ენდეთ ჩვენს 11 წლიან გამოცდილებას! ენდეთ პროფესიონალებს!
ენდეთ ჩვენს 11 წლიან გამოცდილებას! ენდეთ პროფესიონალებს!
თანამედროვე სამყარო გვაიძულებს არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები ახალი ცოდნის მიღების გზით. ჩვენ გთავაზობთ, როგორც პროფესიულ გადამზადებას, ასევე პირველად სწავლებას. მოგვმართეთ ნებისმიერ ეტაპზე ბავშვებმა, ახალგზარდებმა, ზრდასრულებმა და ხანდაზმულებმა. ჩვენთან თეორიულ ცოდნასთან ერთად დაეუფლებით პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც გაზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას თანამედროვე შრომის ბაზარზე.
ჩვენთან დაგხვდებათ:
სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები, დროებით უმუშევრები, კორპორატიული ჯგუფები, უცხოეთში სასწავლებლად ან სამუშაოდ მიმავალი პირები, ახალგაზრდები და ზრდასრულები, ქართველები და უცხოელები.
მაღალკვალიფიციური, ხანგრძლივი პედაგოგიური გაამოცდილების მქონე პროფესიონალები, დარგის თვალსაჩინო სპეციალისტები. მათ შორის არიან სამეცნიერო ხარისხის მფლობელები, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები. ჩვენი ყველა პედაგოგი არის პრაქტიკოსი-სპეციალისტი იმ დისციპლინაში, რომელსაც ასწავლის. ამიტომ მათთან ურთიერთობა ფასდაუდებელი გამოცდილებაა.
სასწავლო პროცესი დამყარებულია პროფესიონალების მიერ შემუშავებულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ვიყენებთ თანამედროვე სასწავლო ვიზუალურ, აუდიო და ვიდეო მასალას; თანამედროვე სახელმძღვანელოებს. ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ჩვენი პედგოგების საავტორო კურსს, რომელიც მათ შექმნეს მრავალწლიანი გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე.
სწავლება წარმოებს 5-6 კაციან ჯგუფებში, ზოგიერთი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მინი-ჯგუფებს: 3-4 მსმენელი. თქვენი სურვილისამებრ, ასევე შესაძლებელია სწავლება როგორც წყვილებში, ისე ინდივიდუალურად.
გაკვეთილები მიმდინარეობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10 სთ-დან საღამოს 21 სთ-მდე. თითოეული სასწავლო კურსისთვის განსაზღვრულია მეცადინეობის ხანგრძლივობა. ზოგიერთი კურსი მოიცავს საფეხურებსა და დონეებს.
თითოეული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ ტესტირების საფუძველზე მსმენელი მიიღებს ევროპული სტანდარტის ორენოვან (ქართულ/ინგლისურ) სერტიფიკატს. წარჩინებულ მსმენელებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი.