უცხო ენის ცოდნა პროფესიული წარმატების მიღწევაში გეხმარება, გიადვილებს საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას, საშუალებას გაძლევს იგრძნო თავი “შენიანად” უცხოენოვან გარემოში, ხელმისაწვდომი ხდება უახლესი ინფორმაცია თქვენთვის საიტერესო სფეროში, ახალი ენის სწავლით, სწავლობ სამყაროს აღქმას ახალი ხედვით და ეს ყველაფერი არ არის. ახალი ენის შესწავლისას იზრდება თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ვითარდება აზროვნება, ვარჯიშდება გონება, უმჯობესდება რეაქცია.
უცხო სიტყვების ასათვისებლად გიწევს მშობლიური ენის სიღრმეებს ჩაწვდე. შედეგად, საკუთარ ენასაც მეტად აფასებ და უცხოს პატივისცემასაც სწავლობ. ხვდები, რამდენად გიმარტივებს საკუთარი ენის კარგად ცოდნა ახალი ენის შესწავლას. ახალ ენას მოაქვს ემოციების მრავალფეროვნება, თავდაჯერებულობა, თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობები.
გთავაზობთ კორეული ენის კურსს:
- ზოგადი კორეული ენა დონეების მიხედვით
- კორეულიო ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის
ჩვენთან უცხო ენებს ასწავლიან არა მოყვარული, არამედ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი, პედაგოგიური სტაჟის მქონე, ენერგიული, დიპლომირებული და სერტიფიცირებული მასწავლებლები. ენის სწავლა აზარტული, სახალისო და, რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულია. მოსწავლეს უმეტესად საშუალება აქვს აირჩიოს მასწავლებელი, ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, გაგვიზიაროს სურვილები და მოლოდინი.
გაკვეთილები ტარდება
კვ. 2-ჯერ / თვეში 8 გაკვეთილი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
წყვილში 1 სთ / ჯგ. 1 სთ 30 წთ
გაიცემა ევრიპული სტანდარტის ორენოანი სერტიფიკატი
მესამე გაკვ. იფარება მიმდინარე თვის გადასახადი
ზოგადი კორეული ენის კურის
კორეული ენის კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველთათვის, ვინც მზადაა დაძლიოს ამ ენის სწავლასთან დაკავშირებული სირთულე. მხოლოდ ანბანის დაუფლება მოითხოვს თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას და შედარებით მეტ დროს, ვიდრე ევროპული ენების შემთხვევაში.
ჩვენი მასწავლებლები დაგეხმარებიან ყოველდღიურად გაიუმჯობესოთ წერის, კითხვის, საუბრის და სმენის უნარ-ჩვევები, გაიმდიდროთ ლექსიკა, სრულყოთ გამოთქმა, ისწავლოთ პრაქტიკულ და საჭირო ფრაზები.
კორეული ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის
ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, შეძლებთ კორეულ ენაზე აწარმოოთ საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, როლურ თამაშებს.
აუცილებელი პირობაა ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.