Skip to main content Skip to search

საკონსულტაციო მომსახურება

 

salary
calculator-385506_1280
კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება

კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც დამოუკიდებლად აწარმოებენ საკუთარი ბიზნესის ბუღალტერიას  და გამოცდილი  ბუღალტრებიც ხშირად აწყდებიან პრობლემებს, რომელთაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან  ზოგჯერ არასაკმარისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების, გარემოებების არასტანადრტულობის,  ზოგჯერ საკანონმდებლო ცვლილებების და ახალი  საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნის გამო. დოკუმენტაციის არასათანადო აღრიცხვა და არასწორი გადაწყვეტილება ხშირად დიდი ფინანსური დანაკარგებისა და მაკონტროლებელ ორგანოებთან უთანხმოებების წარმოქმნის მიზეზად იქცევა. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშნელობას იძენს კომპეტენტური სპეციალისტის მხარდაჭერა.

სიტუაციები მრავალგვარია –  მარტივად მოსაგვარებელი  და შედარებით რთული, რომელიც ითხოვს პერსონალურ მიდგომებს, რაც გულისმობს ამ საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული დოკუმენტაციის შესწავლას  და კომპანიის საქმიანობის სპციფიკის ანალიზს.

 

გაიზიარეთ ჩვენი გამოცდილება

საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული კვალიფიციური კონსულტაცია საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები, ხელი შეუწყოთ თქვენი ბიზნესის სწრაფ განვითარებას და თავიდან აიცილოთ კანონმდებლობის არცოდნასა თუ არასწორ ინტრეპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

თქვენ საშუალება გეძლევათ ნებისმიერი სირთულის საკითხზე მიიღოთ დეტალური, პუნქტებად გაწერილი კონსულტაცია გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტებისგან.

ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ  საკანონმდებლო ცვლილებებს, ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების სფეროში საშუალებას გვაძლევს კომპლექსურად, ყველა შესაძლო კუთხით განვიხილოთ სიტუაცია მისი სირთულის გათვალისწინებით და შემოგთავაზოთ საკითხის ოპტიმალური გადაწყვეტა კანონის მოთხოვნების სრული დაცვით კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენი კომპანიის პოლიტიკის მიხედვით დამკვეთისგან მიღებული ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გასაჯაროებას დამკვეთის ნებართვის გარეშე.

დაგვიკავშირდი და იყავი მშვიდად!

591 91 47 95