ინგლისური ენის კურსი

ლექციის პერიოდი

შეთანხმებით

ხანგძლივობა

თვეში 8-12 ლექცია
16-24 საათი

სერთიფიცირება

საერთაშორისო

ლექციების მიმდინარეობა

ონლაინ - ტრენინგ ცენტრში

ღირებულება

120-180 ₾ -- 1 თვე

კურსის აღწერა

ზოგადი (საფუძვლიანი) ინგლისური ენის კურსი მოსწავლეებისა და მოზრდილებისთვის

თანამედროვე შრომით ბაზარზე იზრდება მოთხოვნა რუსული ენის მცოდნე კადრებზე. გაზარდეთ თქვენი კონკურენტუნარიანობა, დაეუფლეთ რუსულ ენას ხელმისაწვდომ ფასად. ILC-ში ინგლისურ ენას ეუფლებიან ნებისმიერი დონისა და ასაკის მსურველები. სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე სახელმძღვანელოებით და მეთოდებით. ენის შესწავლა წარმოებს თანამედროვე სასწავლო და მეთოდური მასალების, აუდიო ტექნიკის გამოყენებით. ეფექტურად დაგეგმილი სასწავლო პროგრამის შედეგად მსმენელი ყოველდღიურად გაიუმჯობესებს წერის, კითხვის, საუბრის და სმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებს ლექსიკას, სრულყოფს გამოთქმას, ინტონაციას, გრამატიკის ცოდნას, ისწავლის პრაქტიკულ და საჭირო ფრაზებს, დაძლევს უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობას. ჩვენი სასწავლო კურსი ორიენტირებულია საუბრის სწრაფ დაწყებაზე.
მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ (თვეში 8).
გაკვეთილის ხანგრძლივობა ჯგუფში 1 სთ 30 წთ,წყვილში ან ინდივიდუალური 1სთ

ON-LINE რეგისტრაცია

ON-LINE ტესტირება

ლექციები ტარდება მარტივ და გასაგებ ენაზე, ძირითადი დრო ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას მსმენელებს ექნებათ უამრავი პრაქტიკული მაგალითები რითაც გაიმყარებენ ცოდნას


კურსის სილაბუსი


მომზადება ეროვნული გამოცდისთვის

თქვენ მოგამზადებენ კვალიფიციური, პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ არამარტო საგნის ღრმა ცოდნა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, არამედ, კარგად იცნობენ, როგორც საგნობრივ პროგრამას, ასევე საგამოცდო სისტემას. კურსის მიზანია:
• არსებული ენობრივი კომპეტენციის გამყარება
• ცოდნის ორგანიზება საგამოცდო მოთხოვნების შესაბამისად
• საგამოცდო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
• დროის სწორად გადანაწილება
• ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესება-ახალ დონეზე გადასვლ
• ანალოგიურ ტესტებზე მუშაობა
• იმიტირებული გამოცდა

• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ.
* ON-LINE რეგისტრაცია
* ON-LINE ტესტირება

ინგლისური ენის მოკლევადიანი 3-6 თვიანი კურსი

მოკლევადიანი კურსი ითვალისწინებს მარტივი საკომუნიკაციო ლექსიკის ათვისებას, მიმინალურ გრამატიკას, მოსმენის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზნობრივად შერჩეული სიტუაციური დიალოგები და ფრაზები ენის სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ.
• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ.
* ON-LINE რეგისტრაცია
* ON-LINE ტესტირება

კორპორატიულ ჯგუფებს

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ ინგლისური ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.
ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ.

* ON-LINE რეგისტრაცია

* ON-LINE ტესტირება

FCE, IELTS, TOEFL გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი მაქსიმალურადაა მიახლოებული საგამოცდო გარემოს. აქცენტი კეთდება ისეთი პირობების შექმნაზე, რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაძლიოთ საგამოცდო დავალებები და მაქსიმალურად გამოავლინოთ ცოდნა გრამატიკასა და ლექსიკაში, ასევე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ენობრივი დონე, გამოიმუშავებთ შეზღუდულ დროში ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის უნარ-ჩვევას.


•კურსის მსმენელს მოეთხოვება ინგლისური ენის ფლობა Upper-Intermediate დონეზე (V). თუ მსმენელის ენის ფლობა შეესაბამება V დონეზე დაბალ დონეებს, მიმდინარეობს მომზადება ენის სათანადო დონემდე მისაყვანად და შემდეგ გადასვლა სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამაზე.
• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ.

ON-LINE რეგისტრაცია

ON-LINE ტესტირება

ინგლისური ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის

ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა - პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ ინგლისურ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, როლურ თამაშებს. აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ Pre-Intermediate-ის დონეზე.

• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ. კურსის ხანგრძლივობა 2 თვე.

* ON-LINE რეგისტრაცია

* ON-LINE ტესტირება

ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილები 7-11 წლის ბავშვებისთვის

ენის შესწავლა ხდება ასაკის შესაბამისი თეორიულ მასალებითა და მხიარული აქტივობებით, საკომუნიკაციო სავარჯიშოებით, ლექსებით, გამოცანებით, ზღაპრებითა და თემატური დიალოგებით. აუდიო და ვიზუალური მასალების გამოყენებით, სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესოა და. რაც მთავარია, აქ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გარემო და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ.

* ON-LINE რეგისტრაცია

* ON-LINE ტესტირება

ქართული ენა ინგლისურენოვანებისთვის

საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა. სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.
ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.
წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც.
ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას.
დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.

აქ დაგხვდებათ:
- თქვენს შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო პროგრამები
- პროფესიონალი მასწავლებლები
- კეთილგანწყობილი გარემო


სწორედ ამიტომ, ჩვენთან ნებისმიერი კურსის განკუთვნილია სწავლა აზარტული, სახალისო და, რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულია.

მენტორი

 lecture

ეკატერინე

მენტორი

 lecture

ნატა დოლიძე