55454545

ლელა (ლიკა) ეზუგბაია, იტალიური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება იტალიური ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისთვის, ასევე საერთაშორისო სადიპლომო გამოცდისთვის (PLIDA) მოსამზადებელ კურსს. იტალიურ ენას ასწავლის ქართულენოვან, რუსულენოვან და ინგლისურენოვან მსურველებს.
განათლება: დაამთავრა რომის კერძო უნივერსიტეტი LUMSA (სამაგისტრო პროგრამა-სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და მართვა), რომის სახელმწიფო უნივერსიტეტი „“რომა ტრე“ (სამაგისტრო პროგრამა - იტალიანისტიკაში), პერუჯის უნივერსიტეტი უცხოელებისთვის, იტალიური ენის C2 დონის კურსი (მიმართულება-ტექნიკურ-კომერციული ენა), თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პედაგოგიკის ფაკულტეტი, წარჩინებით.
პროფესიული ტრენინგები: FORUM PA 2015, რომი - Service Design Thinking საჯარო სექტორში: ექსპერიმენტი და თანამშრომლობა, FORUM PA 2015, რომი - მომავლის დაგეგმვა: ინფორმაციის დამახსოვრების, გადამუშავების და გადაცემის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, იტალიური ენის ცენტრი Edulingua მაჩერატას უნივერსიტეტი (იტალია)-იტალიური ენის სწავლება უცხოელებისათვის და გადამზადების კურსი იტალიური ენა საზღვარგარეთ მოღვაწე იტალიური ენის პედაგოგებისათვის, პერუჯის უნივერსიტეტი უცხოელებისთვის - გადამზადების კურსი იტალიური ენა საზღვარგარეთ მოღვაწე იტალიური ენის პედაგოგებისათვის.
სამუშაო გამოცდილება: რომის სასამართლო - თარჯიმანი, ტექნიკური კონსულტანტი, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში - მდივანი-კანცელარიის გამგე, თბილისის იტალიური აკადემია -დამფუძნებელი, დირექტორი, იტალიური ენის პედაგოგი, დანტე ალიგიერის საზოგადოება (თბილისი) - იტალიური ენის პედაგოგი, იტალიური ენის სასერტიფიკაციო ცენტრი PLIDA - გამომცდელი (ზეპირი გამოცდა), გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის პედაგოგი, ქართულ-ევროპული უნივერსიტეტი - იტალიური ენის ლექტორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა თარჯიმნად თბილავიამშენში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციში, მარნეულის სასურსათო ქარხანაში, იტალიის ტელეარხზე Rai Tre, მოდის საერთაშორისო ფესტივალი Medmoda - თარჯიმანი პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში.
სხვა: ფლობს ფლობს ქართულ, იტალიურ, რუსულ, ინგლისურ ენებს.