Skip to main content Skip to search

საგადასახადო აუდიტი

 

საგადასახადო აუდიტი გულისხმობს კომპანიის საგადასახადო ანგარიშგების დეტალურ რევიზიას მოწვეული აუდიტის მიერ. საგადასახადო აუდიტი საშუალებას იძლევა შემოწმდეს საგადასახადო ანგარიშსწორებებისა და გადახდების მართებულობა,  მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რაც ამცირებს საგადასახადო რისკებს და იცავს თქვენს კომპანიას მაკონტროლებელი ორგანოების პრეტენზიებისგან.

თანამშრომლის არაპროფესიონალიზმის, გამოუცდელობის, დაუდევრობის თუ არაკეთილსინდისიერების გამო დაშვებული შეცდომები და საგადასახადო კანონმდებლობის უნებლიე დარღვევა ითვალისწინებს სანქციებს. რისკების შემცირებისა და საჯარიმო სანქციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დროული საგადასახადო აუდიტის ჩატარება კომპანიაში.

საგადასახადო აუდიტის ჩატარება აუცილებელი ხდება აგრეთვე

  • კომპანიის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის დროს. არასწორიად შესრულებლი გადახდები, დაგროვილი ვალები და უზუსტობები ხშირად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი ხდება
  • ახალი ბუღალტრის დაქირავების შემთხვევაში – ახალი თანამშრომელი და კომპანიის ხელმძღვანელობა უნდა დარწმუნდნენ წინამორბედი თანამშრომლის საქმიანობის სისწორეში, კეთილსინდისიერებაში, აღრიცხვის მართებულობასა და კანონთან შესაბამისობაში
  • საგადასახადო სისტემაში საკანონმდებლო სიახლეების დანერგვისას

მიგა აუდიტის თანამშრომლები არიან ყველა სფეროს მაკონტროლებელ და საგადასახადო ორგანოებში საქმიანობის დიდი გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც შედიან იმ 120 კაციან ჯგუფში, ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მუშაობდა ალტერნატიული აუდიტის სფეროში.

არცერთი თეთრის დარიცხვა არ განხორციელებულა საგადასახადო ორგანოების მხრიდან
ჩვენ მიერ აუდიტირებულ საწარმოებში

დაგვიკავშირდი და იყავი მშვიდად!

591 91 47 95