Skip to main content Skip to search

მენეჯმენტი

თქვენ დაინტერესებული ხართ ტურიზმის სფეროთი,  ან გსურთ ადმინსტრაციულ სფეროში მოსინჯოთ ძალები, ან გაქვთ ან აპირებთ წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი და გსურთ, გაერკვეთ ბიზნესადმინისტრირების საფუძვლებში, მოგვმართეთ. აირჩიეთ სასურველი მიმართულება და ენდეთ ჩვენი ტრენერების ცოდნასა და გამოცდილებას.

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურებს ვთავაზობთ პერსონალის მომზადება– გადამზადებას: კომპანიის იმიჯს შესრულებული სამუშოს ხარისხი  განაპირობებს, მაღალი ხარისხის გარანტია კი პროფესიონალი, კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის ერთგული თანამშრომელია. ჩვენი ტრენერები მზად არიან დაგეგმონ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ–პროგრამები.

 

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალი და კვალიფიციური ტრენერების უკვე კარგად აპრობირებულ და განახლებად, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ სასწავლო ტრენინგ–პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით:

hr
  • ბიზნესადმინისტრირების საფუძვლები
  • ტურიზმის მენეჯმეტი
  • სასტუმროს მენეჯმენტი
  • ეფექტური მასპინძლობა და მომსახურება
  • კონსულტაციები სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით
  • ადამიანური რესურსების მართვა, HRM (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე)
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური -PR-მენეჯმენტი
  • ოფისმენეჯერი თანამედროვე ოფისში
  • საქმისწრმოება და დოკუმენტბრუნვა

ტრენინგები მომსახურების სფეროში დასაქმებული პერსონალისთვის

training

კომპანიის რეპუტაციას  განსაზღვრავს მისი მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია. კლიენტთან ურთიერთობაში უმეტესად პირველი შთაბეჭდილებაა გადამწყვეტი. გთავაზობთ ტრენინგს ფრონტ-ოფისის, ბექ-ოფისის, გაყიდვების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის, ოფისმენეჯერებითვის, სუპერვაიზერებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საუკეთესო შეთავაზება თქვენთვის –  13%-იანი ფასდაკლება მხოლოდ კორპორატიული კლიენტებისთვის. გადაამზადეთ პერსონალი და იყავით დარწმუნებული, რომ თქვენ მხოლოდ მადლიერი და ერთგული კლიენტები გეყოლებათ.

ტრენინგს უძღვება:  სერტიფიცირებული ტრენერი – ნატალია მაისურაძე, რომელსაც აქვს პერსონალის გადამზადების მრავალპროფილიანი გამოცდილება და ტრენერად მუშაობის 5 წლიანი სტაჟი.

ტრენინგი ითვალისწინებს 4 სასწავლო მოდულს, აწყობილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე და მოიცავს რეალურ პრაქტიკულ სასწავლო ქეისებს.

ინტერესების გამოხატვისას გადმოგეგზავნებათ თემატიკა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, აირჩიოთ სასურველი მოდული ან მოდულები კომპანიის  საჭიროებების მიხედვით. ასევე, შესაძლებელია ცვლილებების შეტანა თემატიკაშიც.

სწავლების პრინციპები:

  • ყოველ შეხვედრაზე ტრენინგის მონაწილეებს ელექტრონულად გადაეგზავნებათ შესაბამისი სასწავლო მასალები – „ჰენდაუტები“ და დამატებითი მასალები;
  • ტრენინგის მსმენელი მოისმენს და ნახავს პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს;
  • შეხვედრის მონაწილეებს შორის განხილული იქნება სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითები სტუმართან მიმართებაში და დაიდგმება სიტუაციური თამაშები;
  • ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას, მიღებული ცოდნის შეჯერებასა და ტესტირებას.

I მოდული: ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია.

