Skip to main content Skip to search

ბუღლტერია (ინტეგრირებული კურსი)

ინტეგრირებული (სრულყოფილი) კურსი: ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა  და საგადასახადო კანონმდებლობის შემსწავლელი ეფექტური თეორიულ-პრაქტიკული კურსი

კურსი განკუთვნილია: ბუღალტერიის და საგადასახადო კანონმდებლობის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის, დამწყები ბუღალტრებისთვის, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, მათთვის, ვინც გააწყვიტა 0-დან დაეუფლოს ახალ პროფესიას

სასწავლო კურსის მიზანია:  საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესწავლით დაინტერესებულ პირს მისცეს საფუძვლიანი თეორიული  და პრაქტიკული ცოდნა, რომლითაც შეძლებს ამ სფეროში დამოუკიდებლად მუშაობას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კურსის ფარგლებში თქვენ რამხოლოდ ისწავლით, რაც  გულისხმობს ძირითადი მასალის გაცნობას, პრაქტიკულ გამოყენებას და განმტკიცებას, არამედ იმუშავებთ: აღრიცხავთ არაერთი ორგანიზაციის დოკუმენტაცის, შეადგენთ განსხვავებული საქმიანობის მქონე ორგანიზაციის ბალანსს საგადასახადო ნიუანსების გათვალისწინებთ. ეს კი იმას ნიშნავს რომ თქვენი ცოდნა არ იქნება მიბმული საქმიანობის ერთ კონკრეტულ სპეციფიკაზე.

გამოიყენე შანსი! კურსს უძღვებიან მრავალფეროვანი აკადემიური და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მოქნე, დარგის საუკეთესო წარმომადგენელები, მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები და ექსპერტები

ქალბატონი დეა ზურაბიშვილი, ბატონი მირიან გაბუნია და ქალბატონი ხათუნა თაბაგარი

კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად სამეურნეო ოპერაციების ანალიზს და  ბუღალტრულ  ასახვას
  • ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადებას (სრული ფასს, მსს ფასს და მეოთხე კატეგორიის სტანდარტის მიხედვით)
  • ძირითადი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენას
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით თითოეული გადასახადის დეკლარაციის შევსებას
  • rs.ge-ის ელექტრონული სერვისებით სარგებლობას
  • კომპ. პროგრამა ORIS–ში მუშაობას.

 

აგრეთვე გაეცნობით:

  •  ანგარიშგების პორტალზე (reportal.ge)  ციფრული ფორმების შევსების  წესებს და ფინანსური ანგარიშგების  წარდგენის მექანიზმს;
  • ფინანსური ანგარიშგების  ანალიზის მეთოდებს და ინტერპრეტაციას;
  • დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოების წესს
  • საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში დეკლარაციის შედგენას და ატვირთვას

ძირითადი თემატიკა:

  • ფინანსური ანგარიშგების ელემენტების (აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლების და ხარჯების) აღიარება – შეფასების კრიტერიუმები და მეთოდები;
  • ფულადი საშუალებების  აღრიცხვა (სალარო და საბანკო ოპერაციები; )
  • უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციები და მათი აღრიცხვა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის მეთოდები;
  • ძირითადი საშუალებების და  არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • ხელფასების აღრიცხვა;
  • ფულის ღირებულება  დროში;
  • ჩვეულებრივი და  ფინანსური იჯარა ( სრული ფასს; მსს ფასს და მეოთხე კატეგორიის სტანდარტის მიხედვით)
  • კაპიტალის და ვალდებულებების აღრიცხვა
  • შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა
  • მაკორექტირებელი  გატარებები
  • სააღრიცხვო პოლიტიკის  შემუშავება;
  • ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები (ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება; მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება; საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება; ფულადი ნაკადების ანგარიშგება;  განმარტებითი შენიშვნები)
  • ბრუნვით უწყისზე დაყრდნობით ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადება
  • ფინანსური ანგარიშგების  ანალიზი და ინტერპრეტაცია

 

  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადები და მათი სახეები
  • საშემოსავლო გადასახადი და დეკლარაციის შევსების წესი
  • მოგების გადასახადი და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესი
  • დღგ და დღგ-ის დეკლარაცის შევსების წესი
  • ქონების გადასახადი და დეკლარაციის შევსების წესი
  • Rs.ge-ის ელექტრონული სერვისების გაცნობა
  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, კორექტირება, გაუქმება, ელ. განცხადებების, საჩივრების რეგისტრაცია.
  • კომპიუტერული  პროგრამა ორისი.
  • კურსის ხანგრძლივობა: 68 საათი  (3 თვე)
  • კურსის ღირებულება: 680 ლარი

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959