ORIS კურსი


ლექციის პერიოდი

20/05/2024 - 20/07/2024


ხანგძლივობა

1 თვე 8 ლექცია


ლექციების მიმდინარეობა

ონლაინ - ტრენინგ ცენტრში

ღირებულება

150(ჯგ) ₾-200(ინდ) ₾

კურსის აღწერა

კომპიუტერული პროგრამა ORIS Accounting არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება ამარტივებს საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს, ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მოკლე დროში ცდომილებების გარეშე. მთავარია – ისწავლოთ დოკუმენტების სწორად აღრიცხვა. თქვენ ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე. პრაქტიკული ტრენინგ კურსი ინტერაქტიული ფორმატისაა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხდება თქვენთვის ყველა გაუგებარი საკითხის დეტალური განხილვა, ამოცანებისა და სავარჯიშოების დახმარებით მასალის ათვისების შემოწმება. ყველა განხილული საკითხის განმტკიცება ხდება პრაქტიკული სავარჯიშოების ამოხსნით.

კურსის სილაბუსი

• პროგრამის გაშვება, ახალი ორგანიზაციის შექმნა, პაროლის დაყენება.
• მენიუს ღილაკები და ფუნქციები. სწრაფი კლავიშები.
• ანგარიშთა გეგმა. ანგარიშთა გეგმის ხის შეკუმშვა და გაშლა. ქვეანგარიშის დამატება.
• საწყისი ნაშთი.
• საოპერაციო და ანალიზური პერიოდის დაყენება.
• საბუღალტრო გატარებები.
• სადებეტო ანგარიში.
• ანგარიშების დათვალიერება. კორექტირება, წაშლა.
• სასაქონლო ანგარიშების შექმნა. ინდივიდუალური სასაქონლო ბარათების შექმნა, საქონლის გაცემა.
• მუშაობა ორგანიზაციასთან: ორგანიზაციის სახეობის ანგარიშები. საგადასახადო დავალება.
• ანგარიშთა სახმობების გამოყენება.
• ხელფასი: კადრების დამატება, მონაცემთა შეტანა თანამშრომელზე. დარიცხული ხელფასი, ბიულეტინი, შვებულება, ხელშეკრულება. ხელფასის დაანგარიშება.
• ძირითადი საშუალებები: ძირითადი საშუალებების ბარათის დამატება. ცვეთის დარიცხვა, საბალანსო ღირებულება.
• აწყობილი სამეურნეო ორგანიზაციები: სამეურნეო ოპერაციათა აწყობა და გადაკეთება.
• ანგარიშგებები: დეკლარაციები, საცდელი ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულის მოძრაობა.
• ვალუტა და პროექტები: ვალუტის კურსის დაფიქსირება. გატარებები სხვადასხვა დაფინანსების წყაროს მქონე პროექტებისთვის.
• სისტემის პარამეტრები და მომხმარებლები. ასლის შენახვა და აღდგენა.
• გატარებების ფანჯრის დამატებითი ღილაკები: ოპერაციის დამატება. ძებნა. ფილტრი. დალაგება. მონაცემების ექსპორტი-იმპორტი. მემორიალები.

რეგისტრაცია

მენტორი

 lecture

გიორგი ხვედელიძე