გთავაზობთ ტრენინგ-კურსებს
ვებ-დიზაინსა და პროგრამირებაში:
ვებდიზაინი HTML, CSS-ის გამოყენებით
ვებ-პროგრამირება: JavaScript – iQuery
ვებ-პროგრამირება: PHP- MySQL
ინფორმაციის უსაზღვრო ინტერნეტ-სივრცეში პოზიციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის თუ საქმიანი ადამიანისთვის. თუ გინდა დროულად მიაწვდინო ხმა მომხმარებლებს, შესთავაზო მათ საკუთარი პროდუქცია, თავად მოიძო საჭირო კომპანია თუ კერძო პირი, მოიძიო და გაუზაირო ადამიანებს საკუთარი იდეები, იყო კომერციულად წარმატებული და ცნობადი, აუცილებელია გქონდეს საკუთარი ვებ-გვერდი. ვებ-გვერდის შექმნა და მართვა არც ისე მარტივი პროცესია, თუმცა სურვილის შემთხვევაში ყველაფერი დაძლევადია. ყოველ შემთხვევაში, ძალების მოსინჯვად ღირს. გვეწვიე, ჩვენ გასწავლით საფუძვლებს და კიდევ უფრო მეტს!
!!! სწავლება დაფუძნებულია სრულ პრაქტიკაზე და სწავლების პროცესში შეიქმნება რამდენიმე პროექტი და აიწყობა რამოდენიმე რეალური ვებ-გვერდი, როგორც სტატიკური, ასევე მართვადი-დინამიური.
HTML, CSS, BOOSTRAP – ეს არის ინფორმაციის ვებსივრცეში განთავსების ენა. ჩვეულებრივ ტექსტურ რედაქტორში აკრეფილი ტექსტი არ განთავსდება ვებსივრცეში თუკი მისი ტრანსლირება არ მოხდება ინტერნეტ-ქსელისთვის გასაგებ ენაზე. ინფორმაციის დაკაბადონება ინტერნეტისთვის ხდება HTML ენაზე. ხოლო CSS ამ ინფორმაციის გაფორმებისა და სტილიზების საშუალებაა, ხოლო BOOSTRAP -აადვილებს ვებ- გვერდების შემუშავებას და ხელს უწყობს ადაპტირებული (responsive) ვებ-გვერდების შექმნას სხვადასხვა მოწყობილობებისათვის.
კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი
JavaScript-jQuery შეიძლება ითქვას ვებ-გვერდების გაცოცხლებას ემსახურება. jQuery ერთმანეთთან აკავშირებს JavaScript-სა და HTML კოდებს, სწორედ ამიტომ ამ კურსის გასავლელად აუცილებელია HTML, CSS ტექნოლოგიის სრულყოფილი ცოდნა.
კურსის ხანგრძლივობა: (18 საათი, 1,5 თვე)
კურსის ღირებულება: 380 ლარი (ერთი თვე 200 ლარი)
PHP-MySQL შედარებით რთული და მრავალფუნქციური ვებ-გვერდების შესაქმნელად იყენებენ . MySQL მონაცემთა ბაზების პროექტირების და მართვის საშუალებას იძლევა. კურსის გავლის წინაპირობა ამ შემთხვევაშიც HTML, CSS ტექნოლოგიის სრულყოფილი ცოდნაა.
კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი, 2 თვე.
კურსის ღირებულება: 500 ლარი (ინდივიდუალური).