ტრენინგები მომსახურების სფეროში დასაქმებული პერსონალისთვის


ლექციის პერიოდი

შეთანხმებით


ხანგძლივობა

1 თვე
ოთხი მოდული


ლექციების მიმდინარეობა

ონლაინ - ტრენინგ ცენტრში

ღირებულება

730 ₾

კურსის აღწერა

კომპანიის რეპუტაციას განსაზღვრავს მისი მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია. კლიენტთან ურთიერთობაში უმეტესად პირველი შთაბეჭდილებაა გადამწყვეტი. გთავაზობთ ტრენინგს ფრონტ-ოფისის, ბექ-ოფისის, გაყიდვების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის, ოფისმენეჯერებითვის, სუპერვაიზერებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
გადაამზადეთ პერსონალი და იყავით დარწმუნებული, რომ თქვენ მხოლოდ მადლიერი და ერთგული კლიენტები გეყოლებათ.
ტრენინგს უძღვება: სერტიფიცირებული ტრენერი - ნატალია მაისურაძე, რომელსაც აქვს პერსონალის გადამზადების მრავალპროფილიანი გამოცდილება და ტრენერად მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი.
ტრენინგი ითვალისწინებს 4 სასწავლო მოდულს, აწყობილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე და მოიცავს რეალურ პრაქტიკულ სასწავლო ქეისებს.
ინტერესების გამოხატვისას გადმოგეგზავნებათ თემატიკა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, აირჩიოთ სასურველი მოდული ან მოდულები კომპანიის საჭიროებების მიხედვით. ასევე, შესაძლებელია ცვლილებების შეტანა თემატიკაშიც. სწავლების პრინციპები: • ყოველ შეხვედრაზე ტრენინგის მონაწილეებს ელექტრონულად გადაეგზავნებათ შესაბამისი სასწავლო მასალები – „ჰენდაუტები“ და დამატებითი მასალები;
• ტრენინგის მსმენელი მოისმენს და ნახავს პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს;
• შეხვედრის მონაწილეებს შორის განხილული იქნება სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითები სტუმართან მიმართებაში და დაიდგმება სიტუაციური თამაშები;
• ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას, მიღებული ცოდნის შეჯერებასა და ტესტირებას.
I მოდული: ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია.
• 4 სამუშაო შეხვედრა, 1 შეხვედრის ხანგრძლივობა 2, 0 სთ;
• მოდულის ღირებულება 250 ლარი
II მოდული: დალაგება-დასუფთავების სამსახური. • 2 სამუშაო შეხვედრა, 1 შეხვედრის ხანგრძლივობა 2, 0 სთ;
• მოდულის ღირებულება 160 ლარი
III მოდული: უსაფრთხოების სამსახური.
• 2 სამუშაო შეხვედრა, 1 შეხვედრის ხანგრძლივობა 2, 0 სთ;
• მოდულის ღირებულება 160 ლარი
IV მოდული: ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
• 2 სამუშაო შეხვედრა, 1 შეხვედრის ხანგრძლივობა 2, 0 სთ;
• მოდულის ღირებულება 160 ლარი
კორპორაციებისა და ჯგუფური შეკვეთების დროს, ტრენინგზე მოქმედებს 15%

სასწავლო მოდულების მოკლე აღწერილობა:
•სტუმართან/მომხმარებელთან კომუნიკაციის თანამედროვე სტანდარტები;
•პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვა.
•უნიფორმიანი პერსონალის სამსახურის საქმიანობის წარმართვა;
•ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლის როლები და ფუნქციები;
•სისუფთავის შემოწმების სტანდარტები;
•დასუფთავების კლასიფიკაცია სირთულის მიხედვით;
•ქიმიური ნივთიერებების შესაბამისი გამოყენების წესები;
•პერსონალის მხრიდან უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
•ტექნიკური აღჭურვილობის კონტროლი კომპეტენციათა ფარგლებში;
•ორგანიზაციაში უსაფრთხოების სხვადასხვა წესებისა და კონცეფციების შემუშავება;
ტრენინგს, დამკვეთთან შეთანხმებისამებრ, შესაძლებელია დაემატოს სხვა მომიჯნავე, მსგავსი თემები.
მონაწილეთა ტესტირების საფუძველზე მსმენელებს გადაეცემათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 10.
ტრენინგის ჩატარებისთვის აუცილებელი მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა 4 - 5 მსმენელი.

რეგისტრაცია

მენტორი

 lecture

გიორგი ხვედელიძე