ნებისმიერი დონის და ასაკის მსურველებს “აიელსი” გთავაზობთ
ჩარიცხვის წესი და გადახდის პირობები:
ტესტირების >>> და მასწავლებელთან გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში (3-5 მოსწავლე) ან სურვილისამებრ, იმეცადინებთ წყვილში (2 მოსწავლე) ან ინდივიდუალურად.
ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული/სერტიფიცირებული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ და სტაჟირება გავლილი აქვთ საქართველოსა და უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში, ასევე, აქვთ სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებთან პედაგოგიური მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
ენის შესწავლა წარმოებს თანამედროვე სასწავლო და მეთოდური მასალების, აუდიო ტექნიკის გამოყენებით. ეფექტურად დაგეგმილი სასწავლო პროგრამის შედეგად მსმენელი ყოველდღიურად გაიუმჯობესებს წერის, კითხვის, საუბრის და სმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებს ლექსიკას, სრულყოფს გამოთქმას, ინტონაციას, გრამატიკის ცოდნას, ისწავლის პრაქტიკულ და საჭირო ფრაზებს, დაძლევს უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობას. ჩვენი სასწავლო კურსი ორიენტირებულია საუბრის სწრაფ დაწყებაზე.
* მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა ჯგუფში 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ.
თქვენ მოგამზადებენ კვალიფიციური, პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ არამარტო საგნის ღრმა ცოდნა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, არამედ, კარგად იცნობენ, როგორც საგნობრივ პროგრამას, ასევე საგამოცდო სისტემას. კურსის მიზანია:
მოკლევადიანი კურსი ითვალისწინებს მარტივი საკომუნიკაციო ლექსიკის ათვისებას, მიმინალურ გრამატიკას, მოსმენის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზნობრივად შერჩეული სიტუაციური დიალოგები და ფრაზები ენის სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ.
სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი მაქსიმალურადაა მიახლოებული საგამოცდო გარემოს. აქცენტი კეთდება ისეთი პირობების შექმნაზე, რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაძლიოთ საგამოცდო დავალებები და მაქსიმალურად გამოავლინოთ ცოდნა გრამატიკასა და ლექსიკაში, ასევე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ენობრივი დონე, გამოიმუშავებთ შეზღუდულ დროში ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის უნარ-ჩვევას.
კურსს უძღვება: ინგლისური ენის სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელსაც ჩაბარებული აქვს CAE, FCE, TOEFL, Teaching Knowledge Test (M1,M2,M3), გავლილი აქვს ETAG, MELT, გააჩნია ინგლისური ენის სწავლების დიდი გამოცდილება.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ყველა საფეხურს: Reading, Listening, Speaking, Writing, Use of English. ჩატარდება ტესტირება feedback-ით. გაივლით გამოცდის ჩაბარების პრინციპებს.
კურსის მსმენელს მოეთხოვება ინგლისური ენის ფლობა Upper-Intermediate დონეზე (V). თუ მსმენელის ენის ფლობა შეესაბამება V დონეზე დაბალ დონეებს, მიმდინარეობს მომზადება ენის სათანადო დონემდე მისაყვანად და შემდეგ გადასვლა სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამაზე.
საქმიანი ინგლისური ენის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეწევა ბიზნეს–საქმიანობას და ჭირდება ინგლისურ ენაზე გამართული და თავდაჯერებული კომუნიკაცია; სასწავლო მასალები შერჩეულია სპეციალიზირებული ბიზნეს გამოცემებიდან და სხვა ორიგინალური წყაროებიდან. თქვენ შეიძენთ: საკომუნიკაციო უნარებს ბიზნესის სფეროში, თავისუფლად მეტყველების უნარს, ბიზნეს-ლექსიკას, ბიზნეს-მიმოწერას, რეფერირებას, სხვადასხვა საოფისე დოკუმენტებზე მუშაობას. სასწავლო კური გულისხმობს ინგლისური ენის ეფექტურად გამოყენების სტრატეგიას სხვადასვა ბიზნეს სიტუაციაში – პრეზენტაცია, შეხვედრა, მოლაპარაკება, სატელეფონო საუბარი.
კურსის მსმენელს მოეთხოვება ინგლისური ენის ფლობა Upper-Intermediate დონეზე (V). თუ მსმენელის ენის ფლობა შეესაბამება V დონეზე დაბალ დონეებს, მიმდინარეობს მომზადება ენის სათანადო დონემდე მისაყვანად და შემდეგ გადასვლა სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამაზე.
ინგლისური ენის მოქმედ მასწავლებლებსა და მასწავლებლად მუშაობის მსურველებს აიელსი გთავაზობთ მასწავლებელის კომპეტენციის დასადასტურებლად საგნობრივი გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს ენობრივი კომპეტენციის კომპონენტში.
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ცოდნის ორგანიზებაში, კურსის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაში, მიიღებთ ცოდნას და გაიუმჯობესებთ უნარებს ყველა კომპონენტში: კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი.
ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა – პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ ინგლისურ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, როლურ თამაშებს.
აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ Pre-Intermediate-ის დონეზე.
ენის შესწავლა ხდება ასაკის შესაბამისი თეორიულ მასალებითა და მხიარული აქტივობებით, საკომუნიკაციო სავარჯიშოებით, ლექსებით, გამოცანებით, ზღაპრებითა და თემატური დიალოგებით. აუდიო და ვიზუალური მასალების გამოყენებით, სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესოა და. რაც მთავარია, აქ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გარემო და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
შემოგვიერთდით! აქ დაგხვდებათ აქტიური, მეგობრული, ხალისიანი საკომუნიკაციო გარემო. პრეზენტაციები, დისკუსიები, როლური თამაშები, სახალისო და შემეცნებითი შეხვედრები დაგეხმარებათ ენის ცოდის გაღრმავებაში, ლექსიკის გამდიდრებაში, უცხო ენაზე საუბრის კულტურის დახვეწაში, ახალი მეგობრების შეძენაში.
საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა.
სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.
ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის – ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.
წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას.
დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ ინგლისური ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.
ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.