Skip to main content Skip to search

II დონე – ფინანსური აღრიცხვა (ფასს)

II დონე: ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს)

მოცემულ კურსზე ვიწვევთ მსენელებს, ვისაც გააჩნია დამწყები ბუღალტრის გამოცდილება ან ვისაც უკვე გავლილი აქვს კურსი ბუღალტერია (ბასს) დამწყებთათვის და სურთ გაიღრმავონ ცოდნა, ასევე ეკონომისტებისთვის, მომავალი ფინანსური მენეჯერებისთვის, ასევე ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, აგრეთვე პრაქტიკოსი ბუღალტრებისთვის და შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისთვის. პროგრამაში წარმოდგენიალია ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) შესაბამისად.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კურსის ფარგლებში თქვენ არამხოლოდ ისწავლით, რაც  გულისხმობს ძირითადი მასალის გაცნობას, პრაქტიკულ გამოყენებას და განმტკიცებას, არამედ იმუშავებთ: აღრიცხავთ არაერთი ორგანიზაციის დოკუმენტაცის, შეადგენთ განსხვავებული საქმიანობის მქონე ორგანიზაციის ბალანსს საგადასახადო ნიუანსების გათვალისწინებთ. ეს კი იმას ნიშნავს რომ თქვენი ცოდნა არ იქნება მიბმული საქმიანობოს ერთ კონკრეტულ სპეციფიკაზე.

გამოიყენე შანსი! კურსს უძღვებიან ამ სფეროში მოღვაწე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები:

ნაზი გვარამია – ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი, ყველა მისი სამეცნიერო შრომა ეხება ფინანსურ აღრივხვასა და აუდიტს. ნაზი გვარამიას გააჩნია უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ავტორიტეტი.

და ციცინო მელიქიძებუღალტრეთა მომზადების ცენტრის (ბაფ) ლექტორი, რომელსაც ასევე გააჩნია პრაქტიკოს ბუღალტერის დიდი გამოცდილება.

სასწავლო პროგრამა, რომლის თემატიკაც წარმოდგენილია ქვემოთ, გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით და სიტუაციური ქეისებით.

  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა გარე მომხმარებლებისთვის: 
    ბუღალტრული აღრიცხვის ფუძემდებლური პრინციპები; ფინანსური ანგარიშგების არსი, სრული პაკეტი, ძირითადი დაშვებები; ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები. ფინანსური ანგარიშგების ელემენტები, მათი აღიარება და შეფასება.
  •  ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი): 
    ფინანსური მდგომ. ანგარიშგების მუხლების აღიარება და შეფასება; ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადების მეთოდები.
  •  ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი): 
    ფინანსური მდგომ. ანგარიშგების მუხლების აღიარება და შეფასება; ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადების მეთოდები.
  •  მოგებისა და ზარალის და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება: 
    მოგებისა და ზარალის ანგარიშგების ელემენტების აღიარება/შეფასება; სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგების მუხლების აღიარება/შეფასება; მოგებისა და ზარალის ანგარიშგების და სრული შემოსავლის ანგარიშგების მომზადების მეთოდები.
  •  მოთხოვნების ბუღალტრული აღრიცხვა: 
    მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა; საეჭვო და უიმედო მოთხოვნების აღრიცხვა;  გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გადაფასების აღრიცხვა.
  •  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა: 
    სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სტრუქტურა და შეფასება; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მოძრაობის უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდები;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა: 
    ძირ. საშუალებების აღიარება, საწყისი შეფასება და მიღების აღრიცხვა; ძირითადი საშუალებების გამოყენების აღრიცხვა (ცვეთის აღრიცხვა); ძირითადი საშუალებების გადაფასების აღრიცხვა; ძირითადი საშუალებების გასვლის აღრიცხვა.
  •  არამატერიალური აქტივების აღრიცხვა: 
    არამატ. აქტივების აღიარება, საწყისი შეფასება და მიღების აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია; არამატერიალური აქტივების გაუფასურების და გასვლის აღრიცხვა.
  •  ვალდებულებების აღრიცხვა: 
    ვალდებულებების არსი და კლასიფიკაცია; მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა.
  •  საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა: 
    საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა შპს-ში; საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა სააქციო საზოგადოებაში.
  •  შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა:
    შემოსავლების და ხარჯების შეფასება და აღრიარება; ამონაგების და მასთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა; სახელმწიფო გრანტის და დახმარების აღრიცხვა.
  •  ფულადი ნაკადების ანგარიშგება: 
    ფულადი ნაკადების ანგარიშგების მომზადების მეთოდების განხილვა; ფულადი ნაკადების ანგარიშგებს მომზადება პირდაპირი და ირიბი მეთოდის გამოყენებით.
  •  საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება: 
    საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების სტრუქტურა; საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების მომზადება.
  • კურსის ხანგრძლივობა: 28 საათი
  • კურსის ღირებულება: 450 ლარი
  • მეცადინეობები ტარდება: კვირაში 2 ჯერ. ხანგრძლივობა 2 სთ.

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959