55454545

თეონა ყაფლანიშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს, ასევე ზოგადი ინგლისური ენის კურსს მოზრდილთათვის, ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილებს 6-9 წლის ბავშვებისთვის, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს, ასევე სასწავლებლად და სამუშაოდ უცხოეთში მიმავალ სტუდენტებისთვის სწრაფშემსწავლელ კურსს. ასწავლის ქართულს ინგლისურენოვან მსურველებს.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურა ინგლისური ენის სპეციალობით.
პროფესიული ტრენიგები: გავლილი აქვს ინგლისური ენის ტრენინგ-კურსები: teaching Speaking Skills through Video Lessons (British Council), Classroom Language (ETAG), Primary teacher Training Online (British Council), Preparing Students Successfully for ELT Exams, Language Development (ETAG). ჩაბარებული აქვს ინგლისური ენის მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა და გამოცდის შედეგების მიხედვით წარმოადგენს საუკეთესოთა ათეულს.
სამუშაო გამოცდილება: ასწავლიდა ინგლისურ ენას თბილისის 24-ე საჯარო სკოლასა (1-12 კლ) და ინგლისური ენის სპეციალიზირებულ სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში. აქვს ხანგრძლივი კერძო პედაგოგიური პრაქტიკა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.