ნებისმიერი დონის და ასაკის მსურველებს “აიელსი” გთავაზობთ
ჩარიცხვის წესი და გადახდის პირობები:
ტესტირებისა და მასწავლებელთან გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში (3-5 მოსწავლე) ან სურვილისამებრ, იმეცადინებთ წყვილში (2 მოსწავლე) ან ინდივიდუალურად.
ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული/სერტიფიცირებული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ და სტაჟირება გავლილი აქვთ საქართველოსა და უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში, ასევე, აქვთ სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებთან პედაგოგიური მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
“აიელსი” გთავაზობთ ესპანური ენის კურსებს ნებისმიერი დონისა და ასაკის მსურველთათვის.
კურსი დაფუძნებულია ეფექტური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. გაიმდიდრებთ საჭირო სიტყვათა მარაგს, დაეუფლებით გრამატიკას, და რაც მთავარია, დროის მოკლე მონაკვეთში ისწავლით საუბარს.
გთავაზობთ ენის სწავლას მაღალპროფესიულ დონეზე.
მასწავლებლებად მოწვეული არიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ესპანური ენის სპეციალისტები. სწავლა მიმდინარეობს დონეების მიხედვით:
1. საწყისი დონე: Nivel inicial. მოიცავს ორ საფეხურს – A1, A2. დაწყებითი დონის გავლის შემდეგ შეძლებთ კომუნიკაციას ელემენტარულ დონეზე. ისწავლით ყოველდღიურად გამოყენებად ფრაზებსა და ლექსიკას. წაიკითხავთ მარტივი დონის მოთხრობებს. დაეუფლებით გრამატიკის საფუძვლებს.
2. საშუალო დონე: Nivel intermedio. მოიცავს ორ საფეხურს -B1, B2. მეორე დონის გავლის შემდეგ გაიზრდება თქვენი ლექსკური მარაგი თემატიკის მიხედვით, გაგიადვილდებათ მოსმენილის აღქმა-გააზრება, შეძლებთ საგაზეთო ტექსტების წაკითხვა-გაგებას, აუდიო და ვიდეო ინფორმაციის აღქმას. შეისწავლით გრამატიკის ძირითად ნაწილს.
3. პროფესიონალური დონე: Nivel superior. მოიცავს ორ საფეხურს – C1,C2. მესამე დონის გავლის შემდეგ განიმტკიცებთ ცოდნას, როგორც ესპანური ენის გრამატიკაში, ასევე ლექსიკაში. შეძლებთ თავისუფლად და გამართულ საუბარს ნებისმიერ თემაზე.
მათ ვინც, გეგმავს ესპანურენოვან ქვეყნებში ხანმოკლე ვიზიტს მუშაობის ან ტურისტული მიზნით, გთავაზობთ ჩვენი მასწავლებლების მიერ შემუშავებული სპეციალურ (2-3 თვიან) კურსს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად აითვისოთ მარტივი საკომუნიკაციო ენა და დაძლიოთ ენის არცოდნასთან დაკავშირებული უხერხულობა.
თუ თქვენ გაქვთ ბიზნესურთიერთობები იტალიურ საქმიან წრეებთან, ფლობთ სასუბრო იტალიურ ენას და გსურთ თქვენი კომუნიკაცია გახადოთ უფრო გასაგები პროფესიული წრეებისთვის, გაიმარტივოთ თემტური ტექსტის აღქმა-გაგება, ან გსურთ იმუშაოთ იურისპრუდენციის სფეროში ან სანოტარო კომპანიებთან თარჯიმნად, გვეწვიეთ. ჩვენი მასწავლებლები შეგირჩევენ თქვენს მოთხვნებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.
DELE აუცილებელია ესპანეთის და ესპანურენოვანი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბსაბარებლად, ასევე წარმატებული კარიერისათვის პრესტიჟულ საგანმანათლებლო თუ ბიზნეს ორგანიზაციებში მუშაობის დასაწყებად.
ესპანური ენის სათანადო დონეზე დაუფლების შემდეგ შეგიძლიათ მოემზადოთ საერთაშორისო გამოცდისტვის DELE დიპლომის ასაღებად. გამოცდების ჩასაბარებლად ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული. ასევე, გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან. დონეს ირჩევთ თავად – წინა დაბალი დონეების გამოცდების ჩაბარება არ არის აუცილებელი.
გამოცდა მოიცავს 5 ნაწილს. DELE–გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა კანდიდატმა წარმატებით დაძლიოს თითოეული ნაწილი:
მოემზადე და ჩააბარე გამოცდა პირველივე გასვლაზე. გაიარო ჩვენი კურსი ნიშნავს: ხუთივე ნაწილში დაიმსახურო “Apto” – „ჩაბარებულია“ და გახდე DELE დიპლომის მფლობელი. დიპლომი უვადოა და მისი ჩაბარება განმეორებით საჭირო არ არის. (გამონაკლისის გარდა, თუ დამქირავებელს თავად აქვს პრეტენზია დიპლომის ხანდაზმულობის ვადაზე).
საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა.
სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.
ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის – ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.
წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას.
დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ ესპანური ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.
ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.