Skip to main content Skip to search

ფრანგული ენა

ნებისმიერი დონის და ასაკის მსურველებს “აიელსი” გთავაზობთ

ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების საუკეთესო არჩევანს: 

  • ზოგადი ფრანგული ენის კურსი დონეების მიხედვით
  • მოკლევადიანი კურსი სამუშაოდ წამსვლელთათვის
  • პროფესიული მიმართულებები
  • ქართული ენა ფრანგულენოვანებისთვის
  • ფრანგული ენა ON-LINE
  • განსაკუთრებული შეტავაზება კორპორატიულ კლიენეტბს

ჩარიცხვის წესი და გადახდის პირობები:

ტესტირებისა და მასწავლებელთან გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში (3-5 მოსწავლე) ან სურვილისამებრ, იმეცადინებთ  წყვილში (2 მოსწავლე) ან ინდივიდუალურად.

  • მე-2 გაკვეთილზე გაფორმდება სასწავლო ხელშეკრულება
  • მე-3 გაკვეთილზე  სრულად იფარება მიმდინარე თვის გადასახადი
  • კურსის დასრულებისას ტარდება ტესტირება და გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი.

ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული/სერტიფიცირებული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ და სტაჟირება გავლილი აქვთ საქართველოსა და უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში, ასევე,  აქვთ სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებთან პედაგოგიური მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.

France

ფრანგული ენის ზოგადი კურსი ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის

“აიელსი” გთავაზობთ ფრანგული ენის კურსებს ნებისმიერი დონისა და ასაკის მსურველთათვის. კურსი დაფუძნებულია ეფექტური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. მიიღებთ საჭირო სიტყვათა მარაგს, დაეუფლებით გრამატიკას, და რაც მთავარია, დროის მოკლე მონაკვეთში ისწავლით საუბარს.  გთავაზობთ ენის სწავლას მაღალპროფესიულ დონეზე. სწავლა მიმდინარეობს დონეების მიხედვით:

1. საწყისი დონე: მოიცავს ორ საფეხურს – A1, A2. დაწყებითი დონის გავლის შემდეგ შეძლებთ კომუნიკაციას ელემენტარულ დონეზე. ისწავლით ყოველდღიურად გამოყენებად ფრაზებსა და ლექსიკას. წაიკითხავთ მარტივი დონის მოთხრობებს. დაეუფლებით გრამატიკის საფუძვლებს.

2. საშუალო დონე: მოიცავს ორ საფეხურს -B1, B2. მეორე დონის გავლის შემდეგ გაიზრდება თქვენი ლექსკური მარაგი თემატიკის მიხედვით, გაგიადვილდებათ მოსმენილის აღქმა-გააზრება, შეძლებთ საგაზეთო ტექსტების წაკითხვა-გაგებას, აუდიო და ვიდეო ინფორმაციის აღქმას. შეისწავლით გრამატიკის ძირითად ნაწილს.

3. პროფესიონალური დონე:  მოიცავს ორ საფეხურს – C1,C2. მესამე დონის გავლის შემდეგ განიმტკიცებთ ცოდნას, როგორც ფრანგული ენის გრამატიკაში, ასევე ლექსიკაში. შეძლებთ თავისუფლად და გამართულ საუბარს ნებისმიერ თემაზე.

  • გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8).  ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ. ON-LINE რეგისტრაცია >>>
France

ფრანგული ენის  მოკლევადიანი კურსი სამუშაოდ წამსვლელთათვის

მათ ვინც, გეგმავს ფრანგულენოვან ქვეყნებში ხანმოკლე ვიზიტს მუშაობის ან ტურისტული მიზნით, გთავაზობთ ჩვენი მასწავლებლების მიერ შემუშავებული სპეციალურ (2-3 თვიან) კურსს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად აითვისოთ მარტივი საკომუნიკაციო ენა და დაძლიოთ ენის არცოდნასთან დაკავშირებული უხერხულობა.

France

ბიზნეს–ფრანგული (პროფესიული მიმართულებები)

თუ თქვენ გაქვთ ბიზნესურთიერთობები იტალიურ საქმიან წრეებთან, ფლობთ სასუბრო იტალიურ ენას და გსურთ თქვენი კომუნიკაცია გახადოთ უფრო გასაგები პროფესიული წრეებისთვის, გაიმარტივოთ თემტური ტექსტის აღქმა-გაგება, ან გსურთ იმუშაოთ იურისპრუდენციის სფეროში ან სანოტარო კომპანიებთან თარჯიმნად, გვეწვიეთ. ჩვენი მასწავლებლები შეგირჩევენ თქვენს მოთხვნებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

  • შესწავლილი იქნება პროფესიული ლექსიკა;
  • გაეცნობით  თემატურ ტექსტებს;
  • დაეუფლებით გრამატიკის შესაბამის ნაწილს;
  • შეიძენთ ფრანგულ ენაზე პრეზენტაციის, მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევებს.
France

ქართული ენის  კურსი ფრანგულენოვანებისთვის

საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა.

სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.

ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის –  ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.

წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას.

დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.

  • გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8).  ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ. ON-LINE რეგისტრაცია >>>
France

ორპორატიულ ჯგუფებს

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ ფრანგული ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.

ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

  • ერთი მოსწავლის სწავლის ღირებულება: შეთანხმებით (მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით).
  • გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ. ON-LINE რეგისტრაცია >>>

 

 

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959