  • 4 სამუშაო შეხვედრა, 1 შეხვედრის ხანგრძლივობა 2, 0 სთ;
  • მოდულის ღირებულება 250 ლარი

II მოდული: დალაგება-დასუფთავების სამსახური.

  • 2 სამუშაო შეხვედრა, 1 შეხვედრის ხანგრძლივობა 2, 0 სთ;
  • მოდულის ღირებულება 150 ლარი

III მოდული: უსაფრთხოების სამსახური.

  • 2 სამუშაო შეხვედრა, 1 შეხვედრის ხანგრძლივობა 2, 0 სთ;
  • მოდულის ღირებულება 150 ლარი

IV მოდული: ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.

  • 2 სამუშაო შეხვედრა, 1 შეხვედრის ხანგრძლივობა 2, 0 სთ;
  • მოდულის ღირებულება 150 ლარი

ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები

BA

კურსის ხანგრძლივობა: 10 სთ. 
კურსის ღირებულება: — ლარი (ჯგ.)

კურსი გათვლილია მათზე, რომელთაც საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება სურს ან აინტერესებს, გაეცნოს ბიზნესის არსს. კურსი დაგეხმარებათ შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა, გადაწყვიტოთ რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მისცეთ თქვენს ბიზნესს, როგორ ჩამოაყალიბოთ ორგანიზაციის სტრუქტურა და როგორ გახდეთ წარმატებული მეწარმე.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • ბაზრის შესწავლა, საქმიანობის სფეროები(წარმოება, ვაჭრობა, მომსახურება);
  • ბიზნეს-გეგმის შედგენა; გეგმის დანიშნულება და მისი სტრუქტურული ერთეულები;
  • კაპიტალის ფორმირების გზები და ბაზარზე შესვლა;
  • გასაღების ბაზრის შესწავლა და არჩეული სფეროს ბიზნეს-გეგმის მომზადება;
  • ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ბიზნესის მომდევნო განვითარება და მისი ეტაპები.

ტურიზმის მენეჯმენტი

turismi1150x150

მინიმალურ დროში მაქსიმალური ინფორმაცია ტურიზმით დაინტერესებულ პირებს! ტრენინგის განმავლობაში გეძლევათ უნიკალური შემოთავაზება-გაეცნოთ ტურიზმის საქმიანობის სპეციფიკას; დაეუფლოთ ტურ-ოპერატორებისა და გიდებისათვის საჭირო პროფესიულ ასპექტებს; გაეცნოთ ტურიზმის სახეებს.

კურსს უძღვება ამ სფეროში მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტი, ტურისტული კომპანია “Georgia World Travel“–ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, სასტუმრო „როზმარინის“ გენერალური მენეჯერი – თამარ ღონიაშვილი, რომელსაც არაერთხელ გადაეცა ჯილდო ტურიზმის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის. კურსი მოიცავს ორ მოდულს. აღნიშნული კურსი შეგიძლიათ გაიაროთ სრულად ან აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო მოდული.

  •  ტუროპერეიტინგის კლასიფიკაცია;
  • ტუროპერატორების ფუნქციები;
  • ტურისტული პროდუქტის სპეციფიკა;
  • ექსკურსიის არსი, ფუნქცია,როლი და მნიშვნელობა;
  • ახალი ტურისტული მარშუტის მომზადების ეტაპები და პროგრამების მომზადება;
  • მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნა;
  • ტუროპერატორები საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე;
  • მოთხოვნები ტურისტული ფირმის მენეჯმენტისთვის;
  • ოპტიმალური და ზოგადი მენეჯმენტი;
  • ტურისტული ფირმის დაფუძვნება და სტრუქტურა;
  • პარტნიორები და მომხმარებლები.

კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება:  8 სემინარი, 200 ლარი

  • ტურიზმის სახეები;
  • ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განსაზღვრა;
  • ტურიზმის ფორმები და მისი შემადგენელი ნაწილები;
  • საქართველოს ტურისტული პროდუქტი და მისი შექმნა;
  • საქართველოს ტურისტულ – რეკრეაციული მეურნეობა;
  • მსოფლიო ტურიზმის განვითრების ტენდენციები;
  • თანამედროვე ტურისტული ნაკადების განაწილების ტენდენციები;
  • საერთაშორისო ტურიზმი;
  • ტურიზმის განვითარების ფაქტორები და პირობები;
  • ტრანსპორტის მნიშვნელობა ტურიზმში.

კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება:  8 სემინარი, 200 ლარი

სასტუმროს მენეჯმენტი და ეფექტური მასპინძლობა

საქართველოში ტურიზმის განვითარების სწრაფ ტემპებთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სასტუმროთა ფართო ქსელის განვითარება. თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასტუმროს ბიზნესის სწორად წარმართვა, რათა დაინტერესებულმა პირებმა სწრაფად და წარმატებით დაიკავონ საკუთარი ნიშა მზარდ კონკურენტულ ბაზარზე. ამ მიზანს ემსახურება ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტრენინგები “სასტუმროს მენეჯმენტი“ და “ეფექტური მასპინძლობა და მომსახურება”. ტრენინგის მიზანია: ქართული სასტუმროების მომსახურე პერსონალის გადამზადება სასტუმროს მენეჯმენტის საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად, ასევე სასტუმროში დასაქმების მსურველების სრული თეორიული მომზადება. თუ თქვენ ახლა იწყებთ სასტუმრო ბიზნესს, ან უკვე გაქვთ სასტუმრო (საოჯახო სასტუმრო, „გესთ ჰაუსი“, ჰოსტელი და მსგავსი) და გსურთ შეისწავლოთ მისი ეფექტური მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, გიწვევთ სასტუმროს მენეჯმენტის საკონსულტაციო შეხვედრებზე.

  • სასტუმროს მენეჯმენტის ზოგადი მიმოხილვა
  • სასტუმროს ტიპები და მათი კატეგორიები (ჰოსტელი, მოტელი, საოჯახო სასტუმრო)
  • სასტუმროს დეპარტამენტები და სტრუქტურა
  • ოთახების ტიპები და მათი აღწერა
  • სასტუმროს მართვის სტრუქტურა
  • სასტუმროს პერსონალის სამუშაო არწერილობანი
  • „ფრონტ ოფისი“
  • რეზერვაციის სამსახური
  • სასტუმროს მომსახურე პერსონალის სტრუქტურა
  • სასტუმროს მატერიალურ-ტექნიკური მახასიათებლები
  • ვარსკვლავების მინიჭების კატეგორიები
  • სასტუმროს საერთაშორისო ტერმინოლოგია
  • ქართული სასტუმრო სტანდარტების მიმოხილვა
  • თანამედრო სასტუმროს სტრუქტურა
  • სასტუმროს მართვის კონცეფციები
  • სასტუმროს მარკეტინგი
  • სასტუმროს რესტორნების ბიზნესი
  • დაჯავშნის გლობალური პროგრამები
  • სასტუმროში განთავსების ეტაპები
  • ფასწარმოქმნა სასტუმროში
  • „ჩეკ ინ“ და „ჩეკ აუთ“
  • ბონუს სისტემები
  • სასტუმროს კომპიუტერული მართვის პროგრამები
  • Micros Opera Express
  • Fidelio, Nimeta, Lidging Touch
  • ბათლერის ცნება და განმარტება, მომსახურების სფერო; ბათლერი საქართველოში
  • vip პაკეტი
  • ადგილობრივი ბაზარი და კლიენტურა
  • ტურიზმის „ტაიმ შეარ“
  • საქართველოში არსებული 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების განხილვა
  • მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ზოგადი მიმოხილვა

კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია
კურსის ღირებულება: 350 ლარი 

