Skip to main content Skip to search

მეტყველების კულტურა

Overcome-Your-Public-Speaking-Fear

თუ თქვენი საქმიანობის სფერო ტელე-რადიო საკომუნიკაციო სივრცეა, ხართ დიქტორი, გადაცემის წამყვანი, ან მსახიობი, ჟურნალისტი, ღონისძიებების მომწყობი, უბრალოდ აქტიური ადამიანი და ლიდერი; გიწევთ აუდიტორიასთან მუშაობა, გაქვთ წარმომადგენლობითი სტატუსი და აწყობთ პრეზენტაციებს ფართო აუდიტორიის წინაშე, სწორად შერჩეული ტექსტი და დახვეწილი მეტყველება მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა.

გამოიყენეთ შანსი, დაეუფლეთ დახვეწილ მეტყველებას საერთაშორისო დონის სპეციალისტთან. სწავლებას უძღვება რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი.

_____________________________

სწავლება წარმოებს კვირაში 2-ჯერ.
ერთი თვის სწავლების ღირებულება 4-6 კაციან ჯგუფებში: 150 ლარი.

კურსის მიზანია:

  • მსმენელს ჩამოუყალიბდეს მჭერმეტყველებისთვის საჭირო მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
  • შეძლოს სწორი და მკაფიო წარმოთქმა;
  • ჩამოუყალიბდეს გაზრდილი დიაპაზონის დახვეწილი ტემბრის ხმა;
  • დამორჩილებული, მოქნილი სუნთქვა;
  • შეიძინოს აზრობრივი და ემოციური ინფორმაციის მიტანის უნარი, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს აუდიტორიაზე;
  • დაეუფლოს აზრის გამოხატვის სამეტყველო საშუალებებს;
  • შეძლოს სამეტყველო ამოცანის შესატყვისი ტექსტის შერჩევა;
  • დაეუფლოს ტექსტის აგების საშუალებებს და აუდიტორიასთან მუშაობის უნარ-ჩვევას.

ზოგადი თემატიკა:

  • მეტყველების კულტურის მნიშვნელობა
  • მეტყველება და პიროვნების ფსიქოლოგია
  • სამეტყველო აპარატის აგებულება და მოქმედება
  • სამეტყველო სუნთქვა და მისი რეგულირება
  • რელაქსაცია (კუნთების და სუნთქვის სავარჯიშოები)
  • ქართული ანბანის კლასიფიკაცია
  • „რ“ და „ლ“ ბგერის სწორი წარმოთქმა
  • არტიკულაცია
  • ინტონაციიური თავისებურებანი
  • ენის გასატეხები;
  • სწორი წარმოთქმა და დარღვევები
  • ემოციების გამოხატვა ბგერებით
  • ტექსტზე მუშაობის წესები
  • და სხვ.

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959