რუსული ენის კურსი


ლექციის პერიოდი

შეთანხმებით

თვეში 8-12 ლექცია
16-24 საათი


სერთიფიცირება

საერთაშორისო


ლექციების მიმდინარეობა

ონლაინ - ტრენინგ ცენტრში

ღირებულება

120-180 ₾ -- 1 თვე


კურსის აღწერა

რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა “აიელსიში”?



ამ სფეროში 15-წლიანი გამოცდილების შედეგად ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს

♦ განათლების მქონე, მაგრამ გამოუცდელი მასწავლებლი
♦ არადიპლომირებული ენის მცოდნე მოყვარული მასწავლებელი
♦ დიპლომირებული და გამოცდილი, მაგრამ არაორგანიზებული მასწავლებელი
♦ უბრალოდ ძალიან კარგი მასწავლებელი

ჩვენ ვუფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას, ვიცით, როგორ შევარჩიოთ საჭირო კადრი, ჩვენი მიზანია გაგიმარტივოთ კარგი მასწავლებლის მოძებნის რთული პროცესი. სწორედ ამიტომ, ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული და სერტიფიცირებული მასწავლებლები. სწორედ ამიტომ, ჩვენთან მოსწავლეს უმეტესად საშუალება აქვს აირჩიოს მასწავლებელი, ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, გაგვიზიაროს სურვილები და მოლოდინი.

აირჩიე სასურველი ენა და გვეწვიე.

აქ დაგხვდებათ:

- თქვენს შესაძლებლობებზე მორგებული >>> სასწავლო პროგრამები <<<
- პროფესიონალი >>> მასწავლებლები <<<
- კეთილგანწყობილი >>> გარემო <<<

სწორედ ამიტომ, ჩვენთან ენის სწავლა აზარტული, სახალისო და, რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულია.

ჩარიცხვის წესი და გადახდის პირობები: ტესტირების და მასწავლებელთან გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში (3-5 მოსწავლე) ან სურვილისამებრ, იმეცადინებთ წყვილში (2 მოსწავლე) ან ინდივიდუალურად.

• მე-2 გაკვეთილზე გაფორმდება სასწავლო ხელშეკრულება
• მე-3 გაკვეთილზე სრულად იფარება მიმდინარე თვის გადასახადი
• კურსის დასრულებისას ტარდება ტესტირება და გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი.

გვესტუმრეთ! გზა წარმატებისკენ სწორი არჩევანით იწყება! გამოიყენეთ შანსი!

>>>>>>>> ზოგადი რუსული ენის კურსი ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის

თანამედროვე შრომით ბაზარზე იზრდება მოთხოვნა რუსული ენის მცოდნე კადრებზე. გაზარდეთ თქვენი კონკურენტუნარიანობა, დაეუფლეთ რუსულ ენას ხელმისაწვდომ ფასად. ILC-ში რუსულ ენას ეუფლებიან ნებისმიერი დონისა და ასაკის მსურველები. სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე სახელმძღვანელოებით და მეთოდებით. ეფექტურად დაგეგმილი სასწავლო პროგრამის შედეგად მსმენელი ყოველდღიურად გაიუმჯობესებს წერის, კითხვის, საუბრის, მოსმენა-აღქმის უნარ-ჩვევას, გაიმდიდრებს ლექსიკას, სრულყოფს გამოთქმას, ინტონაციას, ისწავლის პრაქტიკულ და საჭირო ფრაზებს, დაძლევს უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობას. ძირითადი სახელმძღვანელოების გარდა მსმენელებს გარკვეულ დონეზე ეძლევათ დამატებითი ლიტერატურა, რაც მთავარია, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებთ რუსულ ენაზე საუბარს.

* მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ (თვეში 8).
* გაკვეთილის ხანგრძლივობა ჯგუფში 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ.
* ON-LINE რეგისტრაცია
* ON-LINE ტესტირება



კურსის სილაბუსი


>>>>>>>> მომზადება ეროვნული გამოცდისთვის

თქვენ მოგამზადებენ კვალიფიციური, პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ არამარტო საგნის ღრმა ცოდნა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, არამედ, კარგად იცნობენ, როგორც საგნობრივ პროგრამას, ასევე საგამოცდო სისტემას. კურსის მიზანია:
• არსებული ენობრივი კომპეტენციის გამყარება
• ცოდნის ორგანიზება საგამოცდო მოთხოვნების შესაბამისად
• საგამოცდო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
• დროის სწორად გადანაწილება
• ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესება-ახალ დონეზე გადასვლ
• ანალოგიურ ტესტებზე მუშაობა
• იმიტირებული გამოცდა

• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ.
* ON-LINE რეგისტრაცია
* ON-LINE ტესტირება

>>>>>>>>> რუსული ენის მოკლევადიანი 3-6 თვიანი კურსი

მოკლევადიანი კურსი ითვალისწინებს მარტივი საკომუნიკაციო ლექსიკის ათვისებას, მიმინალურ გრამატიკას, მოსმენის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზნობრივად შერჩეული სიტუაციური დიალოგები და ფრაზები ენის სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ.
• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). ხანგრძლივობა ჯგ. 1 სთ 30 წთ., წყვილში ან ინდივიდუალური 1 სთ.
* ON-LINE რეგისტრაცია
* ON-LINE ტესტირება

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> კორპორატიულ ჯგუფებს

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ ინგლისური ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში.
ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.

• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ.
* ON-LINE რეგისტრაცია
* ON-LINE ტესტირება

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> რუსული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის

ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა - პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ რუსულ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, როლურ თამაშებს. აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ ბ1-ის დონეზე.

• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ. კურსის ხანგრძლივობა 2 თვე.
* ON-LINE რეგისტრაცია
* ON-LINE ტესტირება

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> რუსული ენის სახალისო გაკვეთილები 7-11 წლის ბავშვებისთვის

ენის შესწავლა ხდება ასაკის შესაბამისი თეორიულ მასალებითა და მხიარული აქტივობებით, საკომუნიკაციო სავარჯიშოებით, ლექსებით, გამოცანებით, ზღაპრებითა და თემატური დიალოგებით. აუდიო და ვიზუალური მასალების გამოყენებით, სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესოა და. რაც მთავარია, აქ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გარემო და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ.
* ON-LINE რეგისტრაცია
* ON-LINE ტესტირება

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> ქართული ენა რუსულენოვანებისთვის

საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა. სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.
ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.
წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც.
ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას.
დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.

• გაკვ. ტარდება კვ. 2-ჯერ (თვეში 8). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ.
* ON-LINE რეგისტრაცია

მენტორი

 lecture

ეკატერინე

მენტორი

 lecture

ნატა დოლიძე