  • პიროვნების, საკუთარი თავისა და სასტუმროს პროდუქტის პრეზენტაცია სტუმართან
  • ეფექტური მომსახურების ცნება და მისი მნიშვნელობა სასტუმრო ინდუსტრიაში
  • რა არის ეფექტური კომუნიკაცია
  • ინფორმაციის გაგების და გადაცემის გზები
  • ადამიანთა ფსიქოლოგიური ტიპების მოკლე მიმოხილვა
  • რეალობის პიროვნებისეული აღქმა
  • სამუშაო ადგილის სისუფთავე
  • პროფესიული იმიჯი. დრეს კოდი
  • სტუმართან პირველი შეხვედრისა და შთაბეჭდილების მნიშვნელობა
  • ვერბალური და არაფერბალური კომუნიკაცია
  • მოსმენის ტექნიკა (აქტიური და პასიური)
  • მომსახურების დაწყების პირველი ეტაპი
  • კლიენტის უფლებები
  • არასასურველი ქმედებები კლიენტტან ურთიერთობაში
  • კლიენტის გადამისამართების ტექნიკა
  • შიდა კომუნიკაციის როლი სასტუმროში
  • გუნდური მუსაობის დადებიტი და უარყოფითი მხარეები
  • სატელეფონო საუბრის ეტიკეტი და სტანდარტი სასტუმროში
  • შეფერხებები და მათი აღმოფხვრის წესები სასტუმროში
  • კონფლიქტის წყარო სასტუმროში
  • უკმაყოფილო სტუმარტან ქცევის სტანდარტები
  • კონფლიქტისა და ურთიერთობის დარეგულირების ტეაპები სასტუმროში
  • სტრესის მართვა, პირობითი რეფლექსები
  • მომაბეზრებელი სტუმარი
  • თავაზიანი უარი და ბოდიშის მოხდის ტექნიკა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი
  • პროაქტიური მოკითხვა და დამატებითი შეთავაზებები
  • სტუმართან ურთიერთობის დასრულება (ერთჯერადიმოხმარებელი), საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება (ხშირი მოხმარებელი)
  • „მოგზავნილი კლიენტი” – გამოცდა

კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია
კურსის ღირებულება: 300 ლარი  (ინდ.)

პირველი სამუშაო შეხვედრის დროს, ტრენერი განსაზღვრავს იმ საჭიროებებს,
რომელიც აუცილებელია თქვენი სასტუმრო ბიზნესის დასაწყებად. გაგაცნობთ
მსგავსი ტიპის სასტუმროს ზოგად სტანდარტებს და მართვის პრინციპებს.

  • სასტუმროს მართვის ძირითადი სტანდარტები;
  • სასტუმროს მოწყობის ტექნიკური მახასიათებლები საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისად;
  • საჭირო პერსონალის შერჩევა და მათთან მუშაობის პრინციპები;
  • ჯავშნების მიღების ტექნიკა (ელექტრონული და სატელეფონო ჯავშანი);
  • ქართული კონკურენტი სასტუმროების მიმოხილვა;
  • Booking.com, Airbnb.com, Expedia.com და მსგავსი დაჯავშნის გლობალური
    სისტემების შესწავლა;
  • მარკეტინგი და პიარ კამპანია სასტუმროს რეკლამირებისთვის კონსულტაციების პარალელურად, გადმოგეცემათ ელექტრონული და ბეჭდვითი სამუშაო-სასწავლო მასალები.

თქვენთან შეთანხმებით, გაიწერება საკონსულტაციო შეხვედრების თემატიკა და
მოცულობა.

შეხვედრების თქვენზე მორგებული, მოქნილი გრაფიკი საშუალებას მოგცემთ სწორად დაგეგმოთ სამუშაო დრო.

კონსულტაციის ხანგრძლივობა: საჭიროებისამებრ.
კონსულტაციის ღირებულება: ერთი შეხვედრა 45 ლარი (ინდ). წყვილისა და სამუშაო ჯგუფის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებით და გამოიყენოთ კონსულტაციების ონლაინ რეჟიმი (ვებინარი – სკაიპის ან მესენჯერის მეშვეობით თქვენთვის სასურველ პერიოდში), რითაც დაზოგავთ მეტ დროსა და ადამიანურ რესურსს.

ადამიანური რესურსების მართვა HR-მენეჯმენტი

hr

დაეუფლეთ პერსონალის მართვის ხელოვნებას სწრაფად და ეფექტურად!

ჩვენ მიერ შემოთავაზებული HRM კურსები მოგცემთ უნიკალურ შესაძლებლობას, უმოკლეს დოში გაერკვიოთ პერსონალის მართვის სამსახურის პრინციპებში, სწორად დაგეგმოთ და წარმართოთ ამ სამსახურის მუშაობა. ტრენინგის შედეგად შეიძენთ იმ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ ჩვევებს, რომელიც გაზრდის თქვენს, როგორც პროფესიონალის, კონკურენტუნარიანობას სამუშაოს მაძიებელთა ფართო ბაზარზე.

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

  • გაეცნოთ ადამიანური რესურსების ეფექტური მართვისა და განვითარების პრინციპებს, მეთოდებსა და ინსტრუმენტებს;
  • განიხილოთ და პრაქტიკულად იმუშავოთ ორგანიზაციული განვითარების, თანამშრომელთა მოტივირების, გუნდის მართვის, ეფექტური კომუნიკაციისა და სტრესის მართვის საკითხებზე;
  • შეისწავლოთ ადამიანური რესურსების მართვის ფსიქოლოგიური ფაქტორები, პერსონალის სწავლებისა და განვითარების მართვით მიდგომები.

 

1. ადამიანური რესურსების მართვის როლი თანამედროვე ორგანიზაციებში: 
-ძირითადი მიზნები, ამოცანები;

2. პერსონალის შერჩევა, ადაპტაცია/ორიენტაცია: 
-ვაკანსიის გამოცხადების ეფექტური წყაროს განსაზღვრა, ტესტირების, გასაუბრების დაგეგმვა-ჩატარება;
-მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება აპლიკანტების შესახებ;
-შერჩეული თანამშრომლის ორგანიზაციაში ადაპტაცია/ორიენტაცია;
-რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენა;

3. საკადრო კანცელარიის სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მართვა. 

4. სამუშაოს ანალიზი: 
-ორგანიზაციული სტრუქტურა;
-ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების პროცესი;
-შიდა ორგანიზაციული კვლევის ჩატარება;
-თანამდებობრივი ინსტრუქციების და პროცედურების შემუშავება;
-სამუშაოს შეფასება, სახელფასო, სამოტივაციო, საბონუსე სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პროცესი;
-პერსონალის განვითარების სისტემის შემუშავება – ტრენინგ საჭიროებების განსაზღვრა.

სასწავლო კურსის შედეგად, ტრენინგის მონაწილეებს შეეძლებათ ზუსტი და პრაქტიკული წარმოდგენა იქონიონ ადამიანური რესურსების მართვის შესახებ; გავლილი კურსის შედეგად თქვენ შეძლებთ მართოთ ნებისმიერი კომპანიის თუ ორგანიზაციის პერსონალი ეფექტურად. კურსის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისათვის.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი.
კურსი ღირებულება: 350 ლარი. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური- PR-მენეჯმენტი

ნებისმიერი კომპანიის ცნობადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება მისი საქმიანობის შესახებ. ინფორმაციის გავრცელების ხერხები და საშუალებები კი მრავალფეროვანია. ამიტომ ყველა კომპანია ცდილობს ჰყავდეს აქტიური საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და შესაბამისად, ამ სფეროში პროფესიონალ კადრზე მოთხოვნილება იზრდება. ჩვენი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მსმენელისათვის იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიცემას, რომელიც აუცილებელია PR-სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე წარმატებული მუშაობისათვის.

სწავლება ინტერაქტიული ფორმატისაა, უზრუნველყოფილია თითოეული მსმენელის ჩართულობა ტრენინგის პროცესში; ხდება ქართული და განვითარებული ქვეყნების PR-კეისების განხილვა.

