საგადასახადო კოდექსი

ლექციების პერიოდი

შეთანხმებით

 

 

ხანგძლივობა

5-6 თვე (44 ლექცია)

 

კურსის მიმდინარეობა

ონლაინ – ტრენინგ ცენტრში

ღირებულება

450 ₾

კურსის აღწერა

თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით – მოქმედი და დამწყები ბუღალტრებისთვის

თუ თქვენ ხართ დამწყები ან პრაქტიკოსი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს წარმომადგენელი, მეწარმე ან უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული პირი ჩვენი კურსი დაგეხმარებათ კარგად გაერკვეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ყველა ნიუანსში, პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოთ ყველა მუხლის მოქმედების არეალი.

კურსს უძღვებიან: მირიან გაბუნია თეა გორგოძე

მირიანი გაბუნია საგადასახადო აუდიტის სფეროში ერთ-ერთი აღიარებული აუდიტორია. საგადასახადო და დაბეგვრის სფეროში მას იცნობენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით. ძირეულად ფლობს ნებისმიერი ბიზნესკომპანიის საქმიანობის საგადასახადო სპეციფიკასა და ნიუანსებს. მირიან გაბუნია შედის საქართველოს მოქმედ დამოუკიდებელ საგადასახადო აუდიტორთა რეიტინგულ შემადგენლობაში (იხ. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსის 2014 წლის 30 ივნისის N32055 ბრძანება).

სამუშაო გამოცდილება: შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, მთავარ სპეციალისტი; სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამათლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მთავარი აუდიტორი;

შპს „GLOBAL CONSULTING”, მთავარი აუდიტორი; შპს “მიგა აუდიტი”, მთავარი ინსპექტორი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური და ექსპერტიზის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), უფროსი ინსპექტორი.

თეა გორგოძე   შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი ოფიცერი, საგადასახადო სფეროში ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური სპეცილისტია მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით.

სასწავლლო პროგრამა მოიცავს საგადასადო კოდექსის ყველა თემას, ლექციები ინტერაქტიურია და მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს, ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას და რაც მთავარია, თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიკაციურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სირთულის საკითხებზე

კურსის სილაბისი

  • საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი და მისი ნოვაციები კონკრეტული საქმეების, პრაქტიკული ამოცანების და სიტუაციურ მაგალითებზე;
  • საგადასახადო კოდექსი ცვლილებამდე და ცვლილებების ჩათვლით;
  • ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლების არსი გადასახადების მიხედვით, კოდექსის მუხლების შესაბამისად;
  • ამა თუ იმ გადასახადზე რისკის მატარებელი ან ბუნდოვანი ჩანაწერი;
  • მაგალითები საგადასახადო ორგანოების მხრიდან განხორციელებული დარიცხვის პრაქტიკის მიხედვით და ასეთ დროს საჭირო მიდგომა;
  • კაზუსები და საგადასახადო დავების პრაქტიკა;
  • მსმენელების მიერ წარმოდგენილი მაგალითები, ასევე პრაქტიკაში საწარმოების მიერ დაშვებული დარღვევები და ამ მაგალითების შესაბამისად დავების განმხილველი ორგანოების მხრიდან მიდგომები გამოტანილი გადაწყვეტილებების დამოწმებით, აგრეთვე უახლოესი მანუალების (სიტუაციური სახელმძღვანელო) შესაბამისად;
  • საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები და მათი გავლენა გადასახადებზე;
  • საქონლის, კაპიტალის, სახმარი ღირებულების, თვითღირებულების და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობის ზოგადი წარმოდგენისათვის;
  1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; გადასახადის ცნება და სახეები; საგადა-სახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები.
  2. გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი 
  3. გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა; გადასახადის გადამხდელის და საგადასახადო ორგანოთა უფლებები და ვალდებულებები; გადასახადის გადამხდე-ლისთვის ინფორმაციის მიწოდება. 
  4. საგადასახადო ვალებულება და მისი შესრულება. საგადასახადო ანგარიშგება.
  5. საშემოსავლო გადასახადი. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.
  6. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია.
  7. მოგების გადასახადი. მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია.
  8. ერთობლივი შემოსავალი; გამოქვითვები და ზარალი.  
  9. შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან. საგადასახადო აღრიცხვის წესები. გადა-სახადების ადმინისტრირების წესები.  გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია. ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის  შესახებ.
  10. დამატებული ღირებულების გადასახადი; დღგის დეკლარაცია.
  11. აქციზი. აქციზის დეკლარაცია.
  12. ქონების გადასახადი. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია. საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.
  13. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა; საგადასახადო კონ-ტროლი; მიმდინარე კონტროლის პროცედურები და საგადასახადო შემოწმება.
  14. საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა 
  15. საგადასახადო შეთანხმება და საგადასახადო დავა.

მენტორი

მირიან გაბუნია