Skip to main content Skip to search

აუდიტორული და ბუღალტრული მომსახურება

logo-web3-1024x695

ჩვენი აუდიტორები შედიან იმ 120 კაციან ჯგუფში, ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მუშაობდა ალტერნატიული აუდიტის სფეროში.

ჩვენ ვზრუნავთ რეპუტაციაზე! არცერთი თეთრის დარიცხვა არ განხორციელებულა საგადასახადო ორგანოების მხრიდან ჩვენ მიერ აუდიტირებულ საწარმოებში.

ჩვენი თანამშრომლების განათლება, ცოდნა, გამოცდილება, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა, მაღალი პროფესიული სტანდარტი იძლევა 100% გარანტიას, რამაც სამართლიანად დაგვიმკვიდრა ერთ-ერთი ძლიერი აუდიტორული ფირმის რეპუტაცია.

archiving

სადაგადასახადო აუდიტი კანონმდებლობის სრული დაცვით

ჩვენ გაგიწევთ სრულ აუდიტორულ მომსახურებას თქვენი ბიზნესის ყველა ასპექტისა და საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოეზე ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა ინსტანციაში. აუდიტის განხორციელების პროცესში ჩვენი კომპანიის მიზანია კანონმდებლობასთან შეუსაბამობების აღმოფხვრა, გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების ოპტიმიზაცია დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე და სანქციების თავიდან აცილება ან მინიმიზაცია.

გაიგე მეტი >>>

legal

სადაგადასახადო დავები

ჩვენ ვიცნობთ საგადასახადო კანონმდებლობის ყველა ნიუანსს და გვაქვს  საგადასახადო დავების რეგულირების მრავალფეროვანი გამოცდილება.

ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს საგადასახადო და სასამართლო ორგანოებში და უზრუნველვყოფთ საგადასახო ორგანოებთან კორექტული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

 გაიგე მეტი >>>

8-360x267

საკონსულტაციო მომსახურება – სწორად დაგეგმეთ თქვენი საქმიანობა

ჩვენ კარგად ვიცით ორგანიზებული საგადასახადო აღრიცხვის მნიშვნელობა. ამიტომ მუდმივად თვალს ვადევნებთ განხორციელებულ ან დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებს. რაც საშუალებას გვაძლევს სწორად გავთვალოთ რისკები, განვსაზღვროთ პასუხისმგებლობები და ვალდებულებები და თავიდან აგაცილოთ ოფიციალური დუკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული მოულოდნელობები.

თქვენ მიიღებთ აქტუალურ და სასარგებლო ინფორმაციას, პროფესიონალურ რჩევებსა და რეკომენდაციებს ამ სფეროში აღიარებული ავტორიტეტებისგან, ეს კი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ გონივრული და სწორი გადაწყვეტილებები.

გაიგე მეტი >>>

21-360x267

ბუღალტრული მომსახურება – ფოკუსირებული თქვენს ბიზნესზე

ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება, როგორც დიდ ფირმებსა და კომპანიებში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტებში – ეს არის ჩვენი მომსახურების ერთ–ერთი აქტიური მიმართულება.

“მიგა აუდიტი” მოგიწესრიგებთ ნებისმიერი სირთულის ბუღალტერიას, უზრუნველყოფს ანგარიშებისა და დეკლარაციების სიზუსტეს და უტყუარობას, გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას საბურალტრო შემოწმების პერიოდში.

გაიგე მეტი >>>

ყოველთვის, როცა დაგჭირდებით! დაკავშირების მხოლოდ ერთი მცდელობა: ზარი, მესიჯი, წერილი და ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად განვიხილოთ ყველა საკითხი თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 91 47 95

გამოავლინეთ თქვენი პოტენციალი სრულად, დროულად და მარტივად

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს საბუღალტრო, აუდიტორულ, ფინანსურ მომსახურებაზე. თქვენ კი მშვიდად განაგრძეთ სასურველი საქმის კეთება და საკუთარი პოტენციალის გამოვლენა როგორც თქვენი პირადი, ასევე კომპანიის თითოეული თანამშრომლისა და სერთო კეთილდღეობისთვის.