ნებისმიერი დონის და ასაკის მსურველებს “აიელსი” გთავაზობთ
ჩარიცხვის წესი და გადახდის პირობები:
ტესტირების >>> და მასწავლებელთან გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში (3-5 მოსწავლე) ან სურვილისამებრ, იმეცადინებთ წყვილში (2 მოსწავლე) ან ინდივიდუალურად.
ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული/სერტიფიცირებული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ და სტაჟირება გავლილი აქვთ საქართველოსა და უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში, ასევე, აქვთ სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებთან პედაგოგიური მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
იზრდება ბიზნესურთიერთობების რიცხვი რუსულენოვან პარტნიორებთან, შესაბამისად, თანამედროვე შრომით ბაზარზე იზრდება მოთხოვნა რუსული ენის მცოდნე კადრებზე. გაზარდეთ თქვენი კონკურენტუნარიანობა, დაეუფლეთ რუსულ ენას ხელმისაწვდომ ფასად. ILC–ში რუსულ ენას ეუფლებიან ნებისმიერი დონისა და ასაკის მსურველები.
სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე სახელმძღვანელოებით და მეთოდებით. ეფექტურად დაგეგმილი სასწავლო პროგრამის შედეგად მსმენელი ყოველდღიურად გაიუმჯობესებს წერის, კითხვის, საუბრის, მოსმენა-აღქმის უნარ-ჩვევას, გაიმდიდრებს ლექსიკას, სრულყოფს გამოთქმას, ინტონაციას, ისწავლის პრაქტიკულ და საჭირო ფრაზებს, დაძლევს უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობას. ძირითადი სახელმძღვანელოების გარდა მსმენელებს გარკვეულ დონეზე ეძლევათ დამატებითი ლიტერატურა, რაც მთავარია, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებთ რუსულ ენაზე საუბარს.
თქვენ მოგამზადებენ კვალიფიციური, პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ არამარტო საგნის ღრმა ცოდნა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, არამედ, კარგად იცნობენ, როგორც საგნობრივ პროგრამას, ასევე საგამოცდო სისტემას. კურსის მიზანია:
– არსებული ენობრივი კომპეტენციის გამყარება
– ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესება-ახალ დონეზე გადასვლა
– ცოდნის ორგანიზება საგამოცდო მოთხოვნების შესაბამისად
– საგამოცდო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, დროის სწორად გადანაწილება
– ანალოგიურ ტესეტბზე მუშაობა, იმიტირებული გამოცდა
საქმიანი რუსული ენის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეწევა ბიზნეს–საქმიანობას და ჭირდება რუსულ ენაზე გამართული და თავდაჯერებული კომუნიკაცია; სასწავლო მასალები შერჩეულია სპეციალიზირებული ბიზნეს გამოცემებიდან და სხვა ორიგინალური წყაროებიდან. თქვენ შეიძენთ: საკომუნიკაციო უნარებს ბიზნესის სფეროში, თავისუფლად მეტყველების უნარს, ბიზნეს-ლექსიკას, ბიზნეს-მიმოწერას, რეფერირებას, სხვადასხვა საოფისე დოკუმენტებზე მუშაობას. სასწავლო კური გულისხმობს რუსული ენის ეფექტურად გამოყენების სტრატეგიას სხვადასვა ბიზნეს სიტუაციაში – პრეზენტაცია, შეხვედრა, მოლაპარაკება, სატელეფონო საუბარი.
* აუცილებელია ამ კურსის მსმენელი ფლობდეს რუსულ ენას B2. თუ ენობრივი კომპეტენცია აღნიშნულზე დაბალია, მიმდინარეობს ენის სათანადო დონემდე მიყვანა და შემდეგ გადასვლა სასურველ პროგრამაზე.
მოკლევადიანი კურსი ითვალისწინებს მარტივი საკომუნიკაციო ლექსიკის ათვისებას, მიმინალურ გრამატიკას, მოსმენის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზნობრივად შერჩეული სიტუაციური დიალოგები და ფრაზები ენის სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ.
ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა – პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ რუსულ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, როლურ თამაშებს.
შენიშვნა: აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ B1-ის დონეზე.
ენის შესწავლა ხდება ასაკის შესაბამისი თეორიულ მასალებითა და მხიარული აქტივობებით, საკომუნიკაციო სავარჯიშოებით, ლექსებით, გამოცანებით, ზღაპრებითა და თემატური დიალოგებით. აუდიო და ვიზუალური მასალების გამოყენებით, სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესოა და. რაც მთავარია, აქ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გარემო და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
შემოგვიერთდით:
♦ ვინც ახლა სწავლობთ რუსულ ან ქართულ ენას და გსურთ თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოიყენება
♦ ვინც დარწმუნებული არ ხართ რამდენად კარგად ფლობთ რუსულ ან ქართულ ენას და გსურთ საკუთარი თავის შეფასება რეალურ სიტუაციებში
♦ ვისაც გსურთ დაძლიოთ უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობა
♦ ვისაც გსურთ ენის სწავლა ან უბრალოდ სასიამოვნო გარემოში უცხოენოვან მეგობრებთან რამდენიმე საათის გატარება.
ჩვენს ცენტრში უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს რუსულ-ქართული ენის შემსწავლელი კლუბი. ქართულენოვანი მსმენელები აცნობენ რუსულენოვან მეგობრებს თავიანთ კულტურას და უზიარებენ შთაბეჭდილებებს ხალისიან გარემოში ორივე ენის გამოყენებით, რუსულენოვანი მსმენელები ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ურთიერთობენ ენის მატარებელთან ასევე ორივე ენის გამოყენებით – იქმნება აქტიური, მეგობრული, ხალისიანი საკომუნიკაციო გარემო, რაც ორივე მხარეს ეხმარება ლექსიკის გამდიდრებაში, უცხო ენაზე საუბრის კულტურის დახვეწაში.
მეგობრული გარემო, პრეზენტაციები, დისკუსიები, როლური თამაშები, სახალისო და შემეცნებითი შეხვედრები, საუბრები კინოსა და ლიტერატურაზე, ექსკურსიები დაგეხმარებათ ენის ცოდის გაღრმავებაში, ახალი მეგობრების შეძენაში, საქმიანი პარტნიორების მოძებნაში.
საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა. სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.
ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის – ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.
წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას.
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ რუსული ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.
ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.