>>>საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა

სრული თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ-კურსი საჯარო და კერძო სამსახურების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და მენეჯერებისთვის.

ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის და თანამდებობის პირთათვის, რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უდოკუმენტო მომსახურების სფეროში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

ტრენინგის მიზანია: თეორიული ნაწილის პარალელურად, მსმენელმა შეისწავლოს საქართველოში დღეისთვის მოქმედი საქმისწარმოების პრაქტიკული წესები და შეძლოს ნებისმიერი ტიპის დოკუმენტთან დამოუკიდებელი და კვალიფიციური მუშაობა.

ყოველ შეხვედრაზე მსმენელს გადაეცემა ტრენინგის შესაბამისი სასწავლო პრაქტიკული მასალები; მოისმენთ და ნახავთ შესაბამის პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს; დამოუკიდებლად იმუშავებთ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტზე და შეისწავლით ასევე, უდოკუმენტო მომსახურების ძირითად პრინციპებს.

ტრენინგებს უძღვება სერთიფიცირებული ტრენერი ნატალია მაისურაძე, რომელსაც აქვს საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტურებში ადმინისტრაციული დეპარტამენტების წამყვან თანამდებობებზე რვაწლიანი და ტრენერად მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება.

ჩვენი მიზანი თქვენი წარმატებაა!!!

კურსის ხანგრძლივოვა: 8 შეხვედრა.
კურსის ღირებულება: 350 ლარი
სერთიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი.
* ON-LINE რეგისტრაცია