ნებისმიერი ორგანიზაციის ცნობადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება მისი საქმიანობის შესახებ. ინფორმაციის გავრცელების ხერხები და საშუალებები კი მრავალფეროვანია. კონკურენტ ორგანიზაციებს შორის უპირატესობას ანიჭებენ იმას, რომელზეც მეტი და სანდო ინფორმაცია არსებობს. ამიტომ ყველა ორგანიზაცია ცდილობს აქტიური საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჰყავდეს და შესაბამისად, იზრდება ამ სფეროში მოთხოვნილება პროფესიონალ კადრზე.
ჩვენი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მსმენელისათვის იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიცემას, რომელიც აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე წარმატებული მუშაობისათვის.
ჩვენი მიზანი თქვენი წარმატებაა!!!
გაკვეთილები ტარდება
კვ. 2-ჯერ / თვეში 8 გაკვეთილი
კურსის ხანგრძლივობა
10 საათი
გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი
300 ლარი
გადახდა მესამე გაკვეთილზე
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- PR საზოგადოებასთან ურთიერთობა – შესავალი, პიარის წარმოშობის ისტორია და განვითარების ეტაპები, PR –ს ისტორიული ასპექტები მსოფლიოსა და საქართველოში;
- PR სამსახურის მუშაობის პრინციპები;
- PR პროფესიონალის ფუნქციები, უფლება–მოვალეობები; სამუშაოს ზოგადი აღწერილობა;
- დროის მენეჯმენტი;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კონცეფციის შემუშავება;
- სოციალური მედია, როგორც ონლაინ PR-ს აუცილებელი კომპონენტი;
- საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობების პროექტების შემუშავება–საზოგადოებასთან შეხვედრების ეფექტური ორგანიზებისათვის; დაინტერესებული ჯგუფების განსაზღვრა; სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; თემატური შეხვედრების ორგანიზება;
- ეფექტური უკუკავშირი -Feedback- არსი, ფუნქცია და უზრუნველყოფა;
- კრიზისული სიტუაციის მართვა; რთულ ადამიანებთან ურთიერთობა;
- PR –პაბლისითი; იმიჯი, რეპუტაცია, კორპორატიული იდენტურობა; მესიჯი და სლოგანი, მსგავსება და განსხვავება; რეკლამა და სპონსორობა; სარეკლამო განცხადებების შედგენის ხელოვნება;
- PR –კამპანიის დაგეგმვა; ანალიზი, განხორციელება და მონიტორინგი;