უცხო ენის ცოდნა პროფესიული წარმატების მიღწევაში გეხმარება, გიადვილებს საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას, საშუალებას გაძლევს იგრძნო თავი “შენიანად” უცხოენოვან გარემოში, ხელმისაწვდომი ხდება უახლესი ინფორმაცია თქვენთვის საიტერესო სფეროში, ახალი ენის სწავლით, სწავლობ სამყაროს აღქმას ახალი ხედვით და ეს ყველაფერი არ არის. ახალი ენის შესწავლისას იზრდება თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ვითარდება აზროვნება, ვარჯიშდება გონება, უმჯობესდება რეაქცია.
უცხო სიტყვების ასათვისებლად გიწევს მშობლიური ენის სიღრმეებს ჩაწვდე. შედეგად, საკუთარ ენასაც მეტად აფასებ და უცხოს პატივისცემასაც სწავლობ. ხვდები, რამდენად გიმარტივებს საკუთარი ენის კარგად ცოდნა ახალი ენის შესწავლას. ახალ ენას მოაქვს ემოციების მრავალფეროვნება, თავდაჯერებულობა, თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობები.
გთავაზობთ ინგლისური ენის
კურსების ფართო არჩევანს:
- ზოგადი ინგლისური ენა დონეების მიხედვით
- მომზადება ეროვნული გამოცდისთვის
- ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსი
- FCE, IELTS, TOEFL გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი
- ინგლისური ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის
- ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილები 7-11 წლის ბავშვებისთვის
- კორპოტარიული შეთავაზება
- ქართული ენა ინგლისურენოვნებისთვის
აირჩიე სასურველი ენა და გვეწვიე. ჩვენთან ენას ასწავლიან პროფესიონალი გამოცდილი <<< მასწავლებლები >>>. ჩვენ ვუფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას, ვიცით, როგორ შევარჩიოთ საჭირო კადრი და გაგიმარტივოთ კარგი მასწავლებლის მოძებნის რთული პროცესი, ჩვენთან
- უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული და სერტიფიცირებული მასწავლებლები.
- ენის სწავლა აზარტული, სახალისო და, რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულია.
- მოსწავლეს უმეტესად საშუალება აქვს აირჩიოს მასწავლებელი, ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, გაგვიზიაროს სურვილები და მოლოდინი.
გაკვეთილები ტარდება
კვ. 2-ჯერ / თვეში 8 გაკვეთილი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
წყვილში 1 სთ / ჯგ. 1 სთ 30 წთ
გაიცემა ევრიპული სტანდარტის ორენოანი სერტიფიკატი
მესამე გაკვ. იფარება მიმდინარე თვის გადასახადი
ზოგადი ინგლისური ენის კურსი
BEGGINER
EELEMENTARY
სწავლობთ ელემენტარულ გრამატიკულ წესებს და საუბრობთ შეზღუდულ თემებზე. სწავლობთ ასოებს და ფონეტიკას – სიტყვების და ფრაზების სწორად წარმოთქმას, იმდიდრებთ ლექსიკას, ეუფლებით პასიური ცოდნის გააქტიურების უნარ-ჩვევებს. გაიუმჯობესებთ წერა-კითხვის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებთ ლექსიკას, შეძლებთ საკუთარი აზრის გადმოცემას და შთაბეჭდილებების გამოხატვას მარტივ საკომუნიკაციო ენაზე, შეძლებთ გაიგოთ და აღიქვათ მოსმენილი ტექსტის ნაწილი და გადათარგმნოთ მარტივი ტექსტი მშობლიურ ენაზე
PRE – INTERMEDIATE
მსმენელებს შეუძლიათ საკმაოდ კარგი კომუნიკაცია, მონაწილეობის მიღება სხვადასხვა თემის განხილვაში, ისწავლით არსებული ცოდნის გამოყენებას დიალოგების ასაგებად, შეძლებთ თამამად დამოუკიდებლად გამოხატოთ თქვენი აზრი ინგლისურენოვან მოსაუბრესთან. ამ დონეზე შესაძლებელია რომელიმე ენობრივი ტესტის ჩაბარება, თუმცა შედარებით დაბალი შეფასებით. მაგ., დაიმსახუროთ 4-4.5 ქულა IELTS, 70 ქულა TOEFL, მეტი შანსია ჩააბაროთ კემბრიჯის გამოცდა PET (Preliminary English Test).
INTERMEDIATE
შეძლებთ გაიგოთ და აღიქვათ წაკითხული და მოსმენილი ტექსტის უმეტესი ნაწილი, შეძლებთ ისაუბროთ არამარტო ზოგად, არამედ კონკრეტულ თემებზე, რომელიც მოითხოვს ელემენტარული ტერმინოლოგიის ცოდნას. შეძლებთ ინგლისურენოვანი ფილმების ყურებას და გაგებას, ასევე მარტივი საქმიანი და პირადი მიმოწერის. შეძლებთ დაიმსახუროთ: 4.5-5.5 ქულა IELTS, 80-85 ქულა TOEFL (ibt)
UPPER- INTERMEDIATE
-შეძლებთ გაიგოთ და აღიქვათ თითქმის ყველაფერი წაკითხულ თუ მოსმენილ ტექსტში. თავისუფლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემაზე, სიტყვების მარაგი თითქმის 5000 სიტყვას უტოლდება, გაუმკლავდებით გრამატიკულ ნიუანსებს, არ იქნება ძალზე რთული სპეციალური ლიტერატურის წაკითხვა და თარგმნა. ენის ასეთი ცოდნა საკმარისია უცხოურ ორგანიზაციაში ოფისმენეჯერად მუშაობისთვის. თქვენი საუბარი გახდება უფრო მოქნილი და სწრაფი. ეს არის ენის ცოდნის დონე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჩააბაროთ გამოცდები უცხო ენაში საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში და უცხოეთის სასწავლებლების მოსამზადებელ კურსებზე. შეძლებთ დაიმსახუროთ: 5.5-6.5 ქულა IELTS, 100 ქულა TOEFL (ibt), A ან B- FCA
PRE – ADVANCED, ADVANCED
ენის ფლობის მაღალი საფეხური, შეძლებთ განსაზღვრული თემატიკის სინქრონულ თარგმნას, დაეუფლებით ენის ინტონაციურ და გრამატიკულ ნიუანსებს. ეს დონე გულისხმობს პედაგოგიური მოღვაწეობისთვის საჭირო ენობრივი უნარ-ჩვევების ფლობას. შეძლებთ რთული აკადემიური, ტექნიკური და მხატვრული ლიტერატურის ტექსტების წაკითხვა-აღქმას. შეძლებთ დაიმსახუროთ: 7 -9 ქულა IELTS, 110 -120 ქულა TOEFL (ibt), ჩააბაროთ კემბრიჯის გამოცდა -CAE
მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის
თქვენ მოგამზადებენ კვალიფიციური, პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ არამარტო საგნის ღრმა ცოდნა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, არამედ, კარგად იცნობენ, როგორც საგნობრივ პროგრამას, ასევე საგამოცდო სისტემას.
- არსებული ენობრივი კომპეტენციის გამყარება
- ცოდნის ორგანიზება საგამოცდო მოთხოვნების შესაბამისად
- საგამოცდო უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება
- დროის სწორად გადანაწილება
- ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესება–ახალ დონეზე გადასვლა
- ანალოგიურ ტესტებზე მუშაობა
- იმიტირებული გამოცდა
ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსი
მოკლევადიანი კურსი – 3-6 თვის ხანგრძლივობით ითვალისწინებს მარტივი საკომუნიკაციო ლექსიკის ათვისებას, მიმალურ გრამატიკას, მოსმენის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზნობრივად შერჩეული სიტუაციური დიალოგები და ფრაზები ენის სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ. მოგიხნით ინგლისურ ენაზე საუბრის წამოწყების უხერხულობას.
FCE, IELTS, TOEFL გამოცდისთვის მომზადება
სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი მაქსიმალურადაა მიახლოებული საგამოცდო გარემოს. აქცენტი კეთდება ისეთი პირობების შექმნაზე, რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაძლიოთ საგამოცდო დავალებები და მაქსიმალურად გამოავლინოთ ცოდნა გრამატიკასა და ლექსიკაში, ასევე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ენობრივი დონე, გამოიმუშავებთ შეზღუდულ დროში ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის უნარ-ჩვევას.
კურსის მსმენელს მოეთხოვება ინგლისური ენის ფლობა Upper-Intermediate დონეზე (V). თუ მსმენელის ენის ფლობა შეესაბამება V დონეზე დაბალ დონეებს, მიმდინარეობს მომზადება ენის სათანადო დონემდე მისაყვანად და შემდეგ გადასვლა სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამაზე.
ინგლისური ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის
ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა – პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ ინგლისურ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, როლურ თამაშებს.
აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ Pre-Intermediate-ის დონეზე.
ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილები 7-11 წლის ბავშვებისთვის
ენის შესწავლა ხდება ასაკის შესაბამისი თეორიულ მასალებითა და მხიარული აქტივობებით, საკომუნიკაციო სავარჯიშოებით, ლექსებით, გამოცანებით, ზღაპრებითა და თემატური დიალოგებით. აუდიო და ვიზუალური მასალების გამოყენებით, სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესოა და. რაც მთავარია, აქ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გარემო და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ენის შესწავლა ხდება ასაკის შესაბამისი:
- თეორიულ მასალებითა და მხიარული აქტივობებით, საკომუნიკაციო სავარჯიშოებით, ლექსებით, გამოცანებით, ზღაპრებითა და თემატური დიალოგებით. აუდიო და ვიზუალური მასალების გამოყენებით, სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესოა
რაც მთავარია, აქ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გარემო და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
კორპორატიული შეთავაზება
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშნელოვანია უცხო ენების მცოდნე კადრი თანამედროვ შრომით ბაზარზე. ვიცით, რამდენად რთულია თანამშრომლის მოცდენა ძირითადი საქმიანობიდან. ამიტომ თქვენი კომფორტისთვის, დროისა და რესურსის დაზოგვისთვის, გთავაზობთ რუსული ენის კურსს თანამშრომლებისთვის ადგილზე მოსვლით, ასევე, მზად ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისში. ჩვენი მასწავლებლები გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მსურველებს გაანაწილებენ ჯგუფებში ენობრივი კომპეტენციის მიხედვით და დაგეგმავენ კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.
ქართული ენა ინგლისურენოვნებისთვის
სართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, იზრდება საქმიანი ურთიერთობების რაოდენობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შესაბაისად საგრძნობლად გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველი უცხოელების რაოდენობა. სასიამოვნოა, როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები ასეთი სახით გამოხატავენ ქვეყნის პატივისცემას და ცდილობენ, ისაუბრონ მასპინძლის ენაზე საქმიან თუ მეგობრულ გარემოში.
ჩვენ ვართ პირველები სასწავლო ცენტრებს შორის ჯერ კიდევ 18 წლის წინ შევთავაზეთ მსურველებს ქართული ენის კურსი. მაშინ ჯერ კიდევ მწირი იყო სასწავლო მასალა და ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ საავტორო კურსს და ცდილობდნენ, ქართული ენის სწავლა არ ყოფილიყო უცხოელისთვის დამღლელი და დაუძლეველი პრობლემა.
წლების მანძილზე სწავლების ფორმები და მეთოდები დაიხვეწა, გაჩნდა სათანადო სასწავლო მასალაც. ახლა უკვე გთავაზობთ გამართულ, აპრობირებულ და დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამას. დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ისწავლოს ქართული ენა.