ნატალია მაისურაძე
ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება მენეჯმენტის კურსებს: სასტუმროს მენეჯმენტი, ეფექტური მასპინძლობა და კომუნიკაცია, ოფოსმენეჯმენტი, თანამედროვე საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა კერძო პირების და კორპორატიული დამკვეთებისთვის.
განათლება: დაამთავრა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის მაგისტრი. კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება: კორპორატიული ტრენერი ეფექტური გაყიდვების მიმართულებით (სტუდია თავისუფლება), მომსახურების (სერვისი პლიუსი) და სასტუმროს მენეჯმენტის ტრენერი (უცხო ენებისა და პროფესიული განვითარების ცენტრი), კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი (სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური), საოჯახო სასტუმრო „მაღაროს“ მენეჯერი (კახეთი), მიმღები რეცეფციონისტი – ფრონტ ოფისი (Radisson Blu Iveria), მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების მიმართულებით (YES AYS), საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (შპს „წისქვილკომბინატი – თბილისი“), ადამიანური რესურსების მართვისა და ხარისხის მართვის სპეციალისტი (სსიპ ლ. სამხარაულის სახ.სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო)
კორპორატიული დამკვეთები: შპს „ჯეოსელი“, შპს GD – ალკო, შპს „რუსთავი აზოტი“, შპს PASHA BANK GEORGIA, სასტუები: დოლაბაური, გოლდენ პალასი, სანრაიზ ქუტაისი, სტოუნჰენჯ მესტია, როიალ ჰაუსი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში (IOM), საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი შპს – UNIGEO, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ეროვნული სააგენტო და სხვა.
პროფესიული ტრენინგები და მიღწევები: ტრენერთა ტრენერების ტრენინგი ,ადამიანური რესურსების მართვა, ფრონტ ოფის მენეჯმენტი, მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები და სასტუმროს მენეჯმენტი, International Hotel and Service Management for Foreigners (Goa, India), Sales & Services Relationship, ეფექტური მომსახურების ტრენინგი – “სერვის პლიუსი”
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.