Skip to main content Skip to search

თურქული ენა

ნებისმიერი დონის და ასაკის მსურველებს “აიელსი” გთავაზობთ

თურქული ენის შემსწავლელი კურსების საუკეთესო არჩევანს: 

  • ზოგადი თურქული ენის კურსი დონეების მიხედვით
  • მოკლევადიანი კურსი სამუშაოდ წამსვლელთათვის
  • ბიზნეს-თურქული (პროფესიული მიმართულებები)
  • თურქული ენა გიდებისთვის
  • თურქული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის
  • ქართული ენა თურქულენოვანებისთვის
  • გაცვლითი პროგრამა თურქეთში ენის კურსებზე
  • თურქული ენა ON-LINE
  • განსაკუთრებული შეთავაზება კორპორატიულ კლიენტებს

ჩარიცხვის წესი და გადახდის პირობები:

ტესტირებისა და მასწავლებელთან გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში (3-5 მოსწავლე) ან სურვილისამებრ, იმეცადინებთ  წყვილში (2 მოსწავლე) ან ინდივიდუალურად.

  • მე-2 გაკვეთილზე გაფორმდება სასწავლო ხელშეკრულება
  • მე-3 გაკვეთილზე  სრულად იფარება მიმდინარე თვის გადასახადი
  • კურსის დასრულებისას ტარდება ტესტირება და გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი.

ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული/სერტიფიცირებული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ და სტაჟირება გავლილი აქვთ საქართველოსა და უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში, ასევე,  აქვთ სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებთან პედაგოგიური მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.

Turkey

თურქული ენის ზოგადი კურსი ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის

ILC სასწავლო ცენტრში თურქულ ენას ეუფლებიან ნებისმიერი დონისა და ასაკის მსურველები. მასწავლებლად მოწვეულია პროფესიონალი პედაგოგი.

თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ბიზნესპატნიორია და ტურიტული მიმართულებითაც აქტიურობით გამოირჩევა. შესაბამისად, თურქული ენის ცოდნა ხშირად ჩაგაყენებთ უპირატეს მდგომარეობაში.

სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და მეთოდების გამოყენებით.

სასწავლო პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოთ დამოუკიდებლად საუბარი.

სწავლა წარმოებს დონეების მიხედვით (6 დონე: A1, A2, B1, B2, C1, C2):

A1- A2 დონე: შეისწავლება წერა-კითხვა, გრამატიკის საფუძვლები, სიტყვების სწორად გამოთქმა, მარტივი წინადადებების აგება და მარტივი საკომუნიკაციო ენა.

B1- B2 დონე: შეისწავლება გრამატიკის სრული კურსი, დამოუკიდებლად საუბარი ნებისმიერ სიტუაციაში, ზოგადი სამეცნიერო თემატიკა, პრესისა და მედიის აღქმა-გაანალიზება და თარგმანი, ენისთვის დამახასიათებელი დიალექტების დახვეწა.

C1- C2 დონე: შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე თურქულ ენაზე საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დახვეწა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა.

  • გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8).  ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ. ON-LINE რეგისტრაცია >>>
Turkey

 თურქული ენის მოკლევადიანი კურსი სამუშაოდ წამსვლელთათვის

მათ ვინც, გეგმავს თურქეთში ხანმოკლე ვიზიტს მუშაობის ან ტურისტული მიზნით, გთავაზობთ ჩვენი მასწავლებლების მიერ შემუშავებული სპეციალურ (2-3 თვიან) კურსს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად აითვისოთ მარტივი საკომუნიკაციო ენა და დაძლიოთ ენის არცოდნასთან დაკავშირებული უხერხულობა.

ნაკლები საშინაო დავალებები და მეტი ზეპირი კომუნიკაცია!

Turkey

 ბიზნეს–თურქული (პროფესიული მიმართულებები)

თუ თქვენ მოღვაწეობთ სამედიცინო სფეროში ან გაქვთ ბიზნესურთიერთობები თუქულ საქმიან წრეებთან, ფლობთ სასუბრო თურქულ ენას და გსურთ თქვენი კომუნიკაცია გახადოთ უფრო გასაგები პროფესიული წრეებისთვის, გაიმარტივოთ თემტური ტექსტის აღქმა-გაგება, ან გსურთ იმუშაოთ იურისპრუდენციის სფეროში ან სანოტარო კომპანიებთან თარჯიმნად, გვეწვიეთ. ჩვენი მასწავლებლები შემოგთავაზებენ თქვენს მოთხვნებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

Turkey

თურქული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის

ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა – პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ თურქულ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას,  როლურ თამაშებს.

შენიშვნა: აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ B1-ის დონეზე.

Turkey

ქართული ენის  კურსი თურქულენოვანებისთვის

საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა. 

სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.

ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის –  ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.

წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას.

დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.

  • გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8).  ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ. ON-LINE რეგისტრაცია >>>
Turkey

კორპორატიულ ჯგუფებს

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ თურქული ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.

ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

 

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959