უცხო ენის ცოდნა პროფესიული წარმატების მიღწევაში გეხმარება, გიადვილებს საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას, საშუალებას გაძლევს იგრძნო თავი “შენიანად” უცხოენოვან გარემოში, ხელმისაწვდომი ხდება უახლესი ინფორმაცია თქვენთვის საიტერესო სფეროში, ახალი ენის სწავლით, სწავლობ სამყაროს აღქმას ახალი ხედვით და ეს ყველაფერი არ არის. ახალი ენის შესწავლისას იზრდება თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ვითარდება აზროვნება, ვარჯიშდება გონება, უმჯობესდება რეაქცია.
უცხო სიტყვების ასათვისებლად გიწევს მშობლიური ენის სიღრმეებს ჩაწვდე. შედეგად, საკუთარ ენასაც მეტად აფასებ და უცხოს პატივისცემასაც სწავლობ. ხვდები, რამდენად გიმარტივებს საკუთარი ენის კარგად ცოდნა ახალი ენის შესწავლას. ახალ ენას მოაქვს ემოციების მრავალფეროვნება, თავდაჯერებულობა, თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობები.
გთავაზობთ გერმანული ენის
კურსების ფართო არჩევანს:
- ზოგადი გერმანული ენა დონეების მიხედვით
- მომზადება ეროვნული გამოცდისთვის
- გერმნული ენის მოკლევადიანი კურსი
- სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი
- გერმანული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის
- ქართული ენა გერმანულენოვნებისთვის
აირჩიე სასურველი ენა და გვეწვიე. ჩვენთან ენას ასწავლიან პროფესიონალი გამოცდილი <<< მასწავლებლები >>>. ჩვენ ვუფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას, ვიცით, როგორ შევარჩიოთ საჭირო კადრი და გაგიმარტივოთ კარგი მასწავლებლის მოძებნის რთული პროცესი, ჩვენთან
- უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული და სერტიფიცირებული მასწავლებლები.
- ენის სწავლა აზარტული, სახალისო და, რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულია.
- მოსწავლეს უმეტესად საშუალება აქვს აირჩიოს მასწავლებელი, ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, გაგვიზიაროს სურვილები და მოლოდინი.
გაკვეთილები ტარდება
კვ. 2-ჯერ / თვეში 8 გაკვეთილი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
წყვილში 1 სთ / ჯგ. 1 სთ 30 წთ
გაიცემა ევრიპული სტანდარტის ორენოანი სერტიფიკატი
მესამე გაკვ. იფარება მიმდინარე თვის გადასახადი
ზოგადი გერმანული ენის კურსი
ზოგადი კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის. გიწვევთ გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე: მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, მაგისტრატურაში გამოცდების ჩაბარების მსურველებს, დიპლომირებულ და მომავალ ექიმებს, ეკონომიკის სფეროში დასაქმებულებს. შეისწავლეთ გერმანული ენა სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულებისთვის.
ეფექტურად დაგეგმილი სასწავლო პროგრამის შედეგად მსმენელი ყოველდღიურად გაიუმჯობესებს წერის, კითხვის, საუბრის და სმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებს ლექსიკას, სრულყოფს გამოთქმას, ინტონაციას, გრამატიკის ცოდნას, ისწავლის პრაქტიკულ და საჭირო ფრაზებს, დაძლევს უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობას. გერმანული ენა ისწავლება დონეების მიხედვით.
GRUNDSTUFE
A1; A2
განკუთვნილია მათთვის ვინც თავიდან იწყებს გერმანულის სწავლას. ამ დონეზე უმოკლეს ვადაში შეიძენთ ზეპირი და წერითი მეტყველების საბაზისო უნარებს. გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისაუბრებთ მარტივ სასაუბრო თემებზე. შეძლებთ საკუთარი აზრის გადმოცემას და შთაბეჭდილებების გამოხატვას მარტივ საკომუნიკაციო ენაზე, შეძლებთ გაიგოთ და აღიქვათ მოსმენილი ტექსტის ნაწილი და გადათარგმნოთ მარტივი ტექსტი მშობლიურ ენაზე
MITTELSTUFE
B1; B2
ენის სწავლების ძირითადი საფეხურია. გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკის დიდ ნაწილს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემებზე. შეძლებთ სხვადასხვა სირთულის ლიტერატურის და სტატიების წაკითხვას და აღქმას. ამ დონის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოთ ენის დაუფლება პროფესიული მიმართულებებით. თქვენი საუბარი გახდება უფრო მოქნილი და სწრაფი.
OBERSTUFE
მიმდინარეობს სამეტყველო ენის დახვეწა, შეისწავლება გერმანულად საუბარი პროფესიონალურ დონეზე, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დაძლევა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა. შეძლებთ სწრაფად საუბარს, რთული და მოცულობითი ტექსტების აღქმა-გაგებას. ეს დონე გულისხმობს პედაგოგიური მოღვაწეობისთვის საჭირო ენობრივი უნარ-ჩვევების ფლობას.
მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის
თქვენ მოგამზადებენ კვალიფიციური, პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ არამარტო საგნის ღრმა ცოდნა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, არამედ, კარგად იცნობენ, როგორც საგნობრივ პროგრამას, ასევე საგამოცდო სისტემას.
- არსებული ენობრივი კომპეტენციის გამყარება
- ცოდნის ორგანიზება საგამოცდო მოთხოვნების შესაბამისად
- საგამოცდო უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება
- დროის სწორად გადანაწილება
- ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესება–ახალ დონეზე გადასვლა
- ანალოგიურ ტესტებზე მუშაობა
- იმიტირებული გამოცდა
გერმანული ენის მოკლევადიანი კურსი
მოკლევადიანი კურსი – 3-6 თვის ხანგრძლივობით ითვალისწინებს მარტივი საკომუნიკაციო ლექსიკის ათვისებას, მიმალურ გრამატიკას, მოსმენის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზნობრივად შერჩეული სიტუაციური დიალოგები და ფრაზები ენის სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ. მოგიხნით გერმნანულ ენაზე საუბრის წამოწყების უხერხულობას.
სასერტიფიკატო გამოცდისთვის მომზადება
სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი მაქსიმალურადაა მიახლოებული საგამოცდო გარემოს. აქცენტი კეთდება ისეთი პირობების შექმნაზე, რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაძლიოთ საგამოცდო დავალებები და მაქსიმალურად გამოავლინოთ ცოდნა გრამატიკასა და ლექსიკაში, ასევე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ენობრივი დონე, გამოიმუშავებთ შეზღუდულ დროში ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის უნარ-ჩვევას.
გერმანული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის
ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა – პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ გერმანულ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, როლურ თამაშებს.
აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე.
ქართული ენა გერმანულენოვნებისთვის
სართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა. სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.
ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის ჯერ კიდევ 18 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.
წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას. დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.