HR მენეჯერი -ადამიანური რესურსების მართვა. რეკრუიტმენტი.

დაეუფლეთ პერსონალის მართვის ხელოვნებას სწრაფად და ეფექტურად! ILC-ს HR მენეჯერის კურსები მოგცემთ უნიკალურ შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში გაერკვიოთ პერსონალის მართვის სამსახურის პრინციპებში, სწორად დაგეგმოთ და წარმართოთ ამ სამსახურის მუშაობა. ტრენინგის შემდეგ შეიძენთ იმ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ ჩვევებს, რომელიც გაზრდის თქვენი, როგორც პროფესიონალის, კონკურენტუნარიანობას სამუშაოს მაძიებელთა ფართო ბაზარზე.

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

  • გაეცნოთ ადამიანური რესურსების ეფექტური მართვისა და განვითარების პრინციპებს, მეთოდებსა და ინსტრუმენტებს;
  • განიხილოთ და პრაქტიკულად იმუშავოთ ორგანიზაციული განვითარების, თანამშრომელთა მოტივირების, გუნდის მართვის, ეფექტური კომუნიკაციისა და სტრესის მართვის საკითხებზე;
  • შეისწავლოთ ადამიანური რესურსების მართვის ფსიქოლოგიური ფაქტორები, პერსონალის სწავლებისა და განვითარების მართვით მიდგომები.
  • ადამიანური რესურსების მართვის კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

    1. ადამიანური რესურსების მართვის როლი თანამედროვე ორგანიზაციებში:
    -ძირითადი მიზნები, ამოცანები;

    2. პერსონალის შერჩევა, ადაპტაცია/ორიენტაცია:
    -ვაკანსიის გამოცხადების ეფექტური წყაროს განსაზღვრა, ტესტირების, გასაუბრების დაგეგმვა-ჩატარება;
    -მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება აპლიკანტების შესახებ;
    -შერჩეული თანამშრომლის ორგანიზაციაში ადაპტაცია/ორიენტაცია;
    -რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენა;

    3. საკადრო კანცელარიის სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მართვა.

    4. სამუშაოს ანალიზი:
    -ორგანიზაციული სტრუქტურა;
    -ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების პროცესი;
    -შიდა ორგანიზაციული კვლევის ჩატარება;
    -თანამდებობრივი ინსტრუქციების და პროცედურების შემუშავება;
    -სამუშაოს შეფასება, სახელფასო, სამოტივაციო, საბონუსე სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პროცესი;
    -პერსონალის განვითარების სისტემის შემუშავება - ტრენინგ საჭიროებების განსაზღვრა.

    სასწავლო კურსის შედეგად, ტრენინგის მონაწილეებს შეეძლებათ ზუსტი და პრაქტიკული წარმოდგენა იქონიონ ადამიანური რესურსების მართვის შესახებ; გავლილი კურსის შედეგად თქვენ შეძლებთ მართოთ ნებისმიერი კომპანიის თუ ორგანიზაციის პერსონალი ეფექტურად. კურსის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისათვის.

    კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი.
    კურსის ღირებულება: 400 ლარი.