55454545

ეკა შავერდაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

ჩვენს ცენტრში ასწავლის ქართულ ენასა ქართველ და არაქართველ მსურველებს. მან ქართულად აალაპარაკა არაერთი ჩვენი უკრაინელი, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქე. ამზადებს აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
განათლება: დაამთავრა ილიას სახ. უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
პროფესიული ტრენიგები: ჩაბარებული აქვს პედაგოგთა ეროვნული სასერტიფიკატო გამოცდა. გავლილი აქვს უამრავი ტრენინგი. მათ შორის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები; ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდები; ინტერაქტიური სწავლება, კრიტიკული აზროვნება.
სამუშაო გამოცდილება: ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს თბილისის საჯარო სკოლაში. აქვს 23 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, აბიტურიენტებთან მუშაობის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკა, კარგად იცნობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და საგამოცდო პროგრამებს, აქვს რუსულენოვანი მოსწავლეებისთვის ქართული ენის სწავლების საკუთარი საავტორო პროგრამა.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ფრანგულ ენებს.