საკონტაქტო ინფორმაცია:
227-36-01; 591 91-47-95
migaaudit@gmail.com
migaaudit@gmail.com
სრულ აუდიტორულ და ბუღალტრულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული ფირმა მიგა აუდიტი.
მიგა აუდიტის თანამშრომლები არიან ყველა სფეროს მაკონტროლებელ და საგადასახადო ორგანოებში საქმიანობის დიდი გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც შედიან იმ 120 კაციან ჯგუფში, ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მუშაობდა ალტერნატიული აუდიტის სფეროში.
არც ერთი თეთრის დარიცხვა არ განხორციელებულა საგადასახადო ორგანოების მხრიდან ჩვენ მიერ აუდიტირებულ საწარმოებში.
მიგა აუდიტი აწესრიგებს საწარმოს ბუღალტერიას, უზრუნველყოფს ანგარიშებისა და დეკლარაციების წარდგენის პროცედურების უტყუარობას და სიზუსტეს.
ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება, როგორც დიდ ფირმებსა და კომპანიებში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტებში, ყველა სახის სააღრიცხვო პროცედურის ჩატარება, აგრეთვე საწარმოს ინტერესების დაცვა საგადასახადო და სასამართლო ორგანოებში – ეს არის იმ მოქმედებათა არასრული სია, რაც მოკლედ მოიცავს ამ ფირმის აუდიტორულ საქმიანობას.
პროფესიონალიზმი, კონფიდენციალობა, დამკვეთის სამართლიანი და გონივრული მოთხოვნების გათვალისწინება და ზოგადად, ყურადღება მისი საქმიანობის მიმართ არის ის პრინციპები, რამაც მიგა აუდიტის სტაბილური განვითარების საფუძველი შექმნა.
დამკვეთის მოთხოვნით, სახლშეკრულებო გარანტიით, ჩვენ ვატარებთ საგადასახადო აუდიტს იმ ფორმით, რა ფორმითაც ატარებენ მაკონტროლებელი ორგანოები.
სახელშეკრულებო გარანტია – ეს სიახლეა
აუდიტის განხორციელების სფეროში და
გამოიყენება მხოლოდ ჩვენ მიერ.
ჩვენი პარტნიორები არიან კომერციული და არაკომერციული სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის:
თითოეულ მათგანს ვუსურვებთ წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, ფინანსურ კეთილდღეობას და უხარვეზო მოღვაწეობას ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენ გაგიწევთ სრულ აუდიტორულ მომსახურებას თქვენი ბიზნესის ყველა ასპექტისა და საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოეზე ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა ინსტანციაში. აუდიტის განხორციელების პროცესში ჩვენი კომპანიის მიზანია კანონმდებლობასთან შეუსაბამობების აღმოფხვრა, გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების ოპტიმიზაცია დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე და სანქციების თავიდან აცილება ან მინიმიზაცია.
ჩვენ ვიცნობთ საგადასახადო კანონმდებლობის ყველა ნიუანსს და გვაქვს საგადასახადო დავების რეგულირების მრავალფეროვანი გამოცდილება.
ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს საგადასახადო და სასამართლო ორგანოებში და უზრუნველვყოფთ საგადასახო ორგანოებთან კორექტული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
გაიგე მეტი >>>
ჩვენ კარგად ვიცით ორგანიზებული საგადასახადო აღრიცხვის მნიშვნელობა. ამიტომ მუდმივად თვალს ვადევნებთ განხორციელებულ ან დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებს. რაც საშუალებას გვაძლევს სწორად გავთვალოთ რისკები, განვსაზღვროთ პასუხისმგებლობები და ვალდებულებები და თავიდან აგაცილოთ ოფიციალური დუკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული მოულოდნელობები. თქვენ მიიღებთ აქტუალურ და სასარგებლო ინფორმაციას, პროფესიონალურ რჩევებსა და რეკომენდაციებს ამ სფეროში აღიარებული ავტორიტეტებისგან, ეს კი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ გონივრული და სწორი გადაწყვეტილებები.
ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება, როგორც დიდ ფირმებსა და კომპანიებში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტებში – ეს არის ჩვენი მომსახურების ერთ–ერთი აქტიური მიმართულება.
“მიგა აუდიტი” მოგიწესრიგებთ ნებისმიერი სირთულის ბუღალტერიას, უზრუნველყოფს ანგარიშებისა და დეკლარაციების სიზუსტეს და უტყუარობას, გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას საბურალტრო შემოწმების პერიოდში.
591 91 47 95