლო პროგრამა იმის მიხედვით, თუ რა სფეროში აპირებთ მოსინჯოთ ძალები:  საგამომცემლო საქმე, ვებ-დიზანი და ვებ-გვერდის ადმინისტრირება, ადმინისტრაციული ასასიტენტი.

saofise

grafica

it

web

კურსის ხანგრძლივობა: 1 სასწავლო წელი
კურსის ღირებულება: 1510 ლარი (გადახდა ეტაპობრივად

  • საოფისე პროგრამები (გაძლიერებული, 25 სთ)
  • ქორელი (8 სთ)
  • ფოტოშოპი (8 სთ)
  • 3დე მაქსი (8 სთ)
  • HTML, CSS (12 სთ)
  • PHP – MySQL, JavaScript – jQuery (24 სთ)
  • IT-ინჟინერია (8 სთ)

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ იქნებით საოფისე და გრაფიკული პროგრამების თავდაჯერებული მომხმარებელი. თქვენ შეძლებთ:

  • ტექსტებთან მუშაობას (წერილები, ბრძანებები, სარეკლამო ტექსტები, მხატვრული პროზა, პოეზია), მათ მხატვრულ გაფორმებას და ეფექტურ ორგანიზებას;
  • მრავალეროვანი გრაფიკების აგებას ვიზუალური ეფექტების გამოყენებით;
  • ნებისმიერი სირთულისდოკუმენტის დიზაინს (რეზიუმე, ინვოისი, ანკეტა, ზედნადები, დროის განაწილების ცხრილები, საანგარიშგებო ფორმები და სხვა);
  • კონკრეტულ საქმიანობაზე მორგებული მონაცემთა ბაზების შექმნას (თანამშრომელთა პირადი მონაცემები, გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალი ფასების, ვადების და რაოდენობის ავტომატური დათვლით და სხვა) და მონაცემების მართვასთან, მოძიებასთან, ავტომატურ გამოთვლებთან დაკავშირებული საკითხების მარტივი ხერხით გადაჭრას;
  • ილუსტრირებული და ეფექტური “პრეზენტაციების” მომზადებას ხმოვანი ეფექტებით;
  • ლოგოების, სავიზიტო ბარათების, ფლაერების, სარეკლამო მასალების დიზაინს;
  • აქციების, გასაყიდი პროდუქციის სარეკლამო იმიჯების შექმნას შესაბამისი ტექსტით და მათ განთავსებას ფეისბუქის გვერდზე;
  • 3-დე მოდელირებას;
  • ვებ-გვერდს აწყობას და მართვას;
  • კომპიუტერის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლებემის აღმოფხვრას (დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოჩენა, windows-ის გადაყენება, პროგრამების ინსტალაცია და ა.შ.)
  • კურსის ბოლოს გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი

საოფისე საქმისწარმოების 1-წლიანი პრაქტიკული ტრენინგ-კურსი

მომავალი ოფისმენეჯერებისთვის, ფეისბუქ-გვერდის რედაქტორებისთვის, PR და HR სამსახურების თანამშრომლებისთვის

administration

სასწავლო კურსი ორიენტირებულია მოამზადოს კვალიფიციური თანამშრომელი აღჭურვილი შესაბამისი ცოდნითა და ეფექტური საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით. ვიწვევთ მომავალ

  • ოფისმენეჯერებს
  • ადმინისრაციულ ასისტენტებს
  • ფეისბუქ-გვერდის რედაქტორებს
  • ასევე პიარისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებს
  • ნებისმიერ მსურველს, დასაქმებულებს და სამსახურის მაძიებლებს, რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია საქმისწარმოების სფეროში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ შეიძენთ ყველა საჭირო ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ კონკურენტუნარიანი კადრი შრომით ბაზარზე, რაც წარმატებული დასაქმებისა და სასურველი სამუშაოს პოვნის გარანტიაა.

კურსი შედგება სამი მოდულისგან:

მოდულიკომპიუტერი თანამედროვე ოფისში

  • საოფისე პროგრამები;
  • გრაფიკული პროგრამები (ფოტოშოპი, ქორელი);
  • ვებ-დიზაინი (HTML-ის გამოყენება)

II მოდულიოფისმენეჯერი თანამედროვე ოფისში

  • ოფისის მენეჯმენტის არსი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა.

III მოდულიუცხო ენა (არჩევით)

რუსული, ინგლისური, იტალიური, თურქული, გერმანული, ესპანური.

*დამატებით ფასად შესაძლებელია აირჩიოთ ქართული მართლწერა. ასევე ჩაანაცვლოთ კომპიუტერული პროგრამები სურვილისამებრ

კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე
ღირებულება: 1680 ლარი (გადახდა ეტაპობრივად)

პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში ისწავლით კომპიუტერული პროგრამების ეფექტურ გამოყენებს

  • გაეცნობით და შეძლებთ თავად შექმნათ შიდა მოხმარებისა და საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო დოკუმენტაციის და საილუსტრაციო მასალის ექსკლუზიური დიზაინი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით (კომპანიის საიმიჯო ბლანკი, ინვოისი, სამივლინებო და ანგარიშგების ფორმები, ბრძანება, მისალოცი ბარათი, საპრეზენტაციო მასალები, აქციებისა და დაგეგმილი პროექტების ეფექტური ვიზუალიზაცია და ა. შ.)
  • შექმნით ეფექტურ ილუსტრაციებს ფასდაკლებების, აქციების, ახალი პროექტების შესახებ, დაამუშავებთ ფოტოების გრაფიკულ პროგრამებში (ქორელი, ფოტოშოპი) და განათავსებთ ფეისბუქ-გვერდზე
  • მოამზადებთ ეფექტურ პრეზენტაციებს პოვერპოინტში
  • გაამდიდრებთ საპუბლიკაციო მასალებს გრაფიკებითა და სხვა თვალსაჩინოებით
  • შექმნით ადვილად მოხმარებად ფუნქციონალურ ბაზებს ექსელში
  • ისწავლით მეილების დაჯგუფებას სამიზნე ჯგუფების მიხედვით აუთლუქში, ისწავლით ელექტრონულ კალენდრის გამოყენებას დღის დასაგეგმად
  • შეძლებთ ვებ-გვერდის, ფეისბუქ-გვერდის რედაქტირებას და მართვას

ამ პრაქტიკული უნარჩვევების გარდა მიიღებთ თეორიულ ცოდნას

  • გაეცნობით ადმინისტრაციული ასისტენტის, ოფის-მენეჯერის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებს.
  • ისწავლით მოლაპარაკების მენეჯმენტს
  • დაეუფლებით სატელეფონო საუბრის ეტიკეტს
  • გაეცნობით ბიზნეს კომუნიკაციის ფორმებსა და საშუალებებს (შეხვედრების ორგანიზება, კომუნიკაციის ეტაპები, კონფლიქტების მართვა)
  • შეძლებთ სამუშაოს ეფექტური დაგეგმვას და შესრულებაზე კონტროლს
  • შეისწავლით დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზების წესებს და საშუალებებს
  • ისწავლით საკადრო დოკუმენტების წარმოებას – თანამშრომელთა პირად საქმეებთან, ხელშეკრულებებთან მუშაობას (HR მენეჯმენტი)

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959