Skip to main content Skip to search

თარჯიმანთა ბიურო

translate
სასწავლო ცენტრთან არსებული თარჯიმანთა ბიურო გთავაზობთ სხვადასხვა სირთულის ტექსტის წერილობით თარგმნას უცხო ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით, ქართულიდან უცხო ენაზე.  ჩვენი პრიორიტეტებია:
  • მაღალკვალიფიციური მომსახურება
  • კონფიდენციალობა
  • შეთანხმებული ვადების მკაცრი დაცვა

ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიას იძლევა:

დიპლომირებული თარჯიმანი: თარგმანზე მუშაობენ ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დიპლომის/სერტიფიკატის მქონე გამოვდილი სპეციალისტები. მათი კვალიფიკაციის დონე მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა.

მასალის წინასწარი ანალიზი: წინასწარ ზუსტდება ტერმინოლოგიის, შემოკლებებისა და პირადი მონაცემების მართლწერა და სისწორე (ქართული გვარ-სახელები ხშირად სხვადასხვა დოკუმენტში სხვადასხვაგვარად არის ტრანსლირებული)

თარგმანის ფორმატირება: თქვენ საშუალება გაქვთ მოითხოვოთ დოკუმენტის თარგმნა ორიგინალი დოკუმენტის ზუსტი ფორმატირებით (ზოგჯერ აუცილებელია დოკუმენტში ტექსტისა და გამოსახულების ზუსტი განლაგების დაცვა).

დაკვეთის წინასწარი შეთანხმება: ტექსტის ნოტარიულ დამოწმებამდე საშუალება გექნებათ თავად გაეცნოთ მას, წარმოადგინოთ შენიშვნები და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ მოხდება დამოწმება.

ღირებულების კალკულაცია: თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ დაკვეთის ღირებულება ფაქტიური მასალის მოცულობისა და მოცემული ფასების მიხედვით.

ოპერატიულობა და პუნქტუალურობა: მუდმივი ხელმისაწვდომობა სასუალებას იძლევა დამკვეთთან შეთანხმებით დადგინდეს და მკაცრად გაკონტროლდეს დაკვეთის შესრულების ვადა და პირობები.

თქვენი კომფორტისა და დროის დაზოგვის მიზნით გთავაზობთ ონლაინ მომსახურებას:

გამოგვიგზავნეთ სათარგმნი მასალა ნებისმირი ფორმით (ფოტო, ვორდის, ექსელის, პდფ ფაილის ან სხვა თქვენთვის სასურველ ფორმატში). მასალასთან გაცნობის შემდეგ დროულად შეგითანხმებთ დაკვეთის შესრულების დროს და ღირებულებას. თქვენი თანხმობის შემდეგ შეთანხმებულ ვადაში მოგეწოდებათ შესრულებული სამუშაო.

ჩვენს გთავაზობთ მომსახურების ორ ტიპს: სანოტარო დამოწმებით და კომპანიის დასტურით.

Notary-1

დოკუმენტის ასლს  ერთვის თარგმანი, იკინძება და მოწმდება სატონატო ბიუროსან ორგანიზაციის ბეჭდით.

ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი იურიდიულად დოკუმენტის დედნის ტოლფასია. ნოტარიუსი ამოწმებს, რომ თარგმანი შესრულებულია დიპლომირებული სპეციალისტის მიერ. სანოტარო დამოწმება არის ცალკე მომსახურება, რომლის საფასური აისახება დაკვეთის  ღირებულებაზე (სანოტარო დამოწმებას შემოგთავაზებთ უახლოს მომავალში)

თუ სანოტარო დამოწმების საჭიროება არ არის, თარგმანი მოწმდება ჩვენი კომპანიის ბეჭდით იმის დასტურად, რომ სამუშაო შესრულებულია ჩვენი ორგანიზაციის მიერ.

თარგმანის ღირებულება:

  • 1 სათარგმნი გვერდის ღირებულება სტანდარტული ფორმატირებით: 12-25 ლარი.
  • 1 სათარგმნი გვერდი ნიშნავს: 1800 სიმბოლო სიტყვათაშორისი სივრცის ჩათვლით (დათვლა ხდება სათარგმნი ტექსტის მიხედვით, თუ ფორმატის გამო ამის დადგენა ვერ ხერხდება, შესრულებული თარგმანის მიხედვით). ვორდში სიმბოლოების რაოდენობის დასათვლელად მენიუში მოძებნეთ: review, ქვემენიუში: word count => characters with spaces.