მარინა ჭიპაშვილი
ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება თურქული ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის. ასწავლის ქართულ ენას თურქულენოვან მსურველებს.
განათლება: დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობა – თურქული ენა და ლიტერატურა.
პროფესიული ტრენინგები: გავლილი აქვს თურქეთის განათლების სამინისტროსთან არსებული ტრენინგ-კურსი თურქლი ენა და კულტურა.
სამუშაო გამოცდილება: აქტიურად თანამშრომლობს თურქულ-ქართულ კომპანიებთან, სათარჯიმნო ბიუროებთან (ზეპირი და წერილობითი თარგმანი), მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში თურქულენოვან პარტნიორებთან ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოში თურქეთის საელჩოს სამხედრო ატაშატში, თბილისის სასწავლო ცენტრებში ქართულენოვან მსურველებს ასწავლის თურქულ ენას, ასევე აქვს ხანგრძლივი პრაქტიკა თურქულენოვანი მსურველებისთვის ქართული ენის სწავლების მიმართულებით.
სხვა: ფლობს ქართულ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ, ენებს.