თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით – მოქმედი და დამწყები ბუღალტრებისთვის
თუ თქვენ ხართ დამწყები ან პრაქტიკოსი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს წარმომადგენელი, მეწარმე ან უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული პირი ჩვენი კურსი დაგეხმარებათ კარგად გაერკვეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ყველა ნიუანსში, პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოთ ყველა მუხლის მოქმედების არეალი.
კურსს უძღვებიან: მირიან გაბუნია
თეა გორგოძე
მირიანი გაბუნია საგადასახადო აუდიტის სფეროში ერთ-ერთი აღიარებული აუდიტორია. საგადასახადო და დაბეგვრის სფეროში მას იცნობენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით. ძირეულად ფლობს ნებისმიერი ბიზნესკომპანიის საქმიანობის საგადასახადო სპეციფიკასა და ნიუანსებს. მირიან გაბუნია შედის საქართველოს მოქმედ დამოუკიდებელ საგადასახადო აუდიტორთა რეიტინგულ შემადგენლობაში (იხ. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსის 2014 წლის 30 ივნისის N32055 ბრძანება).
სამუშაო გამოცდილება: შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, მთავარ სპეციალისტი; სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამათლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მთავარი აუდიტორი;
შპს „GLOBAL CONSULTING”, მთავარი აუდიტორი; შპს “მიგა აუდიტი”, მთავარი ინსპექტორი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური და ექსპერტიზის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), უფროსი ინსპექტორი.
თეა გორგოძე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი ოფიცერი, საგადასახადო სფეროში ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური სპეცილისტია მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით.
სასწავლლო პროგრამა მოიცავს საგადასადო კოდექსის ყველა თემას, ლექციები ინტერაქტიურია და მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს, ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას და რაც მთავარია, თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიკაციურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სირთულის საკითხებზე
კურსის ხანგრძლივობა: 40–44 საათი
სალექციო დრო: სამუშაო დღეებში 19:00. შაბათ-კვირას შეთანხმებით.
კურსის ღირებულება: 450 ლარი (ჯგუფში 3-6 მოსწავლე)