Skip to main content Skip to search

III დონე – მმართველობითი აღრიცხვა

III დონე: მმართველობითი აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით

მმართველობითი აღრიცხვის მიზანია საწარმოს (ფირმის) ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯების კლასიფიკაციისა და აღრიცხვის მეთოდიკის, პროდუქციის (დანახარჯთა) ერთეულის თვითღირებულების კალკულაციის მეთოდებისა და პრინციპების განხილვა/შესწავლა წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე. პროდუქციის (სამუშაო, მომსახურება) წარმოებისას გაწეული დანახარჯებისა და ხარჯების მართვა იმისათვის, რომ განხორციელდეს მმართველი აპარატის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციით.

გამოიყენე შანსი! კურსს უძღვება ამ სფეროში მოღვაწე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი:

ნაზი გვარამია – ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი, ყველა მისი სამეცნიერო შრომა ეხება ფინანსურ აღრივხვასა და აუდიტს. ნაზი გვარამიას გააჩნია უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ავტორიტეტი.

სასწავლო პროგრამა, რომლის თემატიკაც წარმოდგენილია ქვემოთ, გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით და სიტუაციური ქეისებით.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

თემა № 1: მმართველობითი აღრიცხვის არსი და თავისებურებები

თემა № 2: დანახარჯების კლასიფიკაცია

თემა № 3: წარმოების მოცულობის, დანახარჯების და მოგების დამოკიდებულების ანალიზი

თემა № 4: პროდუქციის თვითღირებულების კალკულაციის მეთოდები

თემა № 5: პირდაპირი მატერიალური დანახარჯების აღრიცხვა

თემა № 6: პირდაპირი შრომითი დანახარჯების აღრიცხვა

თემა № 7: ზედნადები (არაპირდაპირი) ხარჯების აღრიცხვა

თემა № 8: პროდუქციის (მომსახურების) თვითღირებულების გამოთვლა საწარმოო ზედნადები ხარჯების სრული განაწილებით და ზღვრული დანახარჯებით

თემა № 9: თვითღირებულების კალკულაცია განსაკუთრებული დანიშნულებით

თემა № 10: წარმოების პროცესების მიხედვით თვითღირებულების აღრიცხვა

თემა № 11: მომსახურების თვითღირებულების კალკულაცია

თემა № 12: დანახარჯების ნორმატიული კალკულაცია

სწავლებისა და სწავლის მეთოდები:

– ჯგუფური (collaborative) მუშაობა
– თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება
– შემთხვევის ანალიზი (Case study)
– დემონსტრირების მეთოდი
– ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი, სინთეზი
– ახსნა–განმარტებითი მეთოდი
– ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება.

  • კურსის ხანგრძლივობა: 28 საათი
  • კურსის ღირებულება: 350 ლარი
  • მეცადინეობები ტარდება: კვირაში 2 ჯერ. ხანგრძლივობა 2 სთ.

მოგვმართეთ: 227 36 01; 595 424989; 574 105959