ტრენინგს უძღვება ამ სფეროში აქტიურად მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტი მარიამ ჩიტიშვილი,  რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, სარეკლამო სტუდია “ოპიოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი.

  • რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა (განსაზღვრება, წარმოშობის ისტორია);
  • PR-კამპანიები, დაგეგმვა და მართვა;
  • PR და მედიასთან ურთიერთობა: ფაბლისითი, მედია ანონსი, პრესრელიზი, პრესკიტი. იტერვიუ, პრესკონფერენცია, პრესტური;
  • იმიჯი და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • საზოგადობასთან ურთიერთობა და ბრენდინგი;
  • PR და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების ფუნქცია-მოვალეობები;
  • ღონისძიებების დაგეგმვა – განხორციელება;
  • ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა და პრეზნტაცია;
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია;
  • კრიზისული PR და კრიზისის მენეჯმენტი;
  • პროექტის მომზადება და პრეზენტაცია.

კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 250 ლარი.

ოფისმენეჯერი თანამედროვე ოფისში

administration

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის პირთათვის (მათ შორის დასაქმებულთათვის), რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია ადმინისტრაციული საქმისწარმოების სფეროში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ დაიწყონ წარმატებული კარიერა სახელმწიფო სექტორსა თუ სხვადასხვა კერძო კომპანიებში.

დღევანდელ შრომით ბაზარზე ოფისის მენეჯერი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. შესაბამისად, მაღალია კონკურენციაც.  სასწავლო ცენტრი ILC გთავაზობთ სასწავლო პროგრამას, რომლის გავლის შემდეგ შეიძენთ ყველა საჭირო ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ კონკურენტუნარიანი ადმინისტრაციული მენეჯერი, რაც წარმატებული დასაქმებისა და სასურველი სამუშაოს პოვნის გარანტიაა.

კურსის თეორიული ნაწილის პარალელურად, მსმენელთა 2-3 კაციანი ჯგუფები გაივლიან ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც მათ ჩაეთვლებათ სტაჟირებაში.

ტრენინგებს უძღვება სერთიფიცირებული ტრენერი ნატალია მაისურაძე,  რომელსაც აქვს საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტურებში ადმინისტრაციული დეპარტამენტების წამყვან თანამდებობებზე რვაწლიანი და ტრენერად მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება.

– ოფისის მენეჯმენტის არსი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
– ადმინისტრაციული მენეჯმენტი, ორგანიზაციის მართვა
– ოფის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობანი
– პირადი ასისტენტის (მდივნის) ფუნქციები
– საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოლაპარაკების მენეჯმენტი
– სალეტეფონო საუბრის ეტიკეტი
– ბიზნეს კომუნიკაცია (შეხვედრების ორგანიზება, კომუნიკაციის ეტაპები, კონფლიქტების მართვა)
– სამუშაოს ეფექტური დაგეგმვა და შესრულებაზე კონტროლი
– დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზება
– ადმინისტრაციული და იურიდიული საქმისწარმოების თავისებურებანი საჯარო და კერძო სტრუქტურებში
– საქმიანი ქაღალდების (წერილების, ცნობების, განცხადებების და სხვ.) და ხელშეკრულებების შედგენა
– ელექტრონული ოფის მენეჯმენტი
– HR მენეჯმენტი, საკადრო დოკუმენტების წარმოება, (თანამშრომელთა პირად საქმეებთან მუშაობა)
– ორგანიზაციის მმართველობითი ტიპები – ლიდერობის ხელოვნება

სწავლების პრინციპები: სწავლება ინტერაქტიული ფორმატისაა, უზრუნველყოფილია თითოეული მსმენლის ჩართულობა ტრენინგის პროცესში. ყოველ შეხვედრაზე მსმენელს გადაეცემა ლექციის შესაბამისი სასწავლო მასალები („ჰენდაუტები“); ტრენინგის მსმენელი მოისმენს და ნახავს ლექციის შესაბამის პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს; შეხვედრის მონაწილეებს შორის განხილული იქნება ქართული და განვითარებული ქვეყნების სხვადასხვა პრაქტიკული ბიზნეს-კეისები.
კურსის სქემა: თეორია, პრაქტიკული მეცადინეობა, პრეზენტაცია და გამოცდა.

