გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინის კურსზე ვიწვევთ მათ, ვისაც სურს ისწავლოს ფოტოს კომპიუტერული დამუშავება, თემატური ილუსტრაციების შექმნა, სარეკლამო მასალების, ლოგოების, ფლაერებისა და სავიზიტო ბარათების მომზადება, 3დე მოდელირება:

  • დამწყებ დიზაინერებს
  • მოყვარულებს
  • ვებ-გვერდისა და ფეისბუკ-გვერდის ადმინისტრატორებს
  • სარეკლამო და საგამომცემლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს
  • ნებისმიერ დაინტერესებულ პირს

ლექციები ტარდება მარტივ და გასაგებ ენაზე, ძირითადი დრო ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას. მსმენელებს ექნებათ უამრავი პრაქტიკული მაგალითი, რითაც გაიმყარებენ ცოდნას.

კურსის ხანგძლივობა

8 / 12 სთ (1 თვე)

სწავლის ფორმა

ონლაინ / ტრენინგ ცენტრში

ღირებულება

165 / 250 ₾

download (2)

ფოტოშოპი

Photoshop

 Adobe photoshop ძირითადად რასტრულ გამოსახულებებთან სამუშაოდ გამოიყენება. საუკეთესო დამხმარე პროგრამაა დიზაინერებისა და ფოტოგრაფებისთვის. ამ პროგრამის გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ ფოტომონტაჟი, კოლაჟები, სარეკლამო მასალის მაკეტი, დახატოთ და შექნმნათ ინფოგრაფიკა, შეცვალოთ ფოტოს რეზოლუცია და ფერები, დააძველოთ ან მიანიჭოთ პოსტერის ეფექტი. ეს დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და ფანტაზიაზე.

  • შესავალი, ახალი დოკუმენტის (სამუშაო ფაილის) შექმნა.
  • რეზოლუცია, პიქსელები
  • სასურველი ფოტოს შემოტანა და მისი რედაქტირება (ფერების კორექცია, კონტრასტი და ა.შ.
  • ობიექტების შექმნა და მათი რედაქტირება
  • ფერადი ობიექტების ერთმანეთზე გადადებით მიღებული მხატვრული ეფექტები (Blending Mode)
  • სახატავი ინსტრუმენტების შესწავლა (ფუნჯი, საშლელი და ა.შ.) და მათი გამოყენება
  •  კლონირება (დაზიანებული ადგილის სასურველი ტექსტურით შევსება)
  • ტექსტთან მუშაობა
  • “მასკები” (არასასურველი/სასურველი ობიექტების წაშლა ან გამოჩენა)
  • ვექტორული ინსტრუმენტების გამოყენება.
  • Import/Export (სხვა Adobe-ს პროგრამებთან ინფორმაციის გაცვლის სისტემა)
  • საბოლოო კორექტივების შეტანა და ფაილის საბეჭდად მომზადება.
  • დამოუკიდებელი პროექტი

ქორელი

CorelDraw

CorelDraw გრაფიკული რედაქტორია, ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა გრაფიკული დიზაინერებისთვის. გამოიყენება ილუსტრაციების, შრიფტების, ლოგოების, სავიზიტო ბარათების, სარეკლამო მასალის მაკეტების, შესაფუთი მასალის დიზაინის შესაქმნელად, აქ შეგიძლიათ რასტრული გამოსახულება გადაიყვანოთ ვექტორებში და დაამუშაოთ სურვილისებრ.

 

  • CorelDraw X5 _ის ინტერფეისის მიმოხილვა;
  • ინსტრუმენტების პანელი და მისი ღილაკების დანიშნულება;
  • დოკერები;
  • ვექტორული, რასტრული, ტექსტური ფორმატები;
  • ფერთა მოდელები;
  • ახალი ფაილის შექმნა, გახსნა, შენახვა, იმპორტი, ექსპორტი;
  • ობიექტების გამოსახვის რეჟიმები;
  • კონტურების რედაქტირება;
  • გეომეტრიული მოქმედებები კონტურებზე;
  • ეფექტების შექმნა;
  • ობიექტის ჩრდილების, გამჭვირვალეობის, პერსპექტივის, მოცულობითი ფორმის მასკის შექმნა;
  • მხატვრული და უბრალო ტექსტი;
  • ობიექტების გასწორება და გადანაწილება; ძებნის რეჟიმები;
  • რასტრული სურათის ვექტორულში გადაყვანა;
  •  ფერთა ეფექტები;
  •  პრაქტიკა
  •  დამოუკიდებელი პროექტი

ილუსტრატორი

Illustrator

Adobe illustrator ვექტორული გრაფიკის რედაქტორია, საუკეთესო სამუშაო პროგრამაა გრაფიკული დიზაინერებისთვის. ამოიყენება ილუსტრაციების, შრიფტების, ლოგოების, სარეკლამო მასალის მაკეტების, შესაფუთი მასალის დიზაინის შესაქმნელად. რასტრულისგან განსხვავებით, ვექტორული გრაფიკა ზომის ცვლილებისას ხარისხს არ კარგავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბეჭდური პროდუქციის შექმნისას.

  • შესავალი, ახალი დოკუმენტის (სამუშაო ფაილის) შექმნა
  • რეზოლუცია, პიქსელები
  • სასურველი ფოტოს შემოტანა და მისი რედაქტირება (ფერების კორექცია, კონტრასტი, გაღიავება / გამუქება და ა.შ.
  • ობიექტების შექმნა და მათი რედაქტირება
  • ფერადი ობიექტების ერთმანეთზე გადადებით მიღებული მხატვრული ეფექტები (Blending Mode)
  • სახატავი ინსტრუმენტების შესწავლა (ფუნჯი, საშლელი და ა.შ.) და მათი ფოტოებზე გამოყენება
  • კლონირება (დაზიანებული ადგილის სასურველი ტექსტურით შევსება).
    ტექსტთან მუშაობა
  • “მასკები” (არასასურველი/სასურველი ობიექტების, იმიჯის ვნების გარეშე წაშლა ან გამოჩენა)
  • ვექტორული ინსტრუმენტების გამოყენება
  • Import/Export (სხვა Adobe-ს პროგრამებთან ინფორმაციის გაცვლის სისტემა)
  • საბოლოო კორექტივების შეტანა და ფაილის საბეჭდად გამზადება