სასწავლო ცენტრი “აიელსი” უკვე 15 წელია აქტიურად მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში. დღეისთვის ასეულობით მსმენელს მივეცით განათლება და შევძინეთ პროფესია.

ცენტრის მისიაა დაინტერესებულ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შესთავაზოს მაღალი კლასის სასწავლო კურსები, რომელიც შეესაბამება შრომითი ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს, ეფუძნება შესაბამისი მიმართულების საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას და იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს.

ilc

ჩვენ გთავაზობთ, როგორც პროფესიულ გადამზადებას, ასევე პირველად სწავლებას. აქ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც გაზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას თანამედროვე შრომის ბაზარზე.

მოგვმართეთ ნებისმიერ დროს. აქ დაგხვდებათ:

- თქვენს შესაძლებლობებზე მორგებული >>> სასწავლო პროგრამები <<<
- პროფესიონალი >>> პედაგოგები <<<
- კეთილგანწყობილი >>> გარემო <<<

ჩვენთან სწავლობენ:

- სკოლის მოსწავლეები
- აბიტურიენტები
- დასაქმებულები და დროებით უმუშევრები
- კორპორატიული ჯგუფები
- უცხოეთში სასწავლებლად ან სამუშაოდ მიმავალი პირები
- ბავშვები და ახალგაზრდები
- ზრდასრულები და ხანდაზმულები
- ქართველები და უცხოელები

ჩვენთან ასწავლიან


- მაღალკვალიფიციური, ხანგრძლივი პედაგოგიური გაამოცდილების მქონე პროფესიონალები, დარგის თვალსაჩინო სპეციალისტები.
- მათ შორის არიან სამეცნიერო ხარისხის მფლობელები, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.
- ჩვენი ყველა პედაგოგი არის პრაქტიკოსი-სპეციალისტი იმ დისციპლინაში, რომელსაც ასწავლის. ამიტომ მათთან ურთიერთობა ფასდაუდებელი გამოცდილებაა.

სწავლების მეთოდები

სასწავლო პროცესი დამყარებულია პროფესიონალების მიერ შემუშავებულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ვიყენებთ თანამედროვე სასწავლო ვიზუალურ, აუდიო და ვიდეო მასალას; თანამედროვე სახელმძღვანელოებს. ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ჩვენი პედგოგების საავტორო კურსს, რომელიც მათ შექმნეს მრავალწლიანი გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე.

მსმენელთა ორგანიზება

სწავლება მიმდინარეობს 5-6 კაციან ჯგუფებში, ზოგიერთი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მინი-ჯგუფებს: 3-4 მსმენელი. თქვენი სურვილისამებრ, ასევე შესაძლებელია სწავლება როგორც წყვილებში, ისე ინდივიდუალურად.

გაკვეთილების ცხრილი

გაკვეთილები ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10 სთ-დან საღამოს 21 სთ-მდე. თითოეული სასწავლო კურსისთვის განსაზღვრულია მეცადინეობის ხანგრძლივობა. ზოგიერთი კურსი მოიცავს საფეხურებსა და დონეებს.

სერტიფიკატი

თითოეული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ ტესტირების საფუძველზე მსმენელი მიიღებს ევროპული სტანდარტის ორენოვან (ქართულ/ინგლისურ) სერტიფიკატს. წარჩინებულ მსმენელებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი.