Skip to main content Skip to search

იტალიური ენა

ნებისმიერი დონის და ასაკის მსურველებს “აიელსი” გთავაზობთ

იტალიური ენის შემსწავლელი კურსების საუკეთესო არჩევანს: 

  • ზოგადი იტალიური ენის კურსი დონეების მიხედვით
  • მოკლევადიანი კურსი სამუშაოდ წამსვლელთათვის
  • ბიზნეს–იტალიური (პროფესიული მიმართულებები)
  • PLIDA სერტიფიკატისთვის საგამოცდო კურსი
  • ქართული ენა იტალიურენოვანებისთვის
  • იტალიური ენა ON-LINE
  • განსაკუთრებული შეთავაზება კორპორატიულ კლიენეტბს

ჩარიცხვის წესი და გადახდის პირობები:

ტესტირებისა და მასწავლებელთან გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში (3-5 მოსწავლე) ან სურვილისამებრ, იმეცადინებთ  წყვილში (2 მოსწავლე) ან ინდივიდუალურად.

  • მე-2 გაკვეთილზე გაფორმდება სასწავლო ხელშეკრულება
  • მე-3 გაკვეთილზე  სრულად იფარება მიმდინარე თვის გადასახადი
  • კურსის დასრულებისას ტარდება ტესტირება და გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი.

ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული/სერტიფიცირებული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ და სტაჟირება გავლილი აქვთ საქართველოსა და უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში, ასევე,  აქვთ სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებთან პედაგოგიური მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.

Italy

იტალიური ენის ზოგადი კურსი ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის

“აიელსი” გთავაზობთ იტალიური ენის კურსებს ნებისმიერი დონისა და ასაკის მსურველთათვის. კურსი დაფუძნებულია ეფექტური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს გრამატიკის ცოდნას და დამოუკიდებლად საუბარს იტალიურ ენაზე კონკრეტულ სიტუაციებში. მიიღებთ საჭირო სიტყვათა მარაგს, დაეუფლებით გრამატიკას, და რაც მთავარია, დროის მოკლე მონაკვეთში ისწავლით საუბარს.
გთავაზობთ ენის სწავლას მაღალპროფესიულ დონეზე. ჩვენთან იტალიურ ენას, ისევე როგორც სხვა უცხო ენებს, ასწავლიან არა მოყვარული მასწავლებლები, არამედ, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური, პედაგოგიური გამოცდილების მქონე მასწავლებლები, იტალიური ენის სპეციალისტები. სწავლა მიმდინარეობს დონეების მიხედვით:

1. საწყისი დონემოიცავს ორ საფეხურს – A1, A2. დაწყებითი დონის გავლის შემდეგ შეძლებთ კომუნიკაციას ელემენტარულ დონეზე. ისწავლით ყოველდღიურად გამოყენებად ფრაზებს. შეძლებთ საკუთარი თავის წარდგენას. დაეუფლებით გრამატიკის საფუძვლებს. აითვისებთ ყოველდღიურ ლექსიკას. წაიკითხავთ მარტივი დონის მოთხრობებს.

2. საშუალო დონემოიცავს ორ საფეხურს -B1, B2. მეორე დონის გავლის შემდეგ გაიზრდება თქვენი ლექსიკური მარაგი თემატიკის მიხედვით, გაგიადვილდებათ მოსმენილის აღქმა-გააზრება, შეძლებთ საგაზეთო ტექსტების წაკითხვა-გაგებას, აუდიო და ვიდეო ინფორმაციის აღქმას. შეისწავლით გრამატიკის ძირითად ნაწილს. ადვილად მოახდენთ ინტეგრირებას იტალიურენოვან გარემოში. ეს დონე მოითხოვება იტალიის სკოლებში, უნივერსიტეტებსა და გადამზადების კურსებზე.

3. პროფესიული დონემოიცავს ორ საფეხურს – C1,C2. მესამე დონის გავლის შემდეგ განიმტკიცებთ ცოდნას, როგორც იტალიური ენის გრამატიკაში, ასევე ლექსიკაში. შეძლებთ თავისუფალი და გამართულ საუბარს ნებისმიერ თემაზე. შეძლებთ ენის გამოყენებას რთულ სამუშაო გარემოში, ნებისმიერ პროფესიულ სფეროში. ეს არის დონე, რომელიც აუცილებელია იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის მასწავლებლის, ან სხვა თანამდებობის დასაკავებლად მსხვილ ბიზნეს-კომპანიებში.

  • გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8).  ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ. ON-LINE რეგისტრაცია >>>
Italy

იტალიური ენის  მოკლევადიანი კურსი სამუშაოდ წამსვლელთათვის

მათ ვინც, გეგმავს იტალიაში ხანმოკლე ვიზიტს მუშაობის ან ტურისტული მიზნით, გთავაზობთ ჩვენი მასწავლებლების მიერ შემუშავებული სპეციალურ (2-3 თვიან) კურსს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად აითვისოთ მარტივი საკომუნიკაციო ენა და დაძლიოთ ენის არცოდნასთან დაკავშირებული უხერხულობა.

Italy

ბიზნეს–იტალიური (პროფესიული მიმართულებები)

თუ თქვენ გაქვთ ბიზნესურთიერთობები იტალიურ საქმიან წრეებთან, ფლობთ სასუბრო იტალიურ ენას და გსურთ თქვენი კომუნიკაცია გახადოთ უფრო გასაგები პროფესიული წრეებისთვის, გაიმარტივოთ თემტური ტექსტის აღქმა-გაგება, ან გსურთ იმუშაოთ იურისპრუდენციის სფეროში ან სანოტარო კომპანიებთან თარჯიმნად, გვეწვიეთ. ჩვენი მასწავლებლები შეგირჩევენ თქვენს მოთხვნებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

  • შესწავლილი იქნება პროფესიული ლექსიკა;
  • გაეცნობით  თემატურ ტექსტებს;
  • დაეუფლებით გრამატიკის შესაბამის ნაწილს;
  • შეიძენთ იტალიურ ენაზე პრეზენტაციის, მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევებს.
Italy

PLIDA გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

PLIDA დიპლომი აუცილებელია იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, ასევე წარმატებული კარიერისათვის იტალიიის ბიზნეს-კომპანიებში. ასევე, თუ გსურთ მომავალში თავად ასწავლოთ იტალიური ენა, PLIDA (B2)-ს ფლობაა საჭირო.
იტალიური ენის სათანადო დონეზე დაუფლების შემდეგ შეგიძლიათ მოემზადოთ PLIDA დიპლომის ასაღებად. გამოცდების ჩასაბარებლად ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული. ასევე, გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან. დონეს ირჩევთ თავად – წინა დაბალი დონეების გამოცდების ჩაბარება არ არის აუცილებელი. კურსი მოიცავს პროგრამას ოთხივე ნაწილში (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი).  დიპლომი უვადოა და მისი ჩაბარება განმეორებით საჭირო არ არის. (გამონაკლისის გარდა, თუ დამქირავებელს თავად აქვს პრეტენზია დიპლომის ხანდაზმულობის ვადაზე).

  • გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8).  ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ. ON-LINE რეგისტრაცია >>>
Italy

ქართული ენის  კურსი იტალიურენოვანებისთვის

საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა. 

სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.

ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის –  ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.

წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას.

დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.

  • გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8).  ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ. ON-LINE რეგისტრაცია >>>
Italy

კორპორატიულ ჯგუფებს

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ იტალიური ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.

ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

  • ერთი მოსწავლის სწავლის ღირებულება: შეთანხმებით (მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით).
  • გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ. ON-LINE რეგისტრაცია >>>

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959