კურსის ხანგრძლივობა: 10 სემინარი.
კურსის ღირებულება:  350 ლარი.

სერთიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი და ცნობა სტაჟირების შესახებ.

ბონუსი: კურსის წარმატებულ მონაწილეს ტრენერი დამატებით გადასცემს სარეკომენდაციო წერილს, რომელიც შემდგომ დაეხმარება მას დასაქმებაში.

საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა

archiving

საქმისწარმოებისა დოკუმენტბრუნვის სრული თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ-კურსი საჯარო და კერძო სამსახურების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და მენეჯერებისთვის.

ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის და თანამდებობის პირთათვის, რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უდოკუმენტო მომსახურების სფეროში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

ტრენინგის მიზანია: თეორიული ნაწილის პარალელურად, მსმენელმა შეისწავლოს საქართველოში დღეისთვის მოქმედი საქმისწარმოების პრაქტიკული წესები და შეძლოს ნებისმიერი ტიპის დოკუმენტთან დამოუკიდებელი და კვალიფიციური მუშაობა.

გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ კონსულტაციების ონლაინ რეჟიმით, რითაც დაზოგავთ დროსა და რესურსს.

ტრენინგებს უძღვება სერთიფიცირებული ტრენერი ნატალია მაისურაძე,  რომელსაც აქვს საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტურებში ადმინისტრაციული დეპარტამენტების წამყვან თანამდებობებზე რვაწლიანი და ტრენერად მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება.

  • ადმინისტრაციული მენეჯმენტი, ორგანიზაციის მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
  • დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზება
  • ადმინისტრაციული და იურიდიული საქმისწარმოების თავისებურებანი საჯარო და
    კერძო სტრუქტურებში
  • საქმიანი ქაღალდების (წერილების, ცნობების, განცხადებების და სხვ.) წარმოება
  • სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების შედგენა
  • ელექტრონული ოფის მენეჯმენტი – იმეილ ტექნიკის სტანდარტები
  • დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამები და მასთან მუშაობის წესები (Eflow,
    eHRMS და მსგავსი)
  • უცხოური (საერთაშორისო) მიმოწერა და კორესპონდენციის შესაბამისი დამუშავება
  • პერსონალურ მონაცემთა არსი და მისი დაცვის ასპექტები
  • საკადრო დოკუმენტების წარმოება
  • თანამშრომელთა პირად საქმეებთან და პერსონალურ დოკუმენტებთან მუშაობა
    სწავლების პრინციპები:

ყოველ შეხვედრაზე მსმენელს გადაეცემა ტრენინგის შესაბამისი სასწავლო პრაქტიკული მასალები;

ტრენინგის პროცესში მოისმენთ და ნახავთს შესაბამის პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს; დამოუკიდებლად იმუშავებთ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტზე და შეისწავლით ასევე, უდოკუმენტო მომსახურების ძირითად პრინციპებს.

კურსის ხანგრძლივობა: ტრენინგი სრულად უზრუნველყოფილია სასწავლო-პრაქტიკული მასალებით და მთლიანობაში მოიცავს  7 – სალექციო შეხვედრა  + 1 – პრაქტიკული მეცადინეობა და პრეზენტაცია. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 1-1,5 საათი.

კურსის ღირებულება : 350 ლარი

 

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 494989; 574 105959

 

ენდეთ ჩვენს 15 წლიან გამოცდილებას!
ენდეთ პროფესიონალებს!
<<    logo_ufono>>