მაია ნანდოშვილი
ჩვენს ცენტრში ასწავლის ქართულ ენას ქართველ და არაქართველ მსურველებს. მან ქართულად აალაპარაკა არაერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი. ამზადებს აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობდა მეთოდისტად, ტურისტულ კომპანიაში უცხოელ სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერად და გიდად, აქვს აბიტურიენტებთან მუშაობის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკა, კარგად იცნობს ეროვნული გამოცდების პროგრამებსა და საგამოცდო ნიუანსებს, ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს, არაქართულენოვან აბიტურიენტებს, აქვს უცხოელებისთვის ქართული ენის სწავლების ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.