Skip to main content Skip to search

I დონე – ბუღალტერია ნულიდან (ბასს)

I დონე:  ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, ბასს (დამწყებთათვის)

ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად ვიწვევთ ყველას, ვისაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ბუღალტერიასთან და გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა. საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით. კურსი განკუთვნილია მათთვის,

  • ვინც ახლა გადაწყვიტა ბუღალტრის პროფესიის დაუფლება, მიუხედავად ასაკისა და ძირითადი პროფესიისა
  • კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, რომელთაც სურთ ისწავლონ ბუღალტრული დოკუმენტაციის სწორად წაკითხვა.

გაკვეთილებზე თეორიული მასალის ათვისება ხდება მრაფალფეროვანი პრაქტიკული მაგალითებით. საბუღალტრო და საგადასახადო საბუთების აღრიცხვა-წარმოების შესწავლა მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით. მსმენელი კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეძლებს აწარმოოს ბუღალტრული საქმე.

ჩვენი კურსი წარმოადგენს პროფესიონალურ ტრენინგს, რომელიც მიმართულია ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად მaღალი ხარისხის უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ცოდნის მიწოდებაზე, რომელიც  საშუალებას მოგცემთ აწარმოოთ მარტივი და პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოგება-ზარალის ანგარიში სამეურნეო საქმიანობის კონკრეტული სპეციფიკიდან გამომდინარე, საგადასახდო დეკლარაციებისა და ფორმების შევსება.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ფინანსური ანგარიშგება და მისი შემადგენელი ელემენტები
  • ბალანსი
  • ლიკვიდურობა
  • ბუღალტრული ანგარიშები
  • რეგისტრაციის ჟურნალი და საცდელი ბალანსი
  • საცდელი ბალანსის შედგენის წესი
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება და მისი შედგენის თანმიმდევრობა
  • ცვლილებების ასახვა შემოსავლებსა და ხარჯებზე
  • მარაგების გაყიდვა
  • შემოსავლებისა და ხარჯების გადატანა მოგება-ზარალის ანგარიშზე
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის აღრიცხვა
  • დაუმთავრებელი წარმოება
  • მოთხოვნის აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრა
  •  სასაქონლო მატერიალური ფასეულობების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების ცვეთა
  • ვალდებულებების აღრიცხვა
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • იჯარის აღრიცხვა
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
  • ბუღალტრული ანგარიშგების დანიშნულების მოკლე განმარტებები
  • შემაჯამებელი ამოცანები

 

თუ მსმენელმა ვერ შესძლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება, მას აქვს შესაძლებლობა ხელახლა გაიაროს პროგრამა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. კურსის დასრულების და მუშაობის დაწყების შემდეგ ყოფილ მსმენელებს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევათ კონსულტაცია უფასოდ.

  • კურსის ხანგრძლივობა: 25 გავეთილი (2 თვე)
  • კურსის ღირებულება: 200 ლარი. 
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5-2 საათი (კვირაში 3-ჯერ)

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959