მურმან კინწურაშვილი

მურმან კინწურაშვილი, მათემატიკის დოქტორი, სერტიფიცირებული წამყვანი მასწავლებელი


ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება მათემატიკის კურსს მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის. 
განათლება:  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, დოქტორანტურა. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრატურა; 

ნაშრომები: 10-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მათ შორის, მათემატიკის ცნობარი : აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეთათვის : თეორიული საკითხები, 2024. – 307გვ; ზოგადი უნარები : მათემატიკური ნაწილი. 33გვ.; ნიუტონის ბინომი და კომბინატორიკა და სხვ.

სამუშაო გამოცდილება:  საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU- მათემატიკის ასოცირებული პროფესორი. საქართველოს ბიზნეს აკადემია SBA-რაოდენობრივი წიგნიერების პედაგოგი; ახალი პროფესიული კოლეჯი, თბილისის 173, 150-ე და 46-ე საჯარო სკოლები, მათემატიკის პედაგოგი. 

სხვა: ფლობს ქართულ, ინგლისურ ენებს.