55454545

ლევან თოდუა, ესპანური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ესპანური ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისთვის, ასევე საერთაშორისო სადიპლომო გამოცდისთვის (DELE) მოსამზადებელ კურსს. ესპანურ ენას ასწავლის ქართულენოვან, რუსულენოვან და ინგლისურენოვან მსურველებს.
განათლება: განათლება მიღებული აქვს საქართველოს და მადრიდის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე დაამთავრა ESCUELA OFICIAL DE IDIOMAS DE MADRID.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ესპანური ენის ლექტორად, აქვს თარჯიმნად მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება მადრიდის სხვადასხვა კომპანიებში. აქვს ესპანური ენის სხვადასხვა ასაკის მსმენელებისთვის სწავლების ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება.
სხვა: არის წიგნის "ესპანური ენის გრამატიკა და პრაქტიკული სავარჯიშოები" ავტორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ესპანეთის წამყვან გამოცემებში. ფლობს ქართულ, რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებს.