55454545

ირაკლი ძოწენიძე, მათემატიკისა და ზოგადი უნარების პედაგოგი.

ჩვენს ცენტრში უძღვება მათემატიკისა და ზოგადი უნარების კურსს მოსწავლეების, აბიტურიენტების, მაგისტრანტებისა და სამუშაოს მაძიებელთათვის.
განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა.
სამუშაო გამოცდილება: აქვს აბიტურიენტების მომზადების ხანგრძლივი კერძო პრაქტიკა უნარებსა და მათემატიკაში. მუშაობდა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების ცენტრში ზოგადი უნარების მოწვეულ პედაგოგად; სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მათემატიკისა და ბიომექანიკის დეპარტამენტში სამედიცინო ინფორმატიკის, მათემატიკის მოწვეულ პედაგოგად; მეექვსე საავტორო სკოლაში მათემატიკისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგად; მოწვეულ სპეციალისტად ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტში, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და `ქართული ენციკლოპედია~-ში მოწვეულ სპეციალისტად, ასევე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატში ინფორმაციის დამუშავების ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტ-პროგრამისტად; კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში კომპიუტერიზაციის სექტორის გამგედ.
სხვა: ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.