Skip to main content Skip to search

კომპიუტერული ბუღალტერია – ორისი

კომპიუტერული პროგრამა ORIS Accounting არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის

საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება ამარტივებს საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს, ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მოკლე დროში ცდომილებების გარეშე. მთავარია – ისწავლოთ დოკუმენტების სწორად აღრიცხვა.

თქვენ ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე.

პრაქტიკული თრენინგ კურსი ინტერაქტიული ფორმატისაა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხდება თქვენთვის ყველა გაუგებარი საკითხის დეტალური განხილვა, ამოცანებისა და სავარჯიშოების დახმარებით მასალის ათვისების შემოწმება.

ყველა განხილული საკითხის განმტკიცება ხდება პრაქტიკული სავარჯიშოების ამოხსნით.
თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ ორისი-ს სავტორო სახელმძღვაბელო.

 

  • კურსის გასავლელად საჭიროა მინიმალური ცოდნა ბუღალტერიაში.
  • ხანგრძლივობა: 8 სთ. ღირებულება: 150 ლარი (ჯგ.); 200 ლარი (ინდ.).

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • პროგრამის გაშვება, ახალი ორგანიზაციის შექმნა, პაროლის დაყენება.
  • მენიუს ღილაკები და ფუნქციები. სწრაფი კლავიშები.
  • ანგარიშთა გეგმა. ანგარიშთა გეგმის ხის შეკუმშვა და გაშლა. ქვეანგარიშის დამატება.
  • საწყისი ნაშთი.
  • საოპერაციო და ანალიზური პერიოდის დაყენება.
  • საბუღალტრო გატარებები.
  • სადებეტო ანგარიში.
  • ანგარიშების დათვალიერება. კორექტირება, წაშლა.
  • სასაქონლო ანგარიშების შექმნა. ინდივიდუალური სასაქონლო ბარათების შექმნა, საქონლის გაცემა.
  • მუშაობა ორგანიზაციასთან: ორგანიზაციის სახეობის ანგარიშები. საგადასახადო დავალება.
  •  ანგარიშთა სახმობების გამოყენება.
  • ხელფასი: კადრების დამატება, მონაცემთა შეტანა თანამშრომელზე. დარიცხული ხელფასი, ბიულეტინი, შვებულება, ხელშეკრულება. ხელფასის დაანგარიშება.
  • ძირითადი საშუალებები: ძირითადი საშუალებების ბარათის დამატება. ცვეთის დარიცხვა, საბალანსო ღირებულება.
  • აწყობილი სამეურნეო ორგანიზაციები: სამეურნეო ოპერაციათა აწყობა და გადაკეთება.
  • ანგარიშგებები: დეკლარაციები, საცდელი ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულის მოძრაობა.
  • ვალუტა და პროექტები: ვალუტის კურსის დაფიქსირება. გატარებები სხვადასხვა დაფინანსების წყაროს მქონე პროექტებისთვის.
  • სისტემის პარამეტრები და მომხმარებლები. ასლის შენახვა და აღდგენა.
  • გატარებების ფანჯრის დამატებითი ღილაკები: ოპერაციის დამატება. ძებნა. ფილტრი. დალაგება. მონაცემების ექსპორტი-იმპორტი. მემორიალები